1) არგენტინა 1-0 ბრაზილია
2) საფრანგეთი 1-0 ბრაზილია
3) ბრაზილია 0-0 ჰოლანდია
მანოს ეროვნული ნაკრების სათავეში ყოფნისას ჯერჯერობით გრანდებიდან მხოლოდ ზემოდხსენებულ ნაკრებებთან მოუწია თამაში და...
3 თამაში 0 გოლი ! ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ჩაატარა 3 თამაში და გოლი ვერ გაიტანა !!!
სელესაოს რომ პრობლემები აქ ეს ნათელია ! მაგრამ რეალურად თუ ვიმსჯელებთ და დავკონკრეტდებით ვდგავართ ორი პრობლემის წინაშე
1) ნაკრების პრობლემა მანო მენეზესია
2) ნაკრების პრობლემა ფეხბურთელ;ებია
და არსებობს კიდევ ერთი, ოღონდ ეს არა პესიმისტური არამედ ოპტიმისტურია, რომლითაც მე საფრანგეთთან თამაშამდე ვამართლებდი კიდეც მანოს...
3) გუნდში პრობლემები არაა, ეს უბრალოდ ექსპერიმენტალური შემადგენლობაა, კოპაზე ყველაფერი კარგად იქნება
http://www.youtube.com/watch?v=Bil82C6ufrw ესეც
http://www.youtube.com/watch?v=dx8LJQKWm64
თქვენის ნებართვით დავიწყებ 2_ე პუნქტიდან... თუმცა... საიდანაც უნდა დავიწყოთ მაინც პირველამდე მივდივართ ... გინდა იქედან დაიწყე გინდა აქედან აზრი არა აქვს...
კაი ბატონო ვთქვათ ნაკრების პრობლემა ფეხბურთელებშია... მაგრამ ფეხბურთელებს ვინ იძახებს ? შემადგენლობას ვინ არჩევს ? ტაქტიკას ვინ არჩევს ? ვინ გვიშრობს სისხლს ?
მხოლოდ ფეხბურთელებში იქნებოდა პრობლემა მაშინ, თუ მანო ასე ვთქვათ "სასტავს" გამოიძახებდა ისინი კი ვერ ითამაშებდნენ, მარა აქაც რაღაც ნონსენსთან მივდივართ... სად გაგიგიათ ან სსად გინახიათ ბრაზილიამ გამოიძახა საუკეთესო ფეხბურთელები, ბიჭებმა კი მწვრთნელის ზუსტი დავალებები ვერ შეასრულეს, იმ დონემდე ვერ შეასრულეს, რომ 3 თამაშში 1 გოლიც კი ვერ გაიტანეს, 3 თამაშში ლამაზადაც კი ვერ ითამაშეს... ხომ წარმოუდგენელია ???
დღეს არის რა თქმა უნდა პრობლემა ფეხბურთელებში, თუმცა ეს მათი ბრალი ნამდვილად არ არის, მათ იძახებენ, ისინი თამაშობენ, თამაშობენ როგორც შDეუძლიათ, მარა ხო ვხედავთ რაც შეუძლიათ ?
ნუთუ ვერ ხედავს მენეზესი ამას ? ნუთუ ვერ ხედავს რომ ლუსიო დაბერდა და რობენი კი არა მე დავჯაბნი სისწრაფეში ? ნუთუ ვერ ხედავს, რომ ლეივა არაა ამ ქვეყნად ? ნუთუ ვერ დაინახა რამდენჯერ დაკარგა ბურთი ?
რაც შეეხება სანტოსელებს... მე არც კი ვიცი რა ვთქვა... ელანო ... მე ძაან დიდ პატივს ვცემ ამ ფეხბურთელს, თუმცა... ლიბერტადორესზე ბოლო თამაშების შემყურე მეც კი მივხვდი, რომ გადაღლილია, 3 დღერ გამოუვიდა ხო სეროდან ჰოლანდიამდე ? რა ძალა ადგა საინტერესოა ? ახლა კიდე ფინალი აქ სათამაშო, რას ერჩის ვერ გავიგე... ნეიმარს რაღას ერჩის ? უნდა დაღალოს და კოპაზე გამოფიტული გაუშვას ალბათ... სულ ფეხზე კიდია მანოს ეტყობა სანტოსი ლიბერტადორესზეა თუ მარსზე.. როგორია ერთი ამ დაღლილ ბავშვს ბურთის წასართმევად რო დასდევს ყასაბი დე იონგი, რომლისთვვისაც სულერთია სად მოარტყამს მეტოქეს "პადკატის" მერე ფეხს, კოჭში თუ კეფაზე, მთავარია შეტევა ჩაშალოს.
არ შეიძლებოდა ერნანესის გამოძახება ? ვერ ითამაშებდა მინიმუმ გადაღლილი ელანოსავით ?
ანდრე სანტოსი... დაცვაში ითამაშა კარგად ! და რაში გამოიხატება ახლა ეგ "კარგად თამაში" ? ჰქონდა კი რაიმე განსაკუთრებული საქმე ? უტევდა კი ჰოლანდია ? გადაარჩინა ნაკრები ? ჩემი აზრით სანტოსის დაცვაში "კარგი თამაში" პირდაპირ კავშირშია ჰოლანდიის ცუდ თამაშთან შეტევაში, და ანდრე ამის მიზეზი ნამდვილად არ არის !!!
ახლა რა გააკეთა შეტევაში ? ბრაზილიის ნაკრების მარცხენა მცველმა რა გააკეთა შეტევაში ? არც არაფერი, ვერც ვერაფერი... მანოც დიდან არ ავალებდა შეტევას მარა როცა წავიდა რა ქნა ? (კიდევ ერთი მინუსი მენეზესს, მარცხენა ლატერალი დაცვაზეა მხოლოდდამხოლოდ ორიენტირებული, თუ ეს ასეა რა თქმა უნდა)
მე ახლა რაც დავწერე ეს რა თქმა უნდა მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია, ალბათ ვიღაც დამეთანხმება, ვიღაც არ დამეთანხმება...
ვფიქრობ თუ რატო არ იზახებს მანო მარსელოს (იგივე შეიძლება ვთქვათ კაკაზე, რენატო აუგუსტოზე და ა.შ, მარა ამ შემტხვევაში მარსელოზე დავკონკრეტდები)... მენეზესი დანი ალვეშს იყენებს ისე, როგორც ჟოზე იყენებს მარსელოს... დააკვირდით, მადრიდის შეტევების 80% მარცხენა ფლანგიდანაა, ბრაზილიის შეტევების 80% კი მარჯვნიდან... ტაქტიკის გამო მანო ამბობს სუპერ ფეხბურთელზე უარს ! სუპერ ფეხბვურთელზე ! თქვენ თვითონმ განსაჯეთ რა სარგებელი მოუტანა გუნდს ალვეშმა და რა სარგებელი მოუტანა მადრიდს მარსელომ გადამწყვეტ თამაშებში ?
რეალმა ბარსელონას 4 შეხვედრაში 3 გოლი გაუტანა.. 1) მარსელომ თერთმატმეტრიანი აიკიდა 2) მარსელომ დიმარიასთან ულამაზესი კედელი გაითამაშა და... 3) მარსელომ გოლი გაიტანა.
არა, მე იმას არ ვამბობ, რომ ალვეში ვერ თამაშობს, არა ! ის ძალიან კარგად თამაშობს, ძალიან ! მაგრამ არაფრის მომცემი ტაქტიკისთვის (როგორც ვხედავთ, მართლაც არაფრისმომცემია) მგონი სსსულელეა მარსელოს ნაირ ფეხბურთელზე უარის თქმა.
ბრაზილიის ნაკრების ხელმძღვანელობას :
http://www.youtube.com/watch?v=nEzlPqs-gewგვენატრები დუნგა
* * *
23-00 საათზე ფლამენგო-კორინთიანსი იწყება... მეშინია
This post has been edited by geo-brasil on 5 Jun 2011, 22:24