პატო-ნეიმარი-რობინიო-განსო
ოთხივე რო აწონო ერთი რუნი ან გამოვა ან არა
პრობლემა ის არის რომ სიმძლავრე აკლია გუნდს თავდასხმაში. ბარსასაც სიმძლავრე აკლია ოღონდ იქ ფეხბურთელები წლების განმავლობაში ერთი სისტემით იზრდებოდენ და თამაშობდნენ და შეთახმებული გუნდური მოქმედების ხარჯზე გადიან ფონს. ესენი კი პირველად იდგნენ მოედანზე ერთად.
როცა ბურთი თვითონ აქვთ არა უშავს რა (4 თითქმის 100% მომენტი ამაზე მეტყვლებს), მაგრამ როცა კარგავენ დაბრუნება უჭირთ. ვერნაირად ვერ იქნება სელესაოს პრესინგი ისე ორგანიზებული როგორც ბარსასი, ხოლო მოწინააღმდეგის ძალით დაჩაგვრის ხარჯზე ამათ ბურთის ართმევა არ შეუძლიათ. ამიტომ იყო რომ მატჩის პირველ ნახევარს არა უშავდა, მერე დაიღალნენ და დადგნენ მოედანზე. არ არის მოძრაობა მოედანზე (ანუ ვისაც ბურთი ქონდა მარტო ის მოძრაობდა მეორე ტაიმში) არ არის ჟოგადა. ხოდა გახდა 3 ივლისი ვენესუელის ეროვნული დღესასწაული.
გამოსავალი ორია, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მწვრთნელი მენეჟესი თუ ვინმე სხვა.
1. ის რასაც დუნგა აკეთებდა. გუნდის დამძიმება. ერთი გამოკვეთილი საყრდენი. მელო/ლეივა/სანდრო და მის გვერდით ორი დაცვაზე ორინეტირებული ნახევარმცველი. წინ კლასიკური 10 ნომერი განსო/კაკა ანუ რომბისებური განლაგება ნახევარდაცვაში. ისეთი სასიამოვნო სანახავი არ იქნება ეს გუნდი როგორც პირველ 15 წუთში მაგრამ სამაგიეროდ მეორე ტაიმის სირცვილსაც ვეღარ ვნახავთ.
2. ეს გზა უფრო მტკივნეულია და ფორმუზე მრავალი გინების აღვლენის საფუძველი გახდება

თუ მაინცდამაინც ჟოგა ბონიტა გვინდა ეს სისტემა უნდა შევინარჩუნოთ და ამ ოთხეულს მთელი სამი წლის განმავლობაში მივცეთ ერთად თამაშის საშუალება. სადღაც 10-15 თამაშის ჩატარების შემდეგ შეიძლება დაიწყონ სინქრონული მოქმედება.
სხვა ყველაფერი დანარჩენი მარსელო სანტოსის ნაცვლად და ჰალკი ნაკრებში ლირიკაა.
მათი არ ყოფნა არ ყოფილა გადამწყვეტი ამ თამაშში (თუმცა მე არ ვთვლი რომ არ უნდა იყვნენ), მაგრამ თუ სისტემა არ აეწყო (რაც დუნგამ მოახერხა, სხვა საქმეა რომ ბევრს არ მოსწონდა) მარსელო კი არა გარინჩა რომ აღსდგეს მკვდრეთით ის ვერ გვიშველის.