გერმანელმა მესუთ იოზილმა უკვე შექმნა 100 საგოლე მომენტი მაშინ, როდესაც ხავის (66)და ინიესტას(47), კატალონიელებს, ორივეს ერთად აქვთ დაფიქსირებული ეს შედეგი.
• იოზილმა გააკეთა 10 საგოლე გადაცემა, რაც ორჯერ მეტია ვიდრე ხავის საგოლე გადაცემები (5) და სამჯერ მეტი ვიდრე ინიესტასი (3).
საიდუმლო კატალონიელების თამაშის სტილისა და ფილოსოფიისა დამოკიდებულია მის ნახევარმცველებზე, კერძოდ ხავისა და ინიესტაზე.
გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდელები ძიებაში იყვნენ ისეთი ფეხბურთელის, რომელიც შეძლებდა კონკურენცია გაეწია კატალონიურ ნახევარდაცვაზე და მათ იპოვეს იოზილი, იოზილი რომელიც ორ კატალონიელ ნახევარმცველს უდრის.
Castrol-ი აცხადებს, რომ იოზილი ქმნის უფრო მეტ და სახიფათ მომენტებს ვიდრე მათი კონკურენტები, ხავი და ინიესტა ერთად. სტატისტიკის თანახმად იოზილმა 100 საგოლე გადაცემა გააკეთა. ინიესტამ 47 მწვავე გადაცემა, ხავიმ კი 66 გადაცემით გაამწვავა სიტუაცია.
ეს ალბათ არ იყო ბევრისთვის გასაკვირი, "რეალის" ტაქტიკა მოთხოვს მოედნის ნახევარზე შეტევის იოზილით გააქტიურებას, "ბარსელონას" ტაქტიკა კი ითვალისწინებს გუნდურ თამაშს, რომლის მთავარი გმირებიც ხავი და ინიესტა არიან.
იოზილმა ერთხელ უკვე აღიარა, რომ სურს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღოს. ამ შედეგით შეიძლება ითქვას, რომ გერმანელი სწორი მიმართულებით მიდის. ხვალ "სპორტინგთან" მატჩში მესუთი მიიღბს მონაწილეობას და ძალიან საჭირო დროს დაეხმარება გუნდს.
არადა თავიდან როგორ არ მევასებოდა ეს ფეხბურთელი

სტატია ავიღე მადრიდისტა.გედან
http://madridista.ge/news/2819-bbbbbb-bbbb...bbbb-bbbbb.html This post has been edited by chioreli on 2 Apr 2011, 18:13