გაგიკვირდებათ და ჯგუფიდან უპრობლემოდ გავდივართ

ეკვადორთან ფრეც საკმარისია
რადგან პირველ ჯგუფში მესამე ადგილოსანი (კოსტა-რიკა) 3 ქულას აგროვებს.
უკეთეს შემთხვევაში ბალანსით 0.
ჩვენც ნული გვაქვს ბალანსი და რა თქმა უნდა ისევ შენარჩუნდება თუ კიდე ერთი მორიგი უსახური ფრე ვითამაშეთ.
არსებობს კიდე სხვა სცენარები მაგრამ ეს უკვე გაქანებული ფანტასტიკის სფეროა.
არგენტინა სახლში ჯგუფში არ დარჩება და მით უმეტეს უსუსტესი კოსტა-რიკა ამას ვერ შეძლებს.
თორე თუნდაც უკვე პერუს ან იგივე ეკვადორს რომ ეთამაშებოდნენ კიდე მოსალოდნელია პირველი ორი უსახური თამაშის შემხედვარე.
სიტუაცია ისეთი ხელსაყრელია უკეთესს ვერც ინატრებს კაცი.
ეკვადორს მხოლოდ მოგება აძლევს ხელს და იძულებულია შეგვიტიოს.
ანუ უნდა გახსნას თამაში და თუ გახსნილ თამაშშიც ჩაიკუკა მენეზესის ნაკრებმა ეს იქნება ყველაზე ეპიკური ჩაკუკვა 2001 წლის მერე.
თუ ეკვადორთან მინიმუმ 3 ბურთის სხვაობით მოგება არ დაიდო ეს ნაკრები უკვე თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს იმპოტენტად.
ბევრი მეტყვის ეხლაც იმპოტნეტიაო, მაგრამ ჯერჯერობით გამოჩნდა რომ როცა გუნდი თამაშს კეტავს მაშინ არავინ არ იცის რა უნდა გააკეთოს.
გახსნილად არცერთ გუნდს არ უთამაშია მაგრამ უწევთ მომდევნო შეხვედრაში.
ვნახოთ იქნებ ეხლა მაინც გამოდგნენ.
რადგან დარწმუნებული ვარ მენეზესი არაფერი ძირეულის შეცვლას არ აპირებს ესეთი შემადგენლობა იქნებ მაინც დადოს
-----------------ჟულიო სეზარი------------
მაიკონი------დავიდ ლუისი-------ტიაგო სილვა--------ადრიანო კორეა
------------------ლუკასი----------------------------------
-----------------------------------------რამირესი
----------------------განსო------------------------------
-----რობინიო-----------------------------------
---------------------------------------------ნილმარი-----
-----------------------პატო------------------------------
ანუ ისევ პირველი მატჩის შემადგენლობა ჯობია ოღონდ სხვა ფლანგებით
მოედნის ცენტრის მოგება არ გვჭირდება
გვინდა სწრაფი კონტრშეტევები და გუნდს შეუძლია გარკვეულ ეპიზოდებში თავის საჯარიმოსთან დაიხიოს და იქ დახვდეს ეკვადორელებს
მცველები გრძელი პასებით აგდებენ ბურთს თავისუფალ ზონებში სადაც წესით სისწრაფეში უნდა გვქონდეს უპირატესობა
რობინიოს მაგივრად შეიძლება ლუკას მაურა
არავიტარი ჟადსონები, ფრედები და ელანოები
თუ მუნდიალისთვის ვემზადებით მაშინ მისცეს ახალგაზრდა ბიჭებს თამაშის საშუალება
და თუ მხოლოდ კოპაზე წარმატებაა თვითმიზანი მაშინ არც კაკა უნდა იჯდეს სახლში და არც რონალდინიო