მე პირადად თამაშის ხარისხით ვენესუელასთან უკმაყოფილო ნამდვილად არა ვარ, რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი ეს რა ვნახეთქო, ჩემი აზრით ბიჭებს ცუდად ნამდვილად არ უთამაშიათ.
პირველ რიგში რაც თვალში მომხვდა ეს იყო მინდვრის საფარის მდგომარეობა, ნუ ამაზე კომენტარსაც არ გავაკეთებ ყველამ უყურეთ თამაშს და თქვენი თვალებით ხედავდით რა და როგორ იყო.... ასეთი შედეგის მთავარი გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზთაგანი უდავბოდ მინდორია, ელემენტარულად სელესაო ვერ იყენებდა სრულფასოვნად თავის ტექნიკურ არსენალს, რადგან საფარი არ აძლევდა ამის საშუალებას. ნუ რაზეა საერთოდ საუბარი, როცა სამი მეტრიდან დაგორებული ბურთი ფეხბურთელს მუხლზე მოხვდა...
თუმცა მე შორს ვარ რა თქმა უნდა იმ აზრისგან, რომ მხოლოდდამხოლოდ მინდორია არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიზეზი.
ეს თამაში მეკარის შესაფასებლად ნამდვილად არ ვარგოდა, საქმეც კი არ ჰქონია მას, მარა არა მგონია ჟულიოს შესაძლებლობებში ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს...
დაცვაზე შეიძლება ორი სიტყვის თქმა მიუხედავად იმისა, რომ დიდი გარჯა მათაც არ დასჭირვებიათ:
ტიაგოს რაც საქმე ჰქონდა ნორმალურად გაართვა თავი, რამდენჯერმე კი წაბორძიკდა, თუმცა ეს ისევდაისევ მინდვრის ბრალი უნდა იყოს წესით... ყვითელი არ აეკიდებინა კი შეეძლო ისე : )
ლუსიო ასეთ მატჩებში, რომელშიც მეტოქის მხირად რაღაც სწრაფ, მოძრავ შეტევებს, არა აქვს ადგილი ყოველთვის საკმაოდ კარგად გამოიყურება... სამწუხაროდ დარწმუნებული ვარ, რომ მეტოქის კლასის ამაღკლებასთან ერთად (თანდათან) კაპიტნის მიმართ კრიტიკა მოიმატებს...
დანიმ ნამდვილად კარგი მატჩი ჩაატარა, აქტიური იყო, როგორც ყოველთვის, რამდენჯერმე თანაგუნდელები ყელსაყრელ სიტუაციაში გაიყვანა.... თუმცა როგორც მივეჩვიეთ ალვეშის აქტიურობას ბრაზილიისთვის სარგებელი არ მოაქვს... მე სიამოვნებით გავაგრძელებდი ამ თემაზე საუბარს და შევეცდებოდი მაიკონის მარგიო ქმედების კოეფიციენტის უპირატესობა დამემტკიცებინა, ყვითლებს სხვა უფრო ყურადსაღები პრობლემები რომ არ აწუხებდეს...
მაგალითად მარცხენა ფლანგი და ანდრე სანტოსი....
ანდრე სანტოსი- მარსელო
დანი ალვეში-მაიკონი
მეორე შემთხვევაში თუ არჩევანს გამართლება აქვს, პირველ შემთხვევაში ალბათ ასეთი რამ არ არსებობს !
ადამიანს დაცვაში საქმე არ ჰქონია, შეტევაში თავს ვერ იჩენდა... რა უნდა ძირითადში ???
მე არაერთხელ მითქვამს, რომ მანო და ჟოზე ლატერალებს ერთი მეთოდით ათამაშებენ... არასდროსაა არც მადრიდში და არც სელესაოში (სამნწუხაროდ, რადგან სწორედ ლატერალების შეტევაში ჩართვაა ბრაზილიის ხიბლი) შემთხვევა, ორივე განაპირა მცველი შეტევაში ერთვოდეს....
ჟოზე აქცენტს მარსელოზე აკეთებს, შედეგი ძალიან კარგი, სარგებლიანი. სერხიო უფრო დაცვაზეა ორიენტირებული.
მანო მარჯვენა ფლანგს და ალვეშს იყენებს ჯიუტად, შედეგი ??? დიდი ვერაფერი 1 ანდრე კი დაცვაზეა ორიენტირებული....
მარსის ფუნქციებს დანი "კისრულობს" მარა არის კი ის მარსელოსავით სარგებლიანი ? რა თქმა უნდა არა.
მივადექით ვითომ საყრდენებს.... ლუკას ლეივა.... მე ამის ჩაშლილი შეტევა უჯარიმოდ არ მინახავს, მე ამის ნორმ,ალური, აზრიანი პასი არ დამინახია, მე ამის გათამაშებული კედელი არ მახსოვს.... მე ამის მოედნის ხედვას ვერ ვხედავ.... მამლის არ იყოს ამის სარგებელი მარტო ალბათ"ჩინჩვლაა" და გაუშვან კაცო სახლში.
რამირესი ცოტა ისეთი შემთხვევაა რა, ხან თამაშობს ხან ვერ თამაშობს... ზოგჯერ გააკეთებს თავისი გუნდისთვის, ზოგჯერ-სხვისისთვის.... საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ დღევანდელი ფორმაციის ნაკრებისათვის ის საჭიროა, თუმცა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის დონეს ისიც ვერ აკმაყოფილებს, ზოგადად რო ვისაუბროთ... საჭიროა ლუის გუსტავო გუნდში... და იმედი მაქ მომავალ თამაშში სანდროს ვნახავ ხვლიკთან ერთად ძირითადში....
ყველა დამეთანხმებით, რომ სწორედ ამ პოზიციაზეა კატასტროფა ბრაზილიის ნაკრებში, ჩვენ თოთოეულ თამაშში ვხედავთ მათ უძლურობას....
გამთამაშებლის პოზიციაც საკმაოდ საკამათოა.... მე ვშიშობდი და სამწუხაროდ პირველმა მატჩმა ეს დაგვანახა.. პაულო არაა სასურველ ფორმაში, ფაქტიურად ის უთამაშებელია, ფიზიკურადაც ვერაა თავის სიმაღლეზე... შემოდგომაზე დაიმტვრა, მერე გაზაფხულკზე დაბრუნდა ცოტა ხნით და ისევ დაიმტვრა... ითამაშა კოპას ფინალი და ამის მერე მას ჩააცვეს 10 ნიომრიანი მაისური... მიდკი და "გაუძეხი" სელესაოს როგორია ?
ეს ცალსახად სარისკო გადაწყვეტილება იყო , სავსებით მოსალოდნელად მან ვერ მოასწრო ფორმის აღდგენა და რა ქნას ???
და ვინაა შემცვლელი ? ელანო... რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ თუმცა მისი თამაში ბოლო 2 თვეა მხოლოდ კრიტიკას თუ იმსახურებს... აშკარად ეტყობოდა სანტოსის თითოეულ თამშს, რომ მას ელანო აკლდა... ზუსტად ! ის თამაშონბდა მარა აკლდა ! ვერ აკეთებდა იმას, რასაც მიგვაჩვია, ბოლო დროს მურისიმ მისი შე3ცვლებიც დაიწყო.... და რამდენად შეძლებს ის შეტევის ლიდერობას ???
ჟადსონის შესაძლო საჭიროებაზე გაფიქრებაც კი არ მინდა, ეს იქნება მეორედ მოსვლის ტოლფასი....
არის კიდევ ლუკასი, რომელსაც შეუძლია ნახევარდაცვის ცენტრში თამაში, მარა ალბათ დამეთანხმებით, რომ ის ფლანგზე გაცილებით სარგებლიანი და სახიოფათოა ვიდრე ცენტრში, თან გამოუცდელობა და ასაკი უსლის რაღაც-რაღაცებში ხელს... ისე ეს ბიჭი ყველას გვაოცებს თავისი თამაშით ამ ასაკში და მეეჭვება მარა შესაძლოა იმდენი ქნას ძირითადსაც გამოჰკრას ხელი....
ფლანგზე მარცხნიც ნეიმარი რომ უნდა იყო ამაზე საუბარიც არ ღირს ალბათ, მე მომეწონა რობინო პირველ თამაშში და მართალი გითხრათ ფრედით რატო შეცვალა ჩემთვის გაუგებარია.... თუ რობი ვერ ითამაშებს, თამამად შეუძXლია ფლანგზე ლუკასი დააყენოს, მოედნის ცენტრში ცოტა მეტი პასუხისმგებლობა და კლასია საჭირო ფლანგისთვის კი ვფიქრობ, რომ ის შეძლებს თავი გაართვას დაკისრებულ მოვალეობებს... პატოზეცალბათ არ ღირს საუბარი...
მივუბრუნდეთ ისევ გამთამაშებელს და დავინახავთ, აი თურნე რატომ ყოფილა საჭირო აწ უკვე ნორმალურ ფორმაში მყოფი, უმაღლესი კლასის, საშუალო ასაკის, მომწიფებული, დაბრძენებული კაკა თავისი უდიდესი გამოცდილებით.....
შეტევის ხაზში სულ ბავშვები არიან, მათ უნდათ ლიდერი ! გამოცდილი ! ასეთი კაკაა და რავიცი შეიძლება გაიზიაროთ ან არ გაიზიაროთ ჩემი ეს მოსაზრება, - კაკას გარეშე ბრაზილიის ნაკრებს, ბრაზილიის შეტევით ხაზს ძალიან გაუჭირდება და წარმატების მიღწევა გმირობის ტოლფასი იქნება....
დღევანდელ შემადგენლობაში, შეტევით ხაზს ვგულისხმობ, ზოგს კლასი, ზოგს დაგროვილი გამოცდილება, ზოგს, ასაკი, ზოგს ლიდერის ფუნქციების არ ქონა არ აძლებს შესაძლებლობას ეს რთული მისია შეასრულოს....

ძაან მეწყინა კონკას წასვლა.... Gracais Hermano
This post has been edited by geo-brasil on 5 Jul 2011, 12:14