პინტომ ცალკე ივარჯიშა და ალბათ მოასწრებს ხვალ ჩადგომას (თუმცა ჯერ არაა ცნობილი)
გვარდიოლა-ფილოსოფოსმა ასეთი რაღაც თქვა ,,მემარცხენეების ფეხბურთი"

არისო ის რასაც ჩვენ ვთამაშობთო, ხოდა იმტვრიე ახლა თავი, თურმე ცენტრისტული და მემარჯვენე ფეხბურთიც არსებობს

საფეხბურთო ,,სტილები" შეეფარდება პოლიტიკურ იდეოლოგიებს? : D
გვარდიოლას რომ ეთქვა ჩვენ მემარვენეები ვართო, ამას მოყვებოდა გამოხმაურება, მემარცხენეებზე კი ,,დაიკარგა" ეს სიტყვები. რატომ, იმიტომ რომ მემარცხენეობა ,,კარგ ტონად" ითვლება დღეს, სულ მცირე მოდერნისტულად მაინც
ასეც კი ამბობენ, ,,მემარცხენეობაში კარგია ყველაფერი, მემარჯვენეობასი ცუდია ყველაფერი"
მაგრამ მაინც რას გულისხმობდა გვარდიოლა, ნამგალს და უროს?

Gauche divine-ს (მემარცენეობა კულტურაში, ,,ბიურგერული" ხასიათისა : D) თუ იმას რომ ,,მემარცხენეობა" ქვეყანაზედ სულ უფრო იკარგება? : D
ყოველშემთხვევაში მემარჯვენობას ბევრ რამეში ბრალი შეგვიძლია დავდოთ, მასში შეიძლება ,,მოვაქციოთ" ცენტრისტობა, რეფორმისტობა, ჰუმანისტობა, ლიბერალობა თუ კონსერვატორობაც კი. ავტორიტარიზმი თუ დემოკრატიით აღფრთოვანება
ეს უბრალოდ ,,კლიშეებია", და პოლიტიკის ამბავია, ფეხბურთთან დასაკავშირებლად კი შეიძლება ვთქვა რომ უკანასკნელ არჩევნებში უმრავლესობა ,,მემარჯვენეებისა" რეალისადმი გამოხატავდა სიმპათიებს, მემარცხენეებისა კი ბარსასადმი. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ბარსა მემარცხენეების გუნდია, ეს პოლიტ-სოციოლოგიის სფეროა, მათ იკვლიან რომელი კლუბი რომელია. გვარდიოლამ კი თქვა ,,სოლიდარობა და მემარცხენეობა", ეს სუფთად საფეხბურთოა: სეზარ ლუის მენოტიმ (რომელმაც ახლახანს დელიკატური ოპერაცია გადაიტანა) ,,მემარცხენეობა" ფეხბურთში განსაზღვრა როგორც კოლექტიური თამაში, ,,ასოციაციური ფეხბურთი" (futbol asociativo(?) - რომელიც არის ნაზავი ნიჭისა და ქმედების ,,სპექტაკლის დასადგამად". მემარჯვენების ფეხბურთი ფიზიკაზე ორიენტირებული, დაცვითი, ,,გალსტუკიანების ფეხბურთია : D,
ვალდანო და ანხელ კაპა მენოტის მოწაფეები არიან და შეადგენენ ,,წმინდა სამებას". ზოგჯერ ისინი ისე აჭარბებენ, რომ გამარჯვება ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება. არგენტინაში არიან მენოტი და ბილარდო, პირველი ,,ხელოვნება ხელოვნებისთვის, მეორე კი ,,პროპაგანდირებს" ომს იმისთვის რომ გამარჯვებებით დაჩრდილოს ჩადენილი დანაშაულებები (!) : D
ვალდანოს ფილოსოფოსს უწოდებენ ისეთივე ზიზღით, როგორც მაგალითად იბრაჰიმოვიჩი ცდილობს იგივე სიტყვის გვარდიოლაზე გამოყენებას. მაგრამ ვალდანო რჩება იდეალურ ტვინად რომელიც ფეხბურთზე ფიქრით არის დაკავებული. რა თქმა თუ საქმე არ ეხება რეალისთვის გასაწევი სამუშაოს გამო გაკეთებულ განცხადებებს. მხოლოდ მის მხრებზე იყო პერესის მიერ ,,მოგდებული" ,,ზიდანების და პავონების ფილოსოფია", რომელიც საბოლოოდ ცუდად დასრულდა.
გარდა ამ მემარცხენე-მემარჯვენეობისა, ბევრ კლუბს შორის მიდის დიალექტური ომი, არისტოკრატებისა და პლებეებისა. ,,დახვეწილი მაჯა არტისტისა" ვს ,,სქელი მაჯა მუშა-კაცისა", რომლებშიც შედიან სუპერვარსკვლავები, რომლებიც არიან ,,სარეკლამო სახეები" და ამავე დროს არასდროს ,,იხდიან სამუშაო კომბინეზონს"
დღეს ბარსას ,,პროლეტარული სტატუსი" აქვს გულშემატკივრებში. ასეთია მესიც, ის სწორედ რომ მარცხენა ფლანგზე (შახტართან) ისე იცავდა თავს, როგორც ერთი უბრალო ფეხბურთელი. მან ოფლი ღვარა და სხვებს ,,გოლები გადასდო". ზუსტად ეს ნიშნავს ,,მემარცხენეს ფეხბურთში" და მესი მემარცხენე რადიკალია.
ეს ყველაფერი ჩემი ბოდვა არაა : D ალბათ მიხვდით :უკვე : D
მწერალი და პუბლიცისტი : D Ramon Solsona, ლავანგუარდიადან
დღეს არაფერი ინფო არაა და აი რითი დაკავდა ხალხი, მაგრამ გეტყვით აფიგენსკია, ნეტავ ასე საინტერესოდ ბოდავდეს ვინმე სადმე საქართველოში : D (შევაკლო მცირედით : ( და აბსალუტნა თავისუფალი თარგმანია : D)
ნუ გაგვაკომუნისტებენ ოღონდ და მეტი არაფერი მინდა
ცოტაც და პარტიის ბილეთს მოითხოვენ ბარსას საგულშემატკივროდ
™აჰა, წაიკითხე შენ ანტიქრისტევ და აირჩიე გზა
This post has been edited by მძულს on 8 Apr 2011, 02:53