"ბაიერნი ჩემს გულშია"
ჰერ კრაფტ, ბაიერნი ახალ კონტრაქტს გთავაზობთ, პარალელურად არ წყდება ჭორები მანუელ ნოიერის ტრანსფერზე, როდის მიიღებთ გადაწყვეტილებას?
ყველაფერი კარგად მესმის, სიტუაციაში ბოლომდე გარკვევაა საჭირო, ყველაფერი უახლოეს კვირებში გადაწყდება.
თქვენით აქტიურად ინტერესდება "ჰამბურგი", ისინი თქვენ ფრანკ როსტის შემცვლელად მოგიაზრებენ, რას ფიქრობთ ამის შესახებ?
ამაზე ფიქრიც არ მინდა, "რეკორდმაისტერმა" ძალიან ბევრი მომცა, ჩემი გული მხოლოდ ბაიერნს ეკუთვნის, ვიმედოვნებ ყველაფერი დადებითად გადაწყდება, სათადარიგო ვარიანტებს აგენტთან ერთად ჯერ არც კი განვიხილავ.
მოხდება თქვენი გადაწყვეტილების გახმოვანება მანამდე, სანამ ნოიერის თაობაზე ყველაფერი გაირკვევა?
არა, ამას არ ვიზამ, ეს ჩემს სპორტულ პერსპექტივებს საფრთხეში ჩააგდებს, ამის სურვილი კი ნამდვილად არ მაქვს.
შესაძლებელია თუ არა, რომ ნოიერის მოსვლის შემთხვევაშიც დარჩეთ?
მე ასე ვიტყვი: ფული ჩემთვის გადამწყვეტი არაა, მე ფეხბურთის თამაში მინდა, მიყვარს ეს სპორტი და მსურს ამით ვიყო დაკავებული, მხოლოდ იმიტომ რომ ბევრი ფული მივიღო, სკამზე ჯდომას არ ვაპირებ.
ლუი ვან გაალის გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი იყო, თქვენ გუნდის ნომერ პირველ მეკარედ არავინ გელოდათ.
ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, ვან გაალმა ჯერ ბუტი გააფრთხილა, მე კი მხოლოდ ამის შემდეგ შემატყობინა ეს ამბავი.
როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
ვარჯიშის შემდეგ ვან გაალმა დამიბარა, ვფიქრობდი რომ გარკვეული რჩევები უნდა მოეცა, თუმცა მან მითხრა "თომას გილოცავ, შენი ჩემი ახალი პირველი ნომერი ხარ".
ძალიან გახარებული ვიყავი, ცოლს და მეგობრებს მაშინვე შევატყობინე ეს ამბავი, ჩემი ოცნება ხომ "ბაიერნის" ძირითადი მეკარეობა იყო.
რას იტყოდით თქვენს ძაღლებზე, ორი როტვეილერი მართლაც რთული მოსავლელია.
მე და ჩემი მეუღლე ამას სიამოვნებით ვაკეთებთ, ძაღლები ორივეს ბავშვობიდან გვიყვარს, ამ როტვეილერებს ნახევარი წელიწადი ვეძებდით, ახლა დინა და ბლეიკი ჩვენი ოჯახის წევრები არიან, ისინი სპეციალურ სკოლაშიც დაგვყავს.
როგორც ვიცი თქვენი და ბასტიან შვაინშტაიგერი ძაღლები დიდი მეგობრები არიან, ეს მართალია?
დიახ, ეს ასეა, ასევე მირო კლოზეს ჰყავს ძაღლი, რომელიც დინას და ბლეიკს ემეგობრება, შემიძლია გავიხსენო ვან ბომელს ძაღლიც, თუმცა ის ახლა მილანშია.
თქვენ ალბათ ლეგენდარულ "ბაცენჰოფერსაც" იცნობთ.
დიახ, ზეპ მაიერის ძაღლი მართლაც ყველასათვის საყვარელია, ის ჩვენ ვარჯიშებსაც ესწრებოდა, ახლა ზეპი მას სახლში ტოვებს, რადგან ძაღლი ასაკშია და ბევრი სიარულის თავი აღარ აქვს.
ჩვენი ოქრო ჩვენთან!!!!!!!!!!!

კოენტრაოს ინტერვიუ წავიკითხე...
რატო დაპანიკდნენ გერმანიაში მე არ მესმის ...
აბა ხო არ იტყოდა ჰარიჰარალე ბენფიკას დედაც ... ბაიერნში მივდივარო ??? = )))
ბენფიკაზე ვფიქრობო... მიყვარსო ეს გუნდიო ... და დობრად იბაზრა = )))
შანსი არ არი .. კარგი ოფერი და გადმოვა = ))))
მეორე ფაქტორია გაამართლებს ვითამ ??
This post has been edited by MjaviTo on 5 Apr 2011, 18:15
1. e4 - e5
2. Qh5 - Nc6
3. Bc4 - Nf6
4. Qf7#