chioreli
მადლობა კომპლიმენტისთვის მაგრამ არ არის ესე

19 წლის რომ იყო რივალდო ნაკრებში საერთოდ არ იძახებდნენ, დებიუტი მხოლოდ 1994 წელს ქონდა ისაც რამდენიმე წუთით
1996 წელს 26 წლის ათამაშეს მნიშვნელოვანი თამაში და მერე 2 წელი მთელი ბრაზილია მაგას აგინებდა
რონალდინიო ნეიმარის ასაკის რომ იყო და მაშინ მისი არსებობა ან ბრაზილიის ფანებმა იცოდნენ მარტო, ან მართლა ფეხბურთში ძალიან ღრმად ჩახედულმა ადამიანებმა
უმეტესობას 1000 გზის უფრო დიდ კლუნად მიაჩნდა ვიდრე დღეს ნაიმარი და დენილსონობას უწინასწარმეტყველებდნენ (ანუ დიდ ჩავარდნას)
ერთადერთი რონალდო იყო გამონაკლისი, იმიტომ რომ ფენომენია
თუმცა ნეიმარის ასაკში ჯერ არაფერი ქონდა მოგებული
ნეიმარმა სანტოსს 40 წლიანი შესვენების მერე ლიბერტადორესის თასი დაუბრუნა და ეს დიდი პლუსია
მოკლედ ამათზე ცუდად ნამდვილად არ იწყებს და აი მიაღწევს თუ არა მათ დონეს ეგ უკვე ძნელი სათქმელია
მონაცემები ნამდვილად აქვს
მთლად ფენომენის არა მაგრამ რონალდინიოზე და რივალდოზე არანაკლები
ეხლა მისი რეალიზაცია და განვითარებაა საჭირო
აი ნილმარი კი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაფასებული ფეხბურთელია მე თუ მკითხავ როგორც სანაკრებო ისე საკლუბო დონეზე
რატომღაც გრანდში არ/ვერ გადადის და ნაკრებშიც ძალიან ცოტა დროს აძლევენ
არადა ყველაფერი აქვს ექსტრა კლასის თავდასხმელია
ნებისმიერმა გუნდმა რო უნდა ინატროს ისეთი