ხო აი ეს კაცი პირადად ჩემში პატივისცემას იმსახურებს
შეიძლება უნაკლო კომენტატორი არ იყოს და არის ხოლმე მომენტები როცა მის აზრს არ ვეთანხმები
მაგრამ არასდროს არ გადადის ზღვარს
ყოველ შემთხევევაში მე მისგან უპასუხისმგებლობით გამოწვეული გაღიზიანება არ მქონია
მსმენელთან დამოკიდებულებაში პატივისცემის გრძნობა ეტყობა სხვა თუ არაფერი
პირადი საუბარიც მქონია და მაქედანაც ეს დასკვნა გამოვიტანე
უბრალოდ არ არის ალბათ საქართველოში უკეთესი კადრები
თუ არის მხოლოდ პერსპექტივაში და მათ ბოლომდე ჩამოყალიბებას დროს დაჭირდება(ანუ სელექციას ვერ დავუქუნებმეთქი ამის თქმა მინდა)
ძალიან ტეხავს როცა თამაშის წაყვანის დროს მენტალური პრობლემები იჩენს ხოლმე თავს
არა და ჩვენ მაგით "განებივრებულები" ვართ
ფეხბურთის არცოდნა ერთია და როცა იმ დონეზეა ტელე სივრცე მისული რო მაყურებლის ნერვებზე თამაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა ეგ მეორე
რასისტული გამოსვლები ვაფშე პიკია
მე პირადად მაგრა მაღიზიანებს და ვფიქრობ ნორმალურ საზოგადოებაში მიუღებელი უნდა იყოს
ჩვენთან ფაქტიურად ქადაგებენ ხოლმე მომენტებში
მაგრამ არის კარგი მომენტებიც
აი მე პირადად არ ვიცი რატო
შეიძლება იმიტო რო ხშირად ვერ ვისმენ ქართულ ენაზე
სამყაროს ამოუცნობი ბუნებიდან გამომდინარე იმასაც ვერ გამოვრიცხავ რო აქ წაკითხულმა იქონია გავლენა
მაგამ ბოლო პერიოდში იმდენი არაადეკვატურობა აღარ მხვდება ყურში რამდენიც 1-2 წლის წინ იყო
პროგრესი მაინც არის
ეს ახალგაზრდა თაობაც წამოიზრდება ჯასაღ პირობებში და მაყურებელს კარგ გარემოს შეუქმნის ხოლმე იმედია
მთავარია პასუხისმგებლობა იყოს საქმესთან მიმართვებაში და გვეშველება ალბათ
ნუ პოსტის ნეგატიური ნაწილი რომ უფროსი თაობის კომენტატორებს ეხებათ ეგ ალბათ აშკარაა და თუ წაიკითხავს რომელიმე არ მიწყენს იმედია დიდი
ახალგაზრდა თაობის მიმართ კი კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ მხარდაჭერას(მერამდენედ)
პ.ს. ისე ჩვენების ხარისხს როდის გააუმჯობესებენ ნეტა?
This post has been edited by ProfessorMan on 9 Feb 2012, 02:43