ამაზე იყო სტატია ადრე, გვარდიოლას თამაშის ,,პარადიგმა" არის ნაკლები პასი საჯარიმოში და მეტი პასი საჯარიმომდე, ოღონდ უკან არა (ბარსა ძალიან ცოტას ათამაშებს ბურთს საკუთარ ნახევარზე, ეს ერთი (სტატისტიკური ფაქტი, მოიძიეთ ბარსას თამაშები, ყოველთვის ვდებდი სტატისტიკას სადაც ნაჩვენები იყო რომ ბარსა მეტოქის ნახევარზე ბურთის ფლობის 60/70%-ს ატარებს. და მეორე, რაც შეეხება ,,უკან გაკეთებულ პასს", წინა თემაში ჩვენ გვითხრეს პასების დადებულ გრაფიკაზე რომ ,,ეს რა არის, რას გავსო". არადა იმ 237 პასიდან არცერთი არ იყო გაკეთებული უკან, ისინი იყო გაკეთებულ ,,ერთ დონეზე" ანუ გვერდით. გარდა იმ 237 პასისა ბარსამ იმ თამაშში კიდევ 500 გააკეთა, ზუსტი მონაცემი არ მაქვს ახლა უცებ გუნდური, ამ 500 პასისა, მაგრამ ვნახოთ ცოტა სხვა მონაცემი რომელიც არსებითად იგივეა (რასაც გვედავებიან)
ესპანეთში ითვლიან ,,სენტროს ალ არეა" - ეს ნიშნავს პასებს, რომელიც კეთდება მოედნის ნებისმიერი მონაკვეთიდან შიგნით საჯარიმო მოედანში, ანუ ეს არის ის პასები რომელიც უფრო ,,გარისკვაზეა", როცა პასებით ბომბავ ყველაზე ძნელ ადგილებს (საჯარიმოში ხომ ყველაზე ძნელია), ამას ქვია ,,უფრო ,,პირდაპირი თამაში", ის რასაც რეალი ყოველთვის თამაშობდა, უფრო ცდილობენ ბურთები მალე მიიტანენ საჯარიმოში, ეს ყველასთვის ცნობილია
ბარსა თამაშობს სხვა სტილს, რომელიც საჯარიმომდეა უფრო განსაზღვრული, მაგრამ არანაკლებ რთულ პოზიციებს, ესაა საჯარიმოს მისადგომებში ,,პასაობა", სწორედ საჯარიმოს მისადგემებიდან არანაკლები ხიფათი იქმნება ვიდრე საკუთარი ნახევრიდან მეტოქის საჯარიმოში ,,პასის ჩაგდებაზე", ან მოედნის ცენტრიდან პირდაპირ საჯარიმოში გაკეთებული გადაცემა (რომლისგანაც ბევრი ,,იჭრება") აქ არაფერი საკამათო არაა, ამას გვეუბნება თვითონ უზერი რომელიც გვეკამათება, რომ რეალი მეტს რისკავს პასში (თავისთავად მეტს უჭრიან, ვინაიდან საჯარიმოში 50%-იანი სიზუსტეც არ იქნება პასების)
ხოდა რას ვამბობდი, აი სტატისტიკა
http://www.lasextadeportes.com/futbol/equi.../13/real/madridმაშ, რეალი საშუალოდ აკეთებს 34 პასს საჯარიმოში (მოედნის სხვადასხვა მონაკვეთებიდან, ფლანგიდან, ცენტრიდან, კროსები, არა-კროსები და ა.შ.)
ბარსა აკეთებს მხოლოდ 21.5-ს
თვალსაჩინოა სხვაობა (სტატისტიკა ადასტურებს იმ მსეჯლობას რასაც ზევით ვწერდი)
მაგრამ, ახლა რა დასკვნას გვიდებენ ჩვენ? იმას რომ რეალის თამაში კარგია, ბარსას თამაში კი ცუდია
ელემენტარული ლოგიკა
ვინ არის ყველაზე ,,საჯარიმოისტი" გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში და ვინ არის ყველაზე ,,არასაჯარიმოისტი?
ყველაზე მეტ პასს, საჯარიმო მოედანში აკეთებენ
1. ოსასუნა 35.0
2. რეალი 34.0
3. სოსიედადი 31.0
როგორც ვხედავთ, თუ რეალის ის სტილი (,,ლიხაჩი" პასები დავარქვათ) არის ნამდვილი ფეხბურთი, გამოდის რომ ოსასუნა ყველაზე კარგ ფეხბურთს თამაშობს (მეტი აქვს საშუალო მანჩვენებელი, თან ლამის ორჯერ ნაკლები პასი აქვს საერთოდ გაკეთებული. ანუ ოსასუნა ბურთს როგორც კი ჩაიგდებს, მაშინვე ცდილობს ყველა პოზიციიდან ბურთი საჯარიმოში ჩააგდოს, ითამაშოს ,,გამართლებაზე", ესაა ჩვეული ტაქტიკა სუსტი გუნდებისა, ან სტილი ძლიერი გუნდებისა (მაგალითად ინგლისში ბევრი გუნდისა)
ყველაზე ცოტა პასს ვინ აკეთებს საჯარიმოში?
1. ვილაირეალი 17.0
2. ბარსა 21.5
3. სარაგოსა 20.0
ანუ ვილიარეალი (რომელიც ,,პატარა-ბარსაა" ამას ნებისმიერი ,,სპეციალისტი" გეტყვის ესპანეთში, უფრო მეტად გავს ბარსას ვიდრე არსენალი) გამოდის ბარსასთან ერთად ანტი-ფეხბურთი, თუმცა ნებისმიერმა ბრმამაც კი იცის, რომ ვილიარელი თამაშობს ბარსასთან და არსენალთან ერთად ყველაზე ,,თვალსასეირო" ფეხბურთს
დასკვნა: ის რომ პასებს არ აკეთებს საჯარიმოში მაშინათვე როგორც კი ბურთს მოიგდებს, არ ნიშნავს რომ მწვავე ფეხბურთს არ თამაშობ, მონაცემიდან სწორი დასკვნა უნდა გააკეთო და არა სპეკულაცია
ასევე, ის რომ ცოტა პასი გააკეთო საჯარიმოში, არ ნიშნავს იმას რომ ანტი-ფეხბურთს თამაშობ, თქვენ კი სწორედ ასეთი მარტივი და სულელური დასკვნების ,,დადება" გინდათ
ახლა მეორე საკითხი, უკან პასი
მე აქ უამრავჯერ დამიდია ლიგის სტატისტიკა, სადაც ლიგის 10 კაცში 7-8 კაცი ბარსადანაა, ვინც წინ პასებს აკეთებს (ხავი, ინიესტა, მესი და ა.შ.)
ხავის, მახსოვს (ახლა მეზარება ისევ ფაქტების დადება და სიზუსტე, თუ უნდა დავდებ სქრინებს) მახსოვს 550-მდე წინ პასი ქონდა, დაახლოებით 2 000-დან
სხვა ფეხბურთელებს რომ შეადარო, ძალიან ცოტა იქნება ვისაც მეტი ექნება თავისი პასების ,,წინ გაკეთებული", რა თქმა უნა არიან ფეხბურთელები (მაგალით გრიზმანი, სოსიედადიდან) რომელიც ლამის ყოველ მეორე პასს წინ და საჯარიმოში აკეთებს, და ეს ნიშნავს რომ გრიზმანი უკეთესია ვიდრე ხავი? ან თუნდაც ეს მონაცემი ნიშნავს რომ ხავი უკეთესია გრიზმანზე? უაზრობაა ამით ამის თქმა და მხოლოდ ამას ვამბობ
მარტო იმიტომ რომ ვიღაც ფორუმელს უნდა, ხავი არ გააკეთებს უაზრო პასს ,,არსაით", არამედ ფიქრობს და მისცემს იმას, ვისაც ის მიუვა
პასი უნდა გააკეთო ისე, რომ ის სხვას მიუვიდეს, თორემ გამოდის რომ თვალდახუჭულმა თუ წინ ისროლე ბურტი, მაგარი ფეხბურთელი ხარ
გარდა ამისა აქ დადებულა არაერთი ,,ნახატი" ხავის პასებისა (მაგალითად მსოფლიოზე) სადაც ხავის 150-ვე (დ აა.შ.) პასი იყო ხოლმე, იქ არის ისრები, რანაირად აკეთებს უკან, როცა მოცემულია ნახატი ისრებით როცა პასები წინ კეთდება? არ გახსოვთ ეგ სურათები და მე მართლა წავალ ახლა რომ დროს ვკარგავ ამ სისულეელბზე, ეძებე ახლა ოდესღაც დადებული იმისთვის რომ მაინც ვერაფერი დაუმტკიცო ადამიანს : D
ან, რამდენჯერმე დამიდია ,,პასები გაკეთებული მეტოქის საჯარიმოში, მეკარის ბაქანზე და ა.შ. ამას არ უნდა ფაქტი, უბრალოდ ტვინის განზრევა უნდა, ელემენტარული რამე უნდა, რომ ხავის ნაირი მეპასე ყველაზე უკეთესია პასის გაკეთებაში სადაც არ უნდა იყოს, ჩვენ კი გვიმტკიცებენ, რომ თურმე ხავის ინიესტა და მესია არ შეუძლიათ წინ პასების გაკეთება, ვერ აკეთებენ ამას, უფრო ცუდად აკეთებენ ვიდრე არ ვიცი, ვინც გინდა
ალონსო თავისი პასების წილიდან უფრო მეტს აკეთებს საჯარიმოში, ვიდრე ხავი - ხომ ამბობდით, ეგრეა
გირჩევნია და გირჩევნოდეს, მაგრამ როცა ამბობ რომ ხავი ანტიფეხბურთელია იმიტომ რომ არ უნდა იმდენი არაზუსტი პასის გაკეთება რამდენსაც ალონსო და სხვები აკეთებენ, ამიტომ არის ანტი-ფეხბურთელი? ანუ გამოდის არაზუსტი პასი უკეთესია ვიდრე ზუსტი, ამას გვიმკტიცებენ
ალონსო ხავიზე უკეთესი იქნება მაშინ, როცა ის საჯარიმოში უფრო ზუსტ %-ს აჩვენებს პასებისა, ეს კი არ ხდება ასე (გარდიანში იდო ამის სტატისტიკა მსოფლიოზე), ,,დატა ბლოგ"-ის განყოფილებაში
თორემ ასე ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია საჯარიმოში ბურთები გაუშვას (გრიზმანია საუკეთესო ამაში, შემდეგაც სოსიედადის ოსასუნას და ასე ,,წვრილი" ფეხბურთელები) და ეს ნიშნავს რომ ის ხავიზე უკეთესი მეპასეა?
შედეგშია საქმე, ალონსომ კი მეტი პასი გაუშვა საჯარიმოში, მაგრამ ხავიმ მეტი პასი გააკეთა ისეთი, რომელიც საჯარიმოში მიირო თანაგუნდელმა, დაარტყა, ან გოლი გაიტანა. აი ესაა, შედეგია (სტატისტიკით არ დატვირთავთ), ხავიმ უფრო ნაკლები პასიდან, მეტი ისეთი პასი გააკეთა, რომელსაც გოლი ან თანაგუნდელის დარტყმა მოყვა საჯარიმოს შიგნით, აი ამას ვწერდი გარდიანზე, აი ესაა უკეთესობის მაჩვენებელი და არა ისა ვინ უფრო მეტს გადააგდებს ბურთს წინ, ვინ უფრო ზუსტად გადააგდებს ბურთს წინ არის მთავარი
სპეკულაციურად (ვინც მეკამათება იმათ ფანტაზიების წაბაძვით) მე სრულიად არგუმენტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ ხავიმ თუ მოინდომა, ის გააკეთებს 500-ჯე მეტ პასს წინ და ყოველთვის გააკეთებს იმ 500-ჯერ მეტ პასს წინ უფრო ზუსტად, ვიდრე ნებისმიერი რეალიდან. ესაა ფანტაზისტობა დაყრდნობით რეალურ მონაცემებზე. ალონსომ რომ აკეთოს პასები ზუსტად ხავის სტილში, ის უფრო მეტ პასს გააცუდებს (ესაა რეალური ფაქტი, ნებისმიერი თამაშიდან). ალონსო მეტ პასს გააფუჭებს უკან, გვერდით, წინ, დიაგონალზე და ა.შ., ესაა ყველაფერი ის რასაც თვლიან უბრალოდ ახლა არ მიმიწვდება ხელი, ადრე მქონდა და ხშირად იდებოდა კიდეც
ხავი იყო ლიდერი აბოსლუტურად ყველანაირი პასისა, ყველანაირი მიმართულებით.
გააკეთოს ალონსომ უფრო ზუსტი პასები ვიდრე ხავიმ საჯარიმოში (თუნდაც კროსი) და ვიტყვი რომ ის უკეთესი მეპასეა, კროსებში ხავი ასევე ლიდერია ლიგაში, ვერავინ ეგრე ზუსტად ვერ აწოდებს. გააკეთოს კრისტიმ უფრო მეტი ზუსტი პასი საჯარიმოში, ვიდრე მესიმ, და ვიტყვი რომ ის უფრო მწვავე
თორემ ,,დაბომბვა" არ ნიშნავს რომ უკეთესია, ხარისხიანად (შედეგით) დაბომბე : D კრისტი რომ 200-ჯერ მეტს ურტყამს ვიდრე მესი ან კავანი, არ ნიშნავს რომ ის უფრო კარგ ფეხბურთს თამაშობს. ისევ ფანტაზიით, რეალურ მონაცემზე დაყორდნიბთ ვამბობ, რომ ჯონ ტერიმ რომ დაარყტას 200-ჯერ (ისე როგორც კრისტიმ) გაიტანს არანაკლებ გოლს

და ალონსომ რომ დაარტყას იქიდან საიდანაც კრისტი არტყამს ყვავებსი, გაიტანს 20-ჯერ მეტ გოლს.
რაოდენობა არა, ხარისხი.
პ.ს. წავალ ისე ვთქვი თითქოს : D დიდი ვინმეც, მაგრამ არ შეიძლება უკვე ასეტი უაზრობები რა, უბრალოდ გული მიკვდება ამდენ უაზრობაზე ამდენი უაზრობა უნდა ვუპასუხო : D არასწორად დაწყებული კამათში არ შეიძლება მართალი არსებობდეს, ხოლო იმას რომ ხავი უკეთესი მეპასეა ვიდრე ნებისმირი რეალიდან, არავითარი ფაქტობრივი სტატისტიკური დადასტურება არ ჭირდება, ეს დებილმაც იცის
This post has been edited by მძულს on 8 Apr 2011, 16:34