ცოტა არ გაგვიმართლა პირველ გოლზე ჩარლი შეცდა მაგრათ თანაც ორჯერ.
ჯერ წინ მოიგერია ბურთი, მერე კი მიუხედავად იმისა რომ მცველიც იბრძოდა გამოვარდა და მუშტი აძგერა ურუგვაელს მკერდში.
მოკლედ ყველაფერი გააკეთა რომ პენალი დაედოთ

არადა მართლა ნიჭიერი მეკარე ჩანს და იმედია ესეთ შეცდომებს გამოასწორებს დრო ძალიან ბევრი აქვს

+ ორი ძელი 1:0-ზე.
მაგრამ მიუხედავათ ამისა ურუგვაიმ მაინც დამსახურებლად გაიმარჯვა და ძალიან კარგი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.
ბრაზილია კი გამოჩნდა რომ ერთი კაცის გუნდია და ეს კაცი არის ადრიანი და არა სამწუხაროდ ლუკას პიაზონი. არ იყო ადრიანი არ იყო შოუ.
არ ვიცი რა მოეწონათ ინგლისში მასში მაგრამ სახელი რომ უფრო დიდი აქვს ვიდრე ნიჭი და შესაძლებლობა ფაქტია.
ისე უნდა ვაღიაროთ რომ არ იყო ეს საჩემპიონო გუნდი და დავწერე კიდევაც პირველივე სეროზული მეტოქე დაამარცხებს მეთქი და ეჭვი გამოვთქვი რომ ფინალამდე ვერ მივიდოდნენ.
ცალკე თემაა კიდე ეს საზიზღარი ხელოვნური საფარი გვადალახარას სტადონზე. ჯერ ხელოვნურზე თამაში რა არის, მერე მექსიკურ სიცხეში შუადღის პაპანაქება მზეში.
ეხლა არ თქვათ ბრაზილელები არიან და არ უნდა დაცხეთო, ეგეთ პირობებში სამშობლოში არ თამაშობენ.
პირველი ათი წუთის მერე ძლივს დაბობღავდნენ მოედანზე.
ურუგვაელები უფრო ჯანიანი ბიჭები იყვნენ და შედარებით უკეთ გაუძლეს თორემ არც ისინი იყვნენ კარგ დღეში.
როცა მოედანზე ძლივს დადიხარ იქ რა ტექნიკა უნდა გამოავლინო აჩქარებას ვერ აკეთებ და ადგილზე ფინტით ურუგველს ვერ გააკვირვებ.
შედეგიც შესაბამისი აქვს ამ მუნდიალს.
ფინალში გავიდა ფიზიკურად ყველაზე კარგად მომზადებული გუნდი ურუგვაი და მასპინძელი მექსიკა.