Tommy Guererro ამ ჩემ Yლეს.
.......................................
იენს ლემანმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა.
” გამიკვირდა ძირითად შემადგენლობაში რომ გამოვედი. ვფიქრობდი, რომ დღეს ალმუნია თამაშობდა, თუმცა მან მოულოდნელად მცირე ტრავმა მიიღო. ის მოვიდა ჩემთან და მითხრა: ”შენ უნდა ითამაშო”. დროც კი არ იყო ამაზე დასაფიქრებლად. ამიტომ არ ვნერვიულობდი, უბრალოდ გამოვედი მოედანზე.
რასაკვირველია დიდი სიამოვნება მივიღე. მიყვარს ფეხბურთის თამაში. როდესაც კარიერას ამთავრებ, ცხოვრება მოსაწყენი ხდება, რამეთუ აღარ გრძნობ ამ ადრენალინს. თუმცა დღეს ყველაფერი გამოვიდა და ბედნიერი ვარ.
არსენალში გადმოსვლის დროს არ ვფიქრობდი არსენალის ძირითად შემადგენლობაში თამაშზე. ჩემი და ალმუნიას ასაკის სხვაობის გამო. თუნდაც იმიტომ, რომ კარგი ფორმისგან შორს ვიყავი. 3 კვირა დამჭირდა ვარჯიშისთვის და ახლა უკვე მზად ვარ. შემიძლია გავუმკლავდე ფიზიკურ ზეწოლას. არ მოველოდი დღეს მოედანზე გამოსვლას, თუმცა ცხოვრება ხომ სიურპრიზებითაა სავსე.
არ ვიცი ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო თუ არა არსენალში. თუ დღევანდელი მატჩი ჩემს მიერ ჩატარებული ბოლო მატჩია მაინც ბედნიერი ვარ, რადგან გავიმარჯვეთ. ბედნიერი ვარ, რომ არსენალის გულშემატკივრები მხარში მედგნენ სტადიონზე.
მანჩესტერს 4 ქულით ჩამოვრჩებით, როდესაც გადადობილ მატჩში გავიმარჯვბთ. არასოდეს იცი რა მოხდება. მანჩესტერი კარგი გუნდია, თუმცა მათ წინ ძნელი კალენდარი აქვთ. თუ არსენალთან ერთად ჩემპიონი გავხდები ძალიან მაგარი იქნება. ვიმედოვნებ ყველაფერი კარგად იქნება” - განაცხადა ლემანმა