ბილბაოსთან თამაშში გამოჩნდა ასე თუ ისე რა შეიძლება შემოგვთავაზოს მოუმ ბარსელონასთან.
არ ვიცი რომელ თამაშში ამ 4 -იდან მაგრამ სულ მცირე ერთს ითამაშებს შემდეგნაირად.
--------------------------იკერი----------------------------
არბელოა---რამოსი---კარვალიო----მარსელო
----------ლასანა(ხედირა)---პეპე-----ალონსო----
------ოზილი(დი მარია)-----------------რონალდო
--------------------იგუაინი(ბენზემა, ადებაიორი)
ეხლა იტყვით რაღა პროგნოზია სულ მცირე სამი ფეხბურთელი გეეჭვებაო

მაგრამ ძირითადად დაცვა და ჩამშლელები მგონია რომ მივხვდი აქედანვე. ეს პეპეს ჩამშლელად დაყენება არ იყო მგონი შემთხვევითი, ასე მგონია რომ გამოცადა და პეპემაც კარგად გაიარა გამოცდა. ასეთი აგრესიული ჩამშლელი გვინდა ბარსასთან, ლასანა და პეპე იდეალურები არიან ამ ამბისთვის, თან პეპე ნაკრებში ხშირად თამაშობს ამ პოზიციაზე.
ალბიოლი ძალიან ბანძია რა. ნებისმიერი მაგას ატყუებს. მაგას კიდევ გარაი ჯობია. შეიძლება სულაც გარაის დაყენება ცენტრში პეპეს ადგილას და რამოსის თავის ადგილზე დატოვება, ვნახოთ ვნახოთ. მთავარია ტრავმები არ გვქონდეს.
ასევე მაგარი მიტყდება რომ იგუაინი ვერ არის ჯანზე, იმედია ნელ-ნელა ჩადგება ფორმაში მაგრამ სანამ ჩადგება მაგარს გვაზარალებს რა. თუ ბენზემა ბარსამდე გამოჯანმრთელდა მისი დაყენება სჯობს მგონი, ადებაიორი არა.
ისე ყველაზე დიდი დილემა რაც ბარსასთან თამაშის წინ აქვს მოურინიოს ჩემი აზრით არის ის რომ, ერთის მხრივ საჭიროა ბევრი ჩამშლელი, ანუ 2 ზე მეტი , და მეორეს მხრივ თუ დამატებით საყრდენი უნდა მაშინ შემტევი უნდა მოხსნას, ეს კი იწვევს იმას რომ გუნდის ჩვეულებრივი შემტევი კვარტეტი(დი მარია, ოზილი, რონალდო და თავდამსხმელი) იშლება და სამი შემტევის ამარად ვრჩებით. ეს სამნი კი ძალიან უსუსურნი ჩანდნენ ბარსელონასთან ნოემბერში.
სავარაუდოდ 4 ივე თამაშში ერთი და იგივე ტაკტიკას არ გამოიყენებს და ვნახავთ როგორც 4-3-2-1 -ს ასევე 4-2-3-1 ს. საკმაოზე მეტი შანსი აქვს 2 მატჩის სახით მოურინიოს რომ შეისწავლოს და დაღეჭოს ბარსელონა უმთავრესი საჩემპიონთალიგო თამაშების წინ. მიმაჩნია რომ თუ კოპა დელ რეი უნდა შეეწიროს ლიგის ფინალს, უნდა შევწიროთ.
ბავშვი გუდიანი მშობლებს ეხვეწება, ძილის წინ სანამ შუქს ჩაუქრობენ, კარადაში შეიხედონ ჩაკ ნორისი არ იმალებოდეს.