მაროტა არა მორატი იყო დაბოლილი და ეგ იტყოდა

ინტრიგას ჩავაგდებო
* * *
ზედიზედ მოგებული სამი მატჩის შემდეგ, “იუვენტუსის” გულშემატკივართა გულებში “ჩემპიონთა ლიგის” საგზურის მოპოვების იმედი ხელახლა გაჩნდა, მაგრამ ფაქტები “ბებერი ქალბატონის” წინააღმდეგ მოქმედებს…
მათემატიკური თვალსაზრისით, ეს შესაძლებელია, ისტორია ამბობს, რომ პრობლემატური იქნება, უბრალო ლოგიკა მოვლენათა ამგვარ განვითარებას მეტად სათუოდ მიიჩნევს. ერთად განვიხილოთ “იუვენტუსის” “ჩემპიონთა ლიგაზე” გასვლის, ანუ მეოთხე პოზიციის დაკავების შანსები.
დელ ნერისთვის პროგრამა მინიმუმად დასახული მიზნის უკვე მივიწყების, “ჩეზენასთან”, “ბოლონიასთან”, “მილანთან” და “ლეჩესთან” 12 შესაძლოდან მხოლოდ ერთი ქულის აღების შემდეგ, მიჯრით სამმა გამარჯვებამ მეოთხე პოზიციამდე დაშორება ექვს ქულამდე შეამცირა.
“ბრეშიას”, “რომასა” და “ჯენოას” დამარცხების შემდეგ, ვინოვოზე ენთუზიაზმისა და ოპტიმიზმის ახალი ტალღა აგორდა. თუმცა არა სრულიად უსაფუძვლო. “სამპდორიასათვის” წარმატების მოტანა დელ ნერიმ სწორედ უკანასკნელ ექვს შეხვედრაში ხუთის მოგებითა და ერთის ფრედ დამთავრებით შეძლო, თითქოს ისტორია მეორდება და ბევრს სჯერა ამის.
თუმცა არა ბელარდინის. ტურინში შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტები მეტოქე გუნდის შანსებზე სწორედ მას დაეკითხნენ. მისი პასუხი მოკლე და კონკრეტული იყო: ” გავა თუ არა “იუვენტუსი” მეოთხე პოზიციაზე? არა, “იუვე” ამას ვერ მოახერხებს. სათქმელი მეტი არაფერი მაქვს. ”
რაც უფრო ყურადღებით გადახედავთ “სამპდორიას” ყოფილი ტაქტიკოსის გასული სეზონის გზას, მეტად გჯერა წარმოუდგენელი come back -ის რეალურობის. ამასთან La Signora -ს სასწაული სულაც არ სჭირდება. “ბიანკონერების” ბედი მათ ხელშია, გუნდმა ქულების მაქსიმუმი უნდა აიღოს და იმედოვნოს, რომ კონკურენტები იმავეს ვერ გააკეთებენ. ახლა სტატისტიკა მოვიშველიოთ.
ბოლო ხუთი სეზონის სტატისტიკით (“კალჩოპოლის” სეზონის გამოკლებით) მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებს საშუალოდ 68.8 ქულა ჰქონდათ. თუ 68-მდე დავამრგვალებთ დღევანდელ “ლაციოს” 11 ქულა, “უდინეზეს” 12, “რომას” 15, “იუვენტუსს” კი 17 ქულა სჭირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ “სამპდორიასებური” 18 -დან 16 საკმარისი არაა, ტურინულ მხარეს 18 -დან 18 ქულა სჭირდება.
თუ მომავალ შეხვედრებს გადავხედავთ “ფიორენტინასთან”, “კატანიასთან”, “ლაციოსთან”, “პარმასთან” და “ნაპოლისთან”, თითოეულ კერძო შემთხვევაში, მოგება რეალურია. მაგრამ როცა საქმე 6 -დან 6 მოგებას ეხება…
მივიღოთ მხედველობაში უკანასკნელი სამი მატჩი და გამოვა, რომ “ბებერ ქალბატონს” ცხრა შეხვედრის 100% -იანი შედეგით დასრულება სჭირდება. ასეთი გარბენი გუნდს 2005-2006 წლების შემდეგ არ ჰქონია, მაშინ კი მწვრთნელი დელ ნერი კი არა, ფაბიო კაპელო იყო. თანაც იმდროინდელი “იუვეს” შემადგენლობით 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტები იყვნენ დაკომპლექტებულნი, დღეს ამ კუთხითაც ბევრი რამაა შეცვლილი.
კარგად რომ გავიაზროთ, თუ რას ვთხოვთ გულშემატკივრები გუნდს, შორეულ ისტორიასაც გადავხედოთ. გუნდის ყველა დროის უდიდესი მოგებათა სერია ათმატჩიანი იყო. ეს ყველაფერი 1931-1932 წლებში მოხდა. დღევანდელმა “იუვემ” ზედიზედ სულ რაღაც სამჯერ მოგება სეზონში პირველად, მხოლოდ გასულ კვირას შეძლო.
მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, “იუვენტუსის” მთავარი პრობლემა ეს კი არა, კონკურენტების მეტისმეტად დიდი რაოდენობა უფროა. თუ “რომა” – “ლაციო” – “უდინეზეს” ტრიოდან რომელიმე მათგანის ჩამოცილება რეალური ჩანს, სამივეს უკან მოტოვება ერთიორად რთული ამოცანაა.
ასეა თუ ისე, ოცნება კარგი რამაა და როგორც იტალიელები იტყვიან, იმედი ბოლოს კვდება. “იუვენტუსს” მინიმუმ მომავალი შეხვედრის მოგება დასჭირდება, რომ “საჩემპიონთალიგო” ოცნება გაახმოვანონ. მაგრამ მოლოდინების ზრდა ხომ განცდილ იმედგაცრუებას კიდევ უფრო ძნელად გადასატანს გახდის, გუნდს კი წინ ურთულესი სეზონი ელოდება…
მომზადებულია ჟურნალისტ ანტონიო ლაბატეს სტატიის მიხედვით…
ურთულესი რეკორდი :X