სტატისტიკა კარგი რამეა მაგრამ ფეხბურთელის შესაფასებლად არ გამოდგება. ეგ რომ ეგრე იყოს მაშინ არტურ ფრეიდენრეიხი იქნებოდა ყველა დროის საუკეთესო თავდასხმელი და ბაზარი პელე ჯობია თუ მარადონა ერთხელ და სამუდამოდ მოკვდებოდა არგუნუმენტით პელეს 1000 გოლი აქვს გატანილი

ჯერ რატო ვადარებთ 90-იან წლებს წლევანდელ ფეხბურთს როცა თამაშები გაცილებით უფრო ჩაკეტილი იყო, ბევრი მინდორი (ინგლისშიც კი ყანას გავდა) და ლამის მხეცური უხეშობა იყო დაშვებული მოედანზე მცველების მხრიდან (მსაჯები კვარტალში ერთხელ იღებდნენ ბარათებს ჯიბიდან).
მერე ეს შერინგემი, კოული და იორკი ერთ პერიოდში იყვნენ გუნდში+ სოლსკიაერი თუ სოლშერი

და გაცილებით ნაკლები სათამაშო დრო ქონდათ ვიდრე დიტოს.
მერე გუნდი 4-4-2 ტაქტიკით თამაშობდა და გადამწყვეტი პასების ნაწილი კოული, იორკზე ნაწილდებოდა ხოლო შერინგემი როგორც წესი ზამენა იყო.
კანტონაზე და რონალდოზე ლაპარაკიც ზედმეტია სულ სხვა ამპლუაა.
ეხლა ტაქტიკა შეცვლილია რუნი მაინც ცოტა უკნიდან თამაშობს და ბერბატოვი გამოკვეთილი ფორვარდია ხოლმე. აქედან გამომდინერა საშუალო მაჩვენებელი ნორმალური აქვს შედარებით მაგრამ ის ფაქტი რომ მანიუს ტრანსფერებში ვერონის მერე ყველაზე დიდი ფლოპია სახეზეა.
წელს თუ გამოუღებს სეზონის ბოლოს ხელს პროჭიდან არ ვიცი და აქამდე რომ ნევროზის ყველაზე დიდი ამკიდებელი იყო მანჩესტერის ფანებისთვის მაგას რად უნდა ციფრები და საშუალო არითმეტიკულები.