ხო ისე 13 თამაშია არ წაგვიგია საღოლ

მარა ამ ცამეტ თამაშში ისეთი ფრეებია რო სირცხვილია
* * *
რსენალის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა და ლეგენდამ, მარტინ კიოუნმა არსენალთან დაკავშირებულ ამჟამინდელ სიტუაციასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა.
არსენალის ყოფილი მცველი მიიჩნევს, რომ გუნდს ბოლო 5 წლის მანძილზე ტრანსფერებზე ბევრი ფული არ დაუხარჯავთ 2006 წელს ახალი სტადიონის აშენების გამო. თუმცა ახლა გუნდი ფინანსურად საკმაოდ ძლიერია და მარტინი იმედოვნებს, რომ ზაფხულში გუნდი გაძლიერდება.
” რასაკვირველია გულშემატკივრები გაოცებულები არიან, რადგან მათი საყვარელი გუნდი უკვე მეექვსე წელია ვერაფერს იგებს. ასე რომ, ისი ცვლილებებს მოითხოვენ.
ბოლო ხუთი წლის მანძილზე ფული ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაში იდებოდა. თუმცა თუ ახლანდელი შემადგენლობა პრემიერ-ლიგას ვერ მოიგებს, ზაფხულში დიდი ფული ჩაიდება ტრანსფერების განსახორციელებლად.
არსენ ვენგერმა იცის, თუ როგორ დახარჯოს ფული სწორად, უბრალოდ მას არ ჰქონდა საშუალება ძლიერი ფეხბურთელების გადმობირებისათვის წინააღმდეგობა გაეწია სხვა გუნდებისთვის ფინანსური მდგომარეობის გამო. თუმცა ახლა ეს ყველაფერი შეიცვლება.
ბუნებრივია ახალი ფეხბურთელების მოყვანა ზოგჯერ არ არის წარმატების საწინდარი, თუმცა თუ ის რასაც ახლა არსენ ვენგერი აკეთებს დადებით შედეგს არ მოიტანს, ალბათ ზაფხულში უნდა დაიხარჯოს ფული და იყიდონ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს დაეხმარებიან” - განაცხადა კიოუნმა