პირველ რიგში მოგესალმებით იუვეს ერთგულო გულშემატკივრებო, ერთგულო-მეთქი, აბა ამდენხნიანი დაუსრულებელი ფიასკოს შემდეგ გუნდის ერთგული რომ იქნები, სხვა რა მეთქმის. (მეც თქვენ შორის ვარ)
ნამეტნავად შეწუხებული ვარ ბატონო გუნდის ამ მდგომარეობით და გაგიზიარებთ ჩემს გულისტკივილს და წავალ ისევ. არ შეგაწუხებთ დიდხანს.
ტურამი - კავანოროს ტანდემის შემდეგ, რომელსაც თითქმის ვერცერთი ტოპ ფეხბურთელი ვერ ცდებოდა (გასცდებოდა და ბუფონი ტყუილად კი არ იდგა)
ისეთი დაცვის ცენტრი გვყავს ფლორო-ფლორესი სულ თავის ნებაზე რომ ათრევს.
ეს არ გვაკმარეს და მარჯვნივ მოტა მოიყვანეს და მარცხნივ ტრაორე. ბურთის მიღების შემდეგ რა ქნან რომ არ იციან და არ მიღების შემთხვევაში გოლი რომ გაგვდის.
ესაო და სამპდორია ლიგაზე გაიყვანა, იუვეს წარმოიდგინეთ როგორ ააყვავებსო დახარბდა იუვეს ხელმძღვანელობა და ეს სულით (მაპატიეთ ამ სიტყვასთვის) ლუზერი კაცი მოგვიყვანა.
სიმართლე რომ ვთქვათ 2011 წლის იანვრამდე კი არაფერი უჭირდა, ჩემპიონობის ამბიციაც კი გვქონდა მაგრამ მერე რაც ამ კაცმა და იუვენტუსის (გუნდის სახელთან შეუსაბამო) - შემადგენლობამ ისეთი რამე გააკეთა, ბლექპულის ფანი რომ ვიყო, მაინც ვერ მოვითმენდი.
ცოტა წინ წავიწიოთ, მელო და აკვილანი ჩემი აზრით ის ფეხბურთელები არ არიან რომელთა მოხსენიება ღვთის მიერ შერისხულ მოტასთან და ტრაორესთან (რომელმაც გუნდში მოსვლის შემდეგ გაიგო რომ აქ, 17 ნომრად ტრეზეგე თამაშობდა) შეიძლება.
მეტიც, ჩემი აზრით ამ ორი ფეხბურთელიდან ერთის გაყიდვაც კი დიდი სისულელე იქნება.
ნახევარდაცვაში არც თუ ისე "გრიგერად" გვაქვს საქმე, მარჯვენა ფლანგზე მშვენიერი ვინგერი გვყავს, ხოლო მარცხნივ კი ნამდვილად გვიჭირს.
თუ გავითვალისწინებთ ლონდონის არსენალის პოლიტიკას (აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და 30 წლის ფეხბურთელების გაყიდვა)
სრულიად რეალურია ანდრეი არშავინის ყიდვა, რომელიც (რატომღაც დარწმუნებული ვარ) ძალიან კარგად მოერგება სერია ა-ს.
ნამდვილად მაღალი კლასის ფეხბურთელია. ვიმედოვნენ ამ ზაფხულს ეცდებიან მაინც მის გადმობირებას.
ახლა კი თავდასხმა.
მატრი სულ რაღაც თვეებია თამაშობს და უკვე შემაყვარა თავი.
ტონი თუ საერთოდ რამეს გააკეთებდა არ მეგონა, ასე რომ ისიც მაოცებს თავისი მონდომებით.
კვალიარელამ ჩემი გული დეკემბრამდეც მოიგო მაგრამ იქნებ ვინმემ გამაგებინოთ

ეს არ არის
ფეხბურთელი და უმალავენ თუ ერთხელაც გაიღვიძა და ფეხბურთელობა მოუნდა?
ამნაირები რომ მოიყვანა ბატონმა ლუიჯიმ და ბატონმა ბეპემ, იმიტომ არის სერია ა-ს ოთხეულში შესვლის მხოლოდ თეორიული შანსი რომ გვაქვს.
ჩემი აზრით კი მთავარი პრობლემა ის არის რომ არც მწვრთნელმა, არც სპორტულმა დირექტორმა და არც ბევრმა იუვეს ფეხბურთელმა არ იცის რას ნიშნავს იყო იმ გუნდის ნაწილი.
გუნდის რომელმაც 29ჯერ მოიგო იტალიის სერია, 7ჯერ ითამაშა ლიგის ფინალი და ფეხბურთს "უამრავი" ლეგენდა აჩუქა.
დაცვა საშინლად ამაური გვყავს (კიელინის არ ვგულისხმობ ცხადია)
იუვენტუსი კი ყოველთვის ძლიერი დაცვის ხარჯზე აღწევდა წარმატებას.
დადის ხმები კლიშის გაყიდვასთან დაკავშირებით, მის ყიდვას თუ მოახერხებენ დაცვის მარცხენა ფლანგის პრობლემა სრულიად მოგვეხსნება.
მარჯვნივ კი ევერტონიდან Séamus Coleman-ის ყიდვა ნამდვილად დაგვხატავდა.
ახალგაზრდაა და ვფიქრობ გამოვგადგება.
ეს ყველაფერი კი რას მოვაყოლე, ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი.
იუვენტუსი ამ ნაძირლების ხელში, ღირსება შელახულს ჰგავს, შურისსაძიებლად რომ ემზადება.
იმედი მაქვს მომავალი სეზონი სწორედ ის სეზონი იქნება, ჩვენს უშუალო კონკურენტებს საფეხბურთო მოედანზე რომ დავუმტკიცებთ ვინ რას უნდა წარმოადგენდეს.
რადგანაც არანაირი სურვილი არ მაქვს ბატონი სანდრო კარიძის სიტყვები ჩვენს სიტუაციას მოერგოს და ოდესმე ჩვენზე ითქვას.
"საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული, ყოფილი კლუბი"
შევხედოთ რანი ვიყავით და რანი ვართ დღეს

--------------------------------------------------------------

ერთი ორი ფეხბურთელი კი მოვიშორეთ მაგრამ მაინც.
გვჭირდება ფეხბურთელები რომლებმაც იციან ჩემპიონობის ფასი.
გვიჭრდება მწვრთნელი, რომელმაც იცის გუნდს წარმატება როგორ მოუტანოს.
გვჭირდება სპორტული დირექტორი რომელიც გუნდს ჭაობიდან ამოსვლაში დაეხმარება.
ლუჩიანო მოჯი და მარჩელო ლიპი - გელით !!
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".