“იუვენტუსი” tuttosport -ს უპირისპირდება
“იუვენტუსში” შექმნილი მდგომარეობა თავისი სიმძიმით ბევრ ჩვენგანს გასულ სეზონს ახსენებს. ტურინში ისტორია მეორდება, გუნდი კი გამოსავლის ძებნის ნაცვლად ცდილობს ყურადღება გარეშე პრობლემებზე გადაიტანოს. “იუვენტუსი” tuttosport- ს უპირისპირდება…
მომხდარის მთავარი მიზეზი ტურინული გაზეთის პოზიციაა. ჟურნალისტები დიდი ხანია ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლობაზე აკეთებენ აქცენტს. “იუვენტუსის” რიგებში აცხადებენ, რომ tuttosport -მა მიზნად “ბებერი ქალბატონის” მწვრთნელის, ხელმძღვანელობისა და რამდენიმე ფეხბურთელის გაკრიტიკება დაისახა. ეჭვის ქვეშ გაზეთის როლიც კი დადგა, რაც მოკლედ რომ ვთქვათ, “ბიანკონერის” გულშემატკივართათვის “ცხელ-ცხელი” ინფორმაციის დროულად მიწოდებაში გამოიხატება.
შესაძლოა დირექტორატის მოთხოვნით ან თუნდაც თხოვნით შექმნილი მდგომარეობის შემამსუბუქებელი სტატიაც კი დაწერილიყო, მაგრამ იმ გამოცემაზე შეტევა, რომელიც “იუვეს” კვალდაკვალ მიჰყვება, ყველაფერს ცვლის.
tuttosport -ი მართლაც რომ ცნობილია “იუვენტუსის” წარმატება-წარუმატებლობებზე თავისი მკვეთრი რეაქციით. გაზეთის მესვეურები მუდამ ცდილობდნენ გულშემატკივარი საქმის კურსში ჰყოლოდათ. ძნელია გაიგო რეალურად რითია უკვე ოფიციალურად აღიარებული უკმაყოფილების რეალური მიზეზი. მით უმეტეს, თუ მხედველობაში “კალჩოპიოლის” საკითხზე La Gazzetta Dello Sport -ის პოზიციას მივიღებთ. tuttosport -ი იტალიელ ტიფოზებში დიდი მოწონებით სარგებლობს და მასთან ავსიტყვაობა ხელმძღვანელობისადმი კეთილი გულით არც გულშემატკივრებს მოაბრუნებს. ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილს tuttosport -მა გაზეთის ფურცლებიდან უპასუხა:
” 13 მარტს “იუვენენტუსის” საიტზე ჩვენი გაზეთისათვის არასასიამოვნო ინფორმაცია განთავსდა. რამდენიმე ტაეპი სრული სიცრუე იყო. ამაზე კომენტარებისგან თავს შევიკავებთ, შეურაცხყოფა და ტყუილი ჩვენ არ გვაინტერესებს. მთავარი ისაა, რომ შეცდომაში ჩვენი მკითხველი არ შევიდეს. შეხედეთ დღევანდელ “იუვენტუსს” და ყველაფერი ნათელი გახდება: გუნდი ფეხბურთს ვერ თამაშობს, მწვრთნელმა კი არ იცის, რა ქნას. ეს საშინელი “იუვენტუსია”. კრიტიკა მხოლოდ პასუხისმგებლობის გამოძახილი როდია, არამედ ვალდებულება, რომელიც ჩვენს მკითხველთან გვაკავშირებს. სწორი იქნებოდა “იუვენტუსის” განცხადება ყველა თანამშრომელისათვის გულზე ჩამოგვეკიდა, როგორც ობიექტურობისა და პროფესიონალიზმის დასტური. “იუვენტუსში” მიმდინარე მოვლენები მუდამ ჩვენი საქმე იყო, მაგრამ ჩვენ არავის საკუთრება არ ვართ. განსხვავება ძალიან დიდი და შესამჩნევია. ჩვენი დამოკიდებულება არც მომავალში შეიცვლება, ჩვენ ხომ მხოლოდ “იუვენტუსის” აღზევება გვსურს. tuttosport -ი ერთადერთი გაზეთია, რომელიც ყურადღებით ადევნებდა თვალყურს “კალჩოპოლის” საქმეს და ეს დღემდე ასეა. ალვარო მორეტის სტატიების დახმარებით არაერთ აქამდე მიჩქმალულ ფაქტებს ავხადეთ ფარდა. ჩვენი გამოძიებები ხელმძღვანელობას დაეხმარა, სასამართლო პროცესებზე ამაყად მდგარიყვნენ, თავს ისინი ჩვენ მიერ მიწოდებული დოკუმენტებით დადასტურებული ფაქტებით იცავდნენ. კვალში მივყვებოდით კიდევ ერთ რევოლუციასაც, რომელსაც საფუძელი შარშან ზაფხულს ჩაეყარა.
ეს რევოლუცია ხელმძღვანელობის მეტამორფოზით დაიწყო. ცოტას თუ ახსოვს, რომ 2008 წლის შობას tuttosport -მა ანდრეა ანიელისთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მან პირდაპირ გვითხრა, რომ მალე დირექტორატში ვიხილავდით. ანიელის გაპრეზიდენტება ამ ფაქტამდე მთელი ორი წლით ადრე ვიწინასწარმეტყველეთ. ზოგს ეხსომება რანიერის მიერ მოწყობილი პრეს-კონფერენცია, სადაც ის tuttosport -ზე რაღაც ეჭვებით საუბრობდა. მაშინ ჟურნალისტებმა მისთვის კითხვის შებრუნება ვეღარ გაბედეს. გვჯერა და დღემდე გვწამს, რომ მწვრთნელებს, რომელთაც “იუვენტუსის” სათავეში დგომის ბედნიერება აქვთ ერთი ვალდებულება აკისრიათ – გაიმარჯვონ. ჩვენ ვაკრიტიკებდით და გავაკრიტიკებთ მუშაობის დაბალ ხარისხს, მცდარ ბრალდებებს, გაუგებარ შემადგენლობას, გაურკვეველ ცვლილებებს, ფეხბურთელთა უთანხმოებასა და ცუდ მომზადებას.
და რით დამთავრდა ყველაფერი? რანიერი გაანთავისუფლეს, მაგრამ ამაში tuttosport -ის კი არა, “იუვენტუსის” ხელი ერია. ჩვენმა კრიტიკამ შედეგი გამოიღო. და რა დაემართა მას რომში? განა იგივე პრობლემები არ გაჩნდა, რაც “იუვეში”? კრიტიკაზე პასუხი არც მაშინ გაგვიცია და იმავეს არც ახლა გავაკეთებთ, ჩვენ უბრალოდ აშკარა ფაქტები მოგვყავდა არგუმენტად.
ყველას ახსოვს ჩვენ მიერ კბოლი ჯილის გაუმართლებელი პოლიტიკის ანდა ბლანის მიერ ერთროულად სამ პოსტზე ყოფნის კრიტიკა. როგორც ჩანს “იუვეს” მაღალი დონის გენერალური დირექტორის მოძებნა არ შეუძლია. წავიდა ჯილი, წავიდა სეკო (შესაძლოა ყველაზე ნაკლებად დამნაშავე), ჯილის უფლებები კი შეამცირეს. ალბათ “იუვენტუსის” მართვა ძნელია, მაგრამ ეს “იუვენტუსი” აღარაა. ალბათ ამის გამო მხოლოდ გულშემატკივრებიღა ღელავენ. მისცე პროგრესის სტიმული დინების წინააღმდეგ ცურვას არ ნიშნავს, პირიქით. რამხელა თანხა იქნა ქარს გატანილი ბოლო სეზონებში? რამდენი ტრავმირებული ფეხბურთელი აღმოჩნდა ლაზარეთში? ჩვენთან ბოლო ინტერვიუში მაროტამ განაცხადა, რომ ფეხბურთელებთან მოლაპრაკებები დასრულებული იყო, ნაყიდი იქნა 13 ფეხბურთელი , მაგრამ ბევრად მეტს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ. არცერთ სხვა გაზეთს არ აქვს სატრანსფერო აქტივობებზე ასეთი ზუსტი ინფორმაცია. ყველა ჩვენი ახალი ამბავი შუამავლების, აგენტების ან გუნდის ხელმძღვანელებისგანაა მოპოვებული. გასულ სეზონში მოლაპარაკებები არაერთ ფეხბურთელთან მიმდინარეობდა, მაგრამ ნელ-ნელა “იუვენტუსი” ფინანსურ fair-play -ში აღმოჩნდა. დღემდე გვჯერა, რომ ბეპე მაროტასა და ანდრეა ანიელის მიერ არჩეული გეზი სწორია და რომ ამ გეგმის ბოლომდე მიყვანა ერთ სეზონში წარმოუდგენელია. არც ევროპასპორტების გაცემაში გატარებული ცვლილებები უნდა დაგვავიწყდეს, რამაც რაღაც დეტალებს შეცვალა.
ახალი “იუვე” დროში იყო შეზღუდული. ამ ზაფხულს ყველაფერი სხვაგვარად იქნება. გუნდს მინიმუმ ოთხი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი სჭირდება, ფეხბურთელი, რომელიც თამაშის მსვლელობაზე იქონიებს გავლენას. ამისათვის ფიქსირებული წლიური ხელფასი, რომლის ზედა ზღვარი დღეს 2.5 მილიონი ერვოა, უნდა გაიზარდოს. “იუვენტუსს” ჩვეული სახის დაბრუნება სურს და ანდრეა ანიელი ამისთვის ყველაფერს აკეთებს. მიუხედავად ასეთი სეზონისა, ვალდებულები ვართ გვჯეროდეს. სხვა გზა არ არსებობს. ისინი თვლია, რომ დელ ნერი სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს. ეს მათი უფლებაა, ისევე როგორც ჩვენი – გავაკრიტიკოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მწვრთნელის არაპროფესიონალიზმი და შევეხოთ მეტნაკლებად პროვოკაციულ თემებს. ეს ჩვენი ვალდებულებაა, ვალდებულება tuttosport -ის მკითხველის წინაშე.
პაოლო დე პაოლა, tuttosport -ის დირექტორი. ”
http://forzajuve.ge/2011/03/16/%E1%83%98%E...83%A0%E1%83%93/
i'm a dude whose playin a dude disguised as another dude. you're the dude who don't know what dude he is!