შეიხები და რამე?
მოიც, პლატინიმ თავისი პროექტი გაიტანოს და მერე ნახეთ რეალს და ბარსას საერთოდ არ ეყოლებათ კონკურენტები ლიგის მაშტაბითაც, არ ვხუმრობ.
ხვდები რაზე გეუბნები?
კანონი, რომელიც კლუბებს უკრძალავს იმაზე მეტი დახარჯონ ვიდრე გამოიმუშავებენ. ასე რომ აბრამოვიჩისა და შეიხების ოცნებები ათეული მილიონების ტრანსფერზე დახარჯვაზე ფუჭი გახდება, თუი კლუბი ფინანსურად წარმატებული არ იყო.
რეალს შემოსავალი რამდენი აქვს არ შეგახსენებთ

ასე რომ გამოსავალი ერთია, პრეზიდენტად კარგი მენეჯერის ყოლა, მარტო ლამაზი თამაში აღარ კმარა.
წინა დეკადის დასაწყისში ვალენსიას კარგი პრეზიდენტი რომ ყოლოდა, ვალენსია ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა მთელი დეკადის განმავლობაში რეალსაც და ბარსასას და ლიგაზეც წარმატებით გააგრძელებდა ასპარეზობას, მაგრამ ვაი რომ მიღწეულის შენარჩუნება უფრო ძნელია ვიდრე თვითონ მიღწევა.
რეალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფინანსურად გამართული კლუბია და მიუხედავად იმისა რომ ტრანსფერებზე ამდენი ფული იხარჯებოდა კლუბის ფინანსურ სტაბილურობაზე ეფექტს ვერ ახდენდა. და ამის შემდეგ პერესზე როგორ მომიბრუნდება ენა რომ ვლანძღო. რაულის გამო? ბევრს ავიწყდება რომ რეალი მხოლოდ რაული არაა