საინტერესო ფაქტები ბარსელონას და შახტარის შეხვედრების შესახებ, რისი მოძიებაც შევძელი ამჯერად:
შეხვედრების ჯამური რაოდენობა - 7
ბარსელონამ მოიგო - 4
შახტარმა მოიგო - 2
ფრედ დამთავრდა - 1
ბარსამ გაიტანა - 12
შახტარმა გაიტანა - 7
შეხვედრების ცხრილი:
უეფას სუპერ თასი
28.08.2009
ბარსელონა 1-0 შახტარი
ჩემპიონთა ლიგა
09.12.2008 ბარსელონა 2-3
შახტარი 01.10.2008 შახტარი 1-2
ბარსელონა 07.12.2004
შახტარი 2-0 ბარსელონა
29.09.2004
ბარსელონა 3-0 შახტარი
თასების თასი
27.09.1978 შახტარი 1-1 ბარსელონა
13.09.1978
ბარსელონა 3-0 შახტარი
როგორც ვხედავთ 2004 წლიდან საინტერესო სტატისტიკა გვაქვს.
2004 წელს ბარსა და შახტარი შეხვდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც ჩვენდა გასაკვირად ერთი თამაში ბარსამ მოიგო და მეორე შახტარმა. სხვათაშორის დამაჯერებლად: 2:0.
ჯგუფური ეტაპი დამთავრდა შემდეგი ქულებით:
მგონი ჯგუფში არ გაუმართლა შახტარს, თორე ნამდვილად გავიდოდა შემდეგ ეტაპზე. მილანი და ბარსა რომ გყავს ფგუფში მართლაც რომ არგამართლებაა.
გადავიდეთ 2008 წელზე. აქაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდა ბარსელონას და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს აქაც გაუჭირდა ბარსელონას. ქულები კვლავ გადაინაწილეს: 1 მოიგო შახტარმა, მეორე ბარსელონამ. საინტერესოა ის ფაქტიც რომ ბარსელონამ ნოუ კაპზე წააგო 3:2 ხოლო სტუმრად 1:2 მოიგო... ანუ აქაც გაგვიჭირდა შახტართან. არადა იმ წელს ბარსამ ლიგა მოიგო... და არამარტო ლიგა: მსოფლიო რეკორდი მოხსნა: 1 სეზონში 6 თასი, რომლიდანაც ერთ-ერთი ( უეფას სუპერ თასი) სწორედ შახტარს აართვა დაძაბულ ბრძოლაში (1:0)
ბარსა 2 - 3 შახტარი
ჯგუფური ეტაპი ასე დამთავრდა:
როგორც ვხედავთ ჯგუფში შახტარმა კვლავ სოლიდური ქულების რაოდენობა დააგროვა და ბარსელონასთან კი ნამდვილად დამაჯერებლად ითამაშა.
2009 წელს კი ბარსელონა და შახტარი შეხვდენენ ერთმანეთს უეფას სუპერ თასსზე სადაც ბარსელონას კიდევ ერთხელ გაუჭირდა და მინიმალური სხვაობით, 1-0 დაამარცხა შახტარი. არადა იმ წელს ბარსელონა საუკეთესო ფორმაში იყო.
სხვათაშორის ეს ის შახტარია, რომელიც ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გამოაგდო. შახტარმა კიდევ იმ საფეხბურთო წელს უეფა მოიგო
ბარსა 1 - 0 შახტარი
1978 წელს კი ბარსელონამ ორმატჩიან დაპირისპირებაში, თასების თასზე, 4-1 დაამარცხა შახტარი ( გასვლაზე ფრედ 1-1 ითამაშა).
ასე რომ ბარსელონა და შახტარი 2004 წლიდან შეხვდნენ სულ 5-ჯერ საიდანაც ბარსელონამ იმარჯვა 3-ჯერ, ხოლო შახტარმა 2-ჯერ. ბარსამ გაიტანა 8 გოლი ხოლო შახტარმა კი - 6.
შესაბამისად მგონი ყველანი მიხვდით თუ რატომ იძახდა გუარდიოლა შახტარი არ მინდაო
ასევე იმედია ცოტა სერიოზულად მოვეკიდებით შახტარს, იმიტომ რომ ბარსელონას ზენიტის წლებშიც კი კარგად გვაჭამა წაგებები... შახტარი ბარსელონასთვის არ არის სასურველი მეტოქე და იმედია ის აზრი რომ ბარსას ყველაზე სუსტი გუნდი შეხვდა ლიგაზე აღარ გაიჟღერებს ამ თემაში მაინც (ნუ სხვა თემების იმედი არ მაქვს, მათი წარსული საქციელებიდან გამომდინარე
)
P.S. იმედია მოგეწონებათ ჩემს მიერ გაკეთებული ბარსა- შახტარის მიმოხილვა
This post has been edited by Interimo on 21 Mar 2011, 11:44