კარვალიოს გოლი არ მინახავს ხიხონის კარში

ვილას გოლი იმიტომ მიმაჩნია რომ ჩასათვლელი იყო, რო მაგ რამდენიმე სანტიმეტრიან თამაშგარეს არანაირი გავლენა არ მოუხდენია ეპიზოდზე, საერთოდ არანაირი. ანალოგიურად მიმაჩნია, რომ ვალენსიის გოლიც უნდა ჩათვლილიყო ბარსას კარში. თან მაგ შემტხვევებში თამაშგარის დაფიქსირება მსაჯების მხრიდანაც სუფთა ლატარიის საქმეა. ახლა შენ გგონია, რომ რომელიმე მსაჯს შეუძლია გაარჩიოს მსგავს მომენტში იყო თუ არა რეალურად თამაშგარე?
ანარქიას რაც შეეხება, არა მგონია ამან რაიმე ანარქია გამოიწვიოს, მითუმეტეს, რომ მე ვიდეო რეფერის მომხრე ვარ და მაგალითად ისევე რომ იყოს ეგ ვიდეო რეფერი,როგორც რაგბშია, ყველაფერი ბევრად უკეთ იქნება.
წარმოიდგინე, მაგ. ასეთი სიტუაცია:
------A---------------B--
CF-----------------D----E
A, B, D, და E არიან ერთი გუნდის მცველები, ხოლო
CF არის მეტოქე გუნდის ფორვარდი, რომელიც დაახლობით ხაზზე დგას მეტოქის მცველების გასწვრივ. ამ დროს ეს
CF იღებს პასს საკუთარი გუნდელისგან და იტანს გოლს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ პასის მომემნტში ფეხის წვერი 5 სმ-ით წინ ჰქონდა A მცველზე, რომელიც მის გასწვრივ, 20 მეტის დაშორებით დგას მისგან. და ამ თამაშგარის გამო უუქმებენ გოლს. და ახლა მეორე შემტხვევა წარმოიდგინე, რომ A მცველს აღმოაჩნდა ამ
CF-ზე წინ ფეხის წვერი 3 სმ-ით, რის შემდეგაც უთვლიან ამ
CF-ს გატანილ გოლს. სუფთა სისულელე და მარაზმი არაა ახლა I შემტხვევაში გოლის გაუქმება მაშინ, როცა II შემთხვევაში გოლი ითვლება? პრაქტიკულად არც
CF-ს და არც A-ს არ შეეძლოთ განესაზღვართ , 20 მეტრით დაშორებულებს ერთმანეთისგან, უშუალოდ პასის მომენტში რომელი იყო 3-5 სმ-ით წინ და რომელი უკან. ესაა სუფთა იღბალის საქმე. თუ გაგიმართებს მეტოქის ფეხი აღმოჩნდება შენსაზე რამდენიმე სმ-ით წინ, თუ არ გაგიმართლებს - შენი ფეხი აღმოჩნდება ცოტა უფრო წინ და დღეს-დღეობით ეს ორმაგი ლატარიაა, რადგან მარტო იმაში კი არ უნდა გაგიმართლოს, რომ შენი ფეხი მეტოქისაზე რამდენიმე სმ-ით წინ არ აღმოჩნდეს, არამედ იმაშიც, რომ შენგან 30-40 მ-ით დაშორებულმა მსაჯმა შენი სასარგებლო გადაწყვეტილება დააფიქსიროს.
თან მაგას თავი დაანებე, გოლზე ხომ არანაირი გავლენის მოხდენა არ შეეძლო ვ იმას, თუ A მცველს მეტოქის
CF ფორვარდზე პასის მომენტში 3 სმ-ით წინ ექნებოდა ფეხის წვერი თუ 5 სმ-ით უკან?
„მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოანე 14,6)