Guaita -ამ ბიჭზე უნდა ვილოცოთ,ეგ რომ არა,კაცმა არ იცის ამჯერად რა გამანადგურებელი ანგარიშით წავაგებდით.კოჭებში გვეტობოდა რომ გამტანები არ ვიყავით,მაგრამ გამშვებები ...პირველი პასი დაამუღამოს და ეგაა... შევაფასებდი 5 ქულით 5'დან.
Miguel - :| 1
Ricardo Costa -2 დაცვაში მარტო კაციც ცოდვაა
Stankevicius -2
Mathieu - 3 უკეთესი იყო ვიდრე ველოდი.აშკარად მარცხენა ფლანგი მატიეს და მატას დამსახურებით ბევრად უკეთესი იყო ვიდრე მარჯვენა,მაგასაც მივადგები ბოლოსკენ
Albelda - 0 გაუგებრობაში მოხვდა.ასე მეგონა ისე გამოვიდა მოედანზე არ იცოდა რა უნდა ეკეთებინა.
Topal - 4 ყველაგნ იყო სადაც ასწრებდა მისვლას და დახმარებას,კარში დარტყმა და საგოლე პასების შესრულება რომ მისი ძლიერი მხარე არაა ყველამ ვიცით.
Joaquin - 1 რას ბოდიალობდა თუ იყო აზრზე.როცა მიგელი-პაბლოს წყვილია მარჯვნივ,ასეთი საშინელება და ცოდვის ტრიალი არაა ხოლმე კაცო.ვისკენ იყო ნეტა ის მაინც თუ იცოდა..ტოჟე მნე-კაპიტან :|
Mata - 5 მემგონი მეკარის შემდეგ საუკეთესო იყო,ერთადერთი იყო ვინც ცდილობდა ხიფათისმაგვარი შეექმნა მეტოქის კართან და თუ დააკვირდით-მიიღებდა თუ არა ბურთს მეტოქე გუნდის ოტხი ფეხბურთელი მის გარშემო იყრიდა თავს,ხუმრობა ხუმრობაში,ვითომ მთელი სეზონი არაფერი უკეთებია და კია გუნდის ლიდერი

Jonas -2 ყველა მატჩში როგორ მოვუწვიოთ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომ ამან როგორმე მოიხელკეთილოს რაა და მოიფეხკეთილოს და გოლი გაიტანოს?
Soldado -1 პორ კე?
Banega -1
Aduriz -1
Pablo H. -2
Emery - 1 თავიდანვე ცუდად არჩეული ტაქტიკა,დაგვიანებული ცვლილებები და თან-ცუდი ცვლილებები,ეს ექსპერიმენტების სურვილი ხომ ვერ მოიკლა ამ კაცმა რა.
El crack - გუაიტა
El catacrak -ალბელდა
ეს სია სენტიმენტ ჩეზე ვიპოვე,აფასებდნენ ჩვენი ესპანელი კოლეგები გუნდის გუშინდელ მოღვაწეობას.
ჩემებური ინტერპრეტაცია კი შემოგთავაზეთ,თქვენსასაც თუ გაგვანდობთ კარგი იქნება
პ.ს.ლა ლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე დავიწყოთ სეზონის საუკეთესოების და წყალწაღებულების დასახელება
თუ არ შეწუხდებით : )