დადებითი მხარე ბევრი ფული და პოპულარობა, უარყოფითი კი ის რომ პაპსა დროებითი და წარმავალია. მოწყინდება კაცს პაპსა მომღერლის (და არა ხელოვანის) ძუძუები და ტრაკის ყურება და მერე სხვას მიაჩერდება
პაპსას თუ განვმარტავთ ეს არის ზედაპირული ხელოვნება რომლის გაგებას არც დახვეწილი გემოვნება ჭირდება და არც გარკვეული მომზადება. ეხლა ზოგი იკითხავს მომზადება რა ჩემ ფეხებათ მინდა ან მომეწონება ან არაო და არ არის ეგრე. ლუდი რომ ლუდია იმასაც კი უნდა დაუმუღამოს კაცმა, რასაც გარკვეული დრო ჭირდება და 90% როცა პირველად სვავს აქვს რეაცია ამას როგორ სვავთ ჩემი

პაპსა მარტივი საკეთებელია და გარეგნულ ეფექტებზეა გათვლილი. იშოვე სამი სექსუალური გოგო (უკრაინაში არ არის ძნელი საქმე) დაწერე ორ ნოტიანი სიმღერა და მერე ამ გოგოებს ქვემოდან გადაუღე რომ უფრო გრძელი ფეხები გამოუჩნდეთ ვიდრე აქვთ. მერე გინდა პატარა ეპატაჟი ისეთიც არა რომ დნეპროპეტროვსკის მართმადიდებელ მშობელთა კავშირი მოგივარდეს

, ზომიერი რომ არავინ არ გააღიზიანოს მაგალითი: ჩემ ვიშე ლუბოვ ნიჟე პაცელუი და ეგ არის ძირკოკშიც კი ეცოდინებათ ვინ არის ვერა ბრეჟნევა.
საპირისპირო მაგალითია დრიმები, რომელთა 15 წუთიანი კომპოზიცების მოსმენა ვოკალის გარეშე ბევრისთვის ძნელი და მოსაწყენია მაგრამ თუ დაუმუღამე ისეთ სიამოვნებას მოგანიჭებს რაც არა თუ ჯენიფერ ლოპესის ტრაკის ტელევიზორში ყურებამ კი არა მასთან სექსმაც შეიძლება ვერ შეძლოს.
ამდენი იმიტომ ვწერე რომ ვინც ყურადრებით წაიკითხავს იმედია მიხვდება რომ ცნება პაპსას გამოყენება სპორტში აბსურდულია. ამ კატეგორიას ვერანაირად ვერ გადმოვიტანთ ჩვენ ფეხბურთში რადგან აქ ძლიერი როგორც წესი იმარჯვებს, ამყარებს რეკორდებს და შედის ისტორიაში. რაც უფრო ცნობილია თავის ეპოქაში გუნდი და პოპულარული მით უფრო მაგრები არიან. ფეხბურთი ზოგჯერ უახლოვდება კიდეც ხელოვნებას მაგრამ ამას აკეთებს არა სეგუნდა დივიზონში ფართო მასებისთვის უცნობი კომპოსტელა არამედ ერთერთი გრანდი რომელიც ყველამ იცის და მის თამაშებს ყველაზე ფართო აუდიტორია უყურებს.
და თუ ბარსა მაინც პაპსა გუნდია მაშინ ძალიან სასიამოვნო სიაში მოხვედრილა
სადაც შედიან ომამდელი ურუგვაის ნაკრები
უნგრეთის დიდი გუნდი
50-იანი წლების რეალი
პელეს დროინდელი ბრაზილია
ბეკენბაურეს და მიულერის გერმანია
კრუიფის ჰოლანდია
70-იანი წლების აიქსი და ბაიერნი
82 წლის სელესაო
80-იანების დასაწყისის ლივერპული
90-იანების ბოლოს მილანი
პაპსა ფეხბურთელებსაც ჩამოვთვლი თქვენის ნებართვით
პელე, გარინჩა, მარადონა, კრუიფი, ბესტი, ბაჯო და რონალდო
კიდე არიან სხვები მაგრამ ესენი ზე პაპსები არიან