
აუ მაგარი ინტერვიუა, გამიტყდა რომ მორჩა
თქვენ წინაშეა ჟურნალისტი: მეტ ლოუტონი / The Daily Mail, 01 მაისი 2010 წელი.
ერთხელაც მოვა დრო როდესაც პატრის ევრა დაწერს ავტობიოგრაფიას.. "მე უკვე თავში მიტრიალებს წიგნის სახელი" -აცხადებს ფრანგი.. "ეზოდან, მანჩესტერ იუნაიტედამდე.. ეს იქნება ჩემი წიგნის სახელი.."
პატრის ევრას თავისი წარმოდგენა აქვს შექმნილი ყველაფერზე რაც კი მის გარშემოა. მათ შორის ოლდ ტრაფორდზე და მის ურთიერთობებზე სერ ალექს ფერგიუსონთან.
პატრის ევრა ძალიან საინტერესო მოსაუბრეა, ღრმააზროვანი და ჭკვიანი. ჩვენ ერთ საათზე მეტი ხანი გავატარეთ მანჩესტერის სავარჯიშო ბაზა ქერინგტონზე და ვისაუბრეთ თუ რას ნიშნავს ითამაშო მსოფლიოს ყველაზე ცნობილ გუნდში, ყველაზე დიდებული მწვრთნელის ხელმძღვანელობით.
პატრისი მშვენივრად ლაპარაკობს 5 ენაზე და ეხლა ცდილობს ისწავლოს კორეული რათა მშობლიურ ენაზე დაელაპარაკოს მის მეგობარს ჯი სუნგ პარკს. თუმცა ენების შესწავლა პატრისის ერთადერთი ჰობი არაა.
ჩვენ ვისაუბრეთ იმ ჩხუბზე რომელიც "ჩელსი"-სთან თამაშის შემდეგ მოხდა, ჩვენ ვისაუბრეთ იმ გზაზე რომელმაც პატრისი მოიყვანა იქ, სადაც მისი განცხადებით მისი სულიერი სახლია, იმის შესახებ თუ რატომ უწოდა მან ემოციურ ფონზე არსენალის ფეხბურთელებს ბავშვები, და რატომ უნდა ყოფილიყო ტევესი დღესაც იუნაიტედის ფეხბურთელი. და ჩვენ არ შეგვეძლო არ შევხებოდით თემას, თუ როგორ გადაიქცა ის თავდამსხმელიდან - ორიდან ერთ-ერთ საუკეთესო ფლანგურ მცველად. (მეორე ფლანგური მცველი ვინაა საუბარი არაა.. L_M) "მას შემდეგ რაც მე გადმოვედი მანჩესტერში, მომიწია იმასთან შეგუება რომ უნდა მეთამაშა დაცვაში"-იხსენებს პატრისი.
პატრისის გადმოსვლა მანჩესტერში არ იყო ერთი ჩვეულებრივი ტრანსფერი. ის საუბრობს თუ როგორ გრძნობს ცეცხლს მის სხეულში და მანჩესტერის მაისურთან ერთად იგი მთელ მის ისტორიას იცვამს. იგი სერ ალექს ფერგიუსონს ერთ მთლიან ერას უწოდებს და იმედოვნებს რომ ეს უკანასკნელი არასოდეს დატოვებს კლუბს. "ფერგიუსონი დაასრულებს თავის ცხოვრებისეულ გზას სამწვრთნელო სკამზე" აცხადებს "ყურებამდე" გაღიმებული პატრისი. "ეს მისი ბედია".
პატრისმა მოყვა თუ როგორ ისაუბრა ერთხელ გასახდელში სერმა მის წასვლაზე.. "ეს ერთ-ერთი მატჩის წინ იყო, სერი ამბობდა რომ გარშემო ყველა მის წასვლაზე ალაპარაკდა, მაგრამ მან გვკითხა - შეგვეძლო თუ არა იგი რეალურად წარმოგვედგინა მთელი დღე სახლში მჯდომარე ტელევოზორის წინ და რადიოს სმენაში და მეტი არაფრის კეთებაში. შემდეგ თავის კითხვას ჩვენს მაგივრად უპასუხა: "არც კი გაიფიქროთ ბიჭებო! მთელი ჩემი ცხოვრებაა მე ვმუშაობ, და ვიმუშავებ სანამ არ მოვკვდები" - მას გაეცინა, შემდეგ კი სერიოზულად დაამატა: " მე არ შემიცლია ვიცოცხლო მოგებების გარეშე და ვერასოდეს შევძლებ ყველაფერი ეს მოვისროლო."
"ყოველი მატჩის წინ იგი გვიყვება რომელიმე პატარა ისტორიას.. ხშირად იხსენებს იმ დროს როდესაც იგი "აბერდინში" მოღვაწეობდა. ხანდახან სხვადასხვა ფეხბურთელებზეც გვესაუბრება. არის შემთხვევები როდესაც ის საუბრობს როგორ მოვხვდით ჩვენ ყველანი ბიჭები - კორეიდან, საფრანგეთიდან, სერბეთიდან, ბულგარეთიდან, ინგლისის სხვადასხვა კუთხეებიდან და მთელი მსოფლიოდან - ამ კლუბში. იგი გვესაუბრება ჩვენ შესახებ, თუ რა სირთულეების გადალახვა მოგვიწია რომ ეხლა ამ გასახდელში ვმჯდარიყავით. ესეთი ისტორიები ძალიან კარგად მოქმედებს საერთო ატმოსფეროზე."
ევრა იხსენებს ეპიზოდს, როდესაც მან პირველად გაიგო თუ როგორი იყო გაცოფებული ფერგიუსონი. ეს იყო მის სადებიუტო მატჩში როდესაც იუნაიტედმა 3:1 წააგო სიტისთან უძნელეს დაპირისპირებაში.
"მან მომხსნა თამაშიდან პირველი ტაიმის შემდეგ, იგი იყო ძალიან გაბრაზებული! მან უბრალოდ შემომხედა მე მძიმე სახით, მომაკვდინებელი მზერით. და მითხრა" :"მისტერ ევრა, ეხლა გაიგეთ რა არის ნამდვილი ინგლისური ფეხბურთი და ყველაფერი გაითვალისწინეთ!"
მაგრამ ევრა გასცდა ამ რჩევას.. იგი უფრო შორს წავიდა და გადაწყვიტა წვრილმანებამდე ესწავლა თუ რა არის - " მანჩესტერ იუნაიტედი" ! "მე სხვადასხვა DVD-ების მთელი კოლექცია ავიღე. - მიუნხენის ავიაკატასტროფაზე და "ბასბის ბავშვებზე", ბობი ჩარლტონზე, ჯორჯ ბესტზე, დენის ლოუზე, ერიკ კანტონაზე. მე მინდოდა მცოდნოდა ყველაფერი კლუბის ისტორიაზე. როდესაც თამაშობ აქ , შენ ხვდები უამრავ ადამიანს რომელიც სულით და გულით დაკავშირებულია იუნაიტედთან და შენ გინდა გაიგო თუ რას წარმოადგენენ ისინი, რა გაუკეთებიათ გუნდისთვის. მათი დამსახურებების გამო, იმის გამო რაც მათ გაუკეთებიათ, როდესაც სერ ბობი ჩარლტონს ხელს ვართმევ, ტვინში მივლის აზრი რომ მე ლეგენდას ვეხები."
"ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელმა უნდა გაიაზროს ეს. როდესაც მე ვნახე ყველა ეს დისკი მივხვდი რომ უნდა ვცე პატივი იმ ფორმას რომლითაც ვთამაშობ. მე პატივი უნდა ვცე ტრადიციებს. ყოველთვის როდესაც გამოვდივარ მოედანზე უნდა ვფიქრობდე რომ ითამაშო მანჩესტერ იუნაიტედში ეს პრივილეგიაა. როდესაც მე ვიცვამ მანჩესტერის წითელ ფორმას, ვისვამ მთელ ჩემ ისტორიას და მადლობას ვუხდი ღმერთს რომ მომცა საშუალება მეთამაშა აქ და შემეგრძნო ეს. საპატიოა ითამაშო და ივარჯიშო აქ. საპატიოა როცა ვარჯიშობ ისეთ ადამიანებთან როგორებიც არიან რაიან გიგზი და პოლ სქოულზი.
როდესაც მე გადმოვედი იუნაიტედში მკითხეს თუ რამ მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, ყველა ფიქრობდა რომ მე ვუპასუხებდი რონალდოსთან და რუნისთან ვარჯიშს, მაგრამ მე გიგზი და სქოულზი დავასახელე. ისინი კლუბის ისტორია არიან. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ ვარჯიშობს გიგზი, თითქოს ჯერ არაფერი მოუგია კლუბთან ერთად თავის კარიერაში და ეხლა უნდა რომ გამოასწოროს დაკარგული წლები. მას დღემდე შია მოგებები. მას უნდა მოიგოს მატჩი ყველა ვარჯიშზე და წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაშია ოფიციალურ მატჩზე."
პატრისი ამბობს რომ ასეთივე მდგომარეობაშია ფერგიუსონი რომელმაც 68 წლის განმავლობაში არაერთხელ მოიგო ყველა ტურნირი რომელიც კი არსებობს.
"ალექს ფერგიუსონი - ეს მთელი კულტურაა, მთელი ერა , ეპოქა ! ის დაბადებულია გამარჯვებებისთვის. ფეხბურთი ძალიან გავს პირამიდას.. ახვიდე მის თავში არაა ძნელი ხოლო იდგე მის თავზე უძნელესია.. ამიტომაც ის არასოდეს გვაძლევს ოდნავი მოდუნების საშუალებას და ყოველთვის მოუთმენლად ელის მომდევნო მატჩს."
"მე მახსოვს ერთი თამაში, როდესაც ჩვენ პირველი ტაიმი 2:0 მოვიგეთ. შესვენებაზე გასულებს კი გასახდელში გაცეცხლებული სერი გველოდა.. იგი გვიყვიროდა რომ 4-5 გოლი უნდა გაგვეტანა.. იგი ამბობდა რომ ხალხმა ბილეთში ოფლით ნაშოვნი ფული გადაიხადა რომ ჩვენი თამაშისთვის ეყურებინა და ჩვენ მათთვის უნდა გვეთამაშა, ჩვენ კი გოლები არ გაგვქონდა." "რატომ წვეთითაც არ სცემთ პატივს მათ ! " - ყვიროდა სერი.
"ის ჩვენგან უმაღლეს სტანდარტებს ითხოვს. თუ თქვენ კარგად ითამაშეთ წინა თამაში თქვენ მომდევნო მატჩში სკამზე დარჩებით, თუ ითამაშეთ ზღაპრულად მაშინ ითამაშებთ მომდევნო მატჩსაც. ესეთი წესებია აქ და ყველასთვის მიღებულია ! "
ევრას შემხედვარე, ამ ერაშიც კი მილიონერ ფეხბურთელებს არ აქვთ შანსი გაექცეთ ასეთ თავსატეხებს ფერგიუსონისგან.
"იმ საახალწლო წვეულების შემდეგ რომელიც რამდენიმე წლის წინ მოვაწყვეთ და რომელთანაც რამდენიმე გახმაურებული ისტორიაა დაკავშირებული, მან მოაწყო საერთო კრება და უბრალოდ გაგვანადგურა ჩვენ" - ჰყვება პატრისი. "ის არ აქცევდა ყურადღებას თუ ვინ იდგა მის წინ, დამსახურებული მოთამაშე თუ ახალგაზრდა ყმაწვილი, ეს იყო ჩვენი შეცდომა და ჩვენ მივიღეთ სამაგიერო სრულად. ის გვესაუბრებოდა პასუხისმგებლობაზე რომელიც ყოველ ჩვენთაგანს უნდა გამოეჩინა. იმ მომენტში მან გამოაჩინა მთელი თავისი ტემპერამენთი მაგრამ ესეთი შემთხვევები იშვიათად ხდება რადგან სერმა იცის რომ ჩვენ მას უდიდესი პატივისცემით ვეპყრობით. მაგრამ თუ დაინახა რომ ჩვენ მოვდუნდით ისეთს მოაწყობს რომ უარესს ვერც კი წარმოვიდგენთ."
დავუბრუნდით 2006 წლის იანვარს როდესას პატრისი 5.5 მილიონად გადმოვიდა , მიუხედავად იმისა რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია სერ ალექსის კარიერაში მაშინ პატრისისთვის ყველაფერი ძნელად წარიმართა.
"მაშინ მე უბრალოდ არ ვიყავი მზად მეთამაშა მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ჰყვება ის "მონაკოში მე 7 000 ადამიანის თვალწინ ვთამაშობდი უცებ კი 76 000 გულშემატკივრის წინაშე აღმოვჩნდი. ვერც ჩემპიონთა ლიგის ფინალმა, ვერც გამოსვლამ ნაკრების რიგებში ვერ მომამზადა მე ასეთი გამოწვევისთვის. როდესაც მე გადმოვედი მანჩესტერში მივხვდი რომ მომიწევდა სულ სხვა დონის სამუშაოს შესრულება, ეს არ ეხებოდა მხოლოდ ფეხბურთს. მე არ ვფიქრობ რომ პირველ მატჩში დავუშვი დიდი შეცდომები უბრალოდ როდესაც კუთხურის დროს ძელთან ვიდექი ვფიქრობდი : ღმერთო აქ ფეხბურთს საოცარი სისწრაფით თამაშობენ,მაშინ მივხვდი რომ თუ გინდა შეეწყო ინგლისურ ფეხბურთს ძალიან ძლიერი უნდა იყო ფიზიკურად. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია მიიღო სიამოვნება ფეხბურთის თამაშისგან."
"მახსოვს მაშინ ოდნავ დავკარგე საკუთარი ძალის რწმენა , მაგრამ ისე არა რომ ჩემი მომავალი წარმატების არ მჯეროდა. მე ისევ ვიყავი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული მაგრამ იმამ რომ მე გუნდს შევუერთდი ზამთარში ძალიან ცუდი როლი ითამაშა. ასევე ეს ძნელი იყო ჩემი ოჯახისთვის. ჩემი შვილი მაშინ მხოლოდ სამი თვის იყო.. და ჩვენ ვცხოვრობდით სასტუმროში მანჩესტერის ცენტრში. ამინდი საერთოდ არ გავდა მონაკოსას. მაშინ ჩვენ ყველა შოკურ მდგომარეობაში ვიყავით."
პატრისმა მოყვა ისტორია რომელიც მოხდა ლივერპულთან მატჩის დროს.
"მახსოვს მწვრთნელმა მითხრა რომ მე ვერ ვითამაშებდი, მაგრამ მე მაშინ არ ვიცოდი ინგლისური კარგად და ეს ვერ გავიგე. უფრო მეტიც მე მეგონა რომ უნდა მეთამაშა და მოედანზე გავარდი გასახურებლად ამ დროს კი კარლოს კეირუშმა მიყვირა:"პატრის რას შვები? დღეს შენ სკამზეც კი არ უნდა იჯდე. ამან მე უბრალოდ მომკლა, მე ძალიან შემრცხვა."
პირველი ნახევარი წელი ახალ გუნდში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა პატრისის მონაწილეობას მსოფლიოს ჩემპიონატზე 2006-ში საფრანგეთის რიგებში.
"მე ძალიან გაბრაზებული ვიყავი საკუთარ თავზე, რადგანაც ჩემი გუნდი მსოფლიოზე ჩემს გარეშე მიდიოდა. მაშინ მე გავიფიქრე " ეშმაკმა დალახვროს მე რამე უნდა მოვუხერხო ამ მდგომარეობას. მე გადავწყვიტე რომ ამეკრიფა საოცარი ფიზიკური ფორმა რათა წარმატებით მეთამაშა ინგლისში რის გამოც მთელი ზაფხული სატრენაჟოროში, კუნთების ჭიმვაში გავატარე. ისე მინდოდა თამაში რომ როდესაც წინასასეზონო შეკრება დაიწყო მე ვარჯიში აღარც კი მჭირდებოდა. როდესაც ჩვენ შეკრებაზე წავედით სამხრეთ აფრიკის რესპულიკაში მე მშვენივრად წარმოვაშინე თავი, მაშინ მაიკ ფელანიმ თავისთან მიხმო და მითხრა:" " აი ეხლა შენ მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი ხარ" ."
სულ მალე პატრისი ძირითადის ფეხბურთელი გახდა, დატოვა რა სკამზე გაბრიელ ჰაინცე და მიკაელ სილვესტრი. თუმცა უსიამოვნება შეემთხვა პირდაპირ ინგლისის თასის ფინალის წინ 2007 წელს, როდესაც იუნაიტედი ჩელსის უნდა დაპირისპირებოდა.
"ეს ერთადერთი ისტორიაა რომელმაც ცუდი მოგონება დამიტოვა იმ სეზონთან. თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე გაზეთში გამოქვეყნდა ინტერვიუ ჩემ მეზობელთან საფრანგეთში. იგი ამტკიცებდა რომ ფეხბურთმა მიხსნა ნარკოტიგისგან და კრიმინალისგან. ეს იყო სრული სიცრუე. მე მახსოვს ბოსმა და კარლოს კეირუშმა გადაწყვიტეს გამხუმრებოდნენ მოვიდნენ და მითხრეს "შენ ვერ ითამაშებ ამ ფინალს" მეუბნებოდნენ სიცილით ისინი "ჩვენ ჩვენი კლუბის რეპუტაცია უნდა დავიცვათ." ეს ხუმრობა იყო. თუმცა ფინალის წინ , დილით ბოსმა მითხრა რომ დღეს ჰაინცეს უნდა ეთამაშა ტაქტიკური თვალსაზრისით."
"ეჭვი არ მეპარება რომ ეს ასეც იყო, მაგრამ მე მაშინ უბრალოდ გაცამტვერებული ვიყავი. ბოსმა მითხრა რომ არ მენერვიულა და აუცილებლად გავიტანდი გოლს როდესაც იგი მოედანზე შემიშვებდა. მატჩის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ მან გახურება მიბრძანა.. მთელი 80 წუთის განმავლობაში მე მოედნის მისადგომებთან ვიდექი. ამან მე გამაცოფა ! მე ვითამაშე თითქმის ყველა მატჩი იმ სეზონში და PFA-მ დამასახელა წლის საუკეთესო მარცხენა მცველად.. უცებ მე მივხვდი რომ მზად ვიყავი კლუბის დასატოვებლად.."
"ცოტა ხნის შემდეგ მე დავმშვიდდი და გავიფიქრე:შესაძლოა ეს ჩემი შემოწმებაა, ესეთია წესები იუნაიტედში. შენ არასოდეს გაქვს გარანტირებული ადგილი იუნაიტედში.. მას შემდეგ მე ყოველთვის ვუყვები ამ ისტორიას ჩვენ ახალგაზრდა ბიჭებს."
კარლოს ტევესი დღემდე პატრისის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია.მას შემდეგ რაც კარლოსი სიტიში გადავიდა ისინი არ ეხებიან ამ მეტად მტკივნეულ ამბავს. თუმცაღა პატრისი დღემდე თვლის რომ კარლოსს არ უნდა დაეტოვებინა იუნაიტედი.
"როდესაც ის იყო ჩვენთან , ნამდვილი პროფესიონალი იყო, იგი თამაშობდა მთელი გულით. დამიჯერეთ მე, მე მშვენივრად ვიცნობ მას. დღემდე მის სახლში შესული უმალვე ვხვდები რომ კარლოსს დღემდე უყვარს ჩვენი კლუბი. რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ დავაკნინებ მის კარიერას სიტიში, მაგრამ როგორც ფეხბურთელი ის ჩვენთან წარმოჩინდა.. მაშინაც კი როდესაც იგი სათადარიგოთა სკამზე რჩებოდა, მას ყოველ წამს შეეძლო მოედანზე გამოსულს თამაშის სურათი არსობითად შეეცვალა. ის ყოველთვის იბრძოდა ბოლომდე. მე ყოველთვის ვეუბნები მას რომ ჩვენთან უნდა დარჩენილიყო. თუ ოდესმე იგი მოიგებს პრემიერლიგას ან ჩემპიონთა ლიგას მე ვეტყვი მას : ..მართალი ქენი რომ გადახვედი სხვა გუნდში .. კარლიტო.. მაგრამ სანამ ეს მოხდება მე გავაგრძელებ მისთვის სიმართლის თქმას."
ევრა დაიბადა სენეგალში .. მაგრამ გაიზარდა იმავე რაიონში პარიზში სადაც ტიერი ანრი. მის მამას, მომუშავეს სენეგალის საელჩოში ჰყავდა დიდი ოჯახი. სადაც ძალიან უნდა მოგენდომებინა რომ გამორჩეული ყოფილიყავი..
"მე ერთ-ერთი ვარ 25 და-ძმიდან. სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა რომ მამაჩემი რომელიც სამჯერ დაქორწინდა და განქორწინდა არ იყო დიდი გულშემატკივარი, მაგრამ ჩემთვის არსებობდა მხოლოდ ფეხბურთი. ერთადერთი რითაც მინდოდა დავკავებულიყავი იყო თამაში, თამაში და თამაში. მე ვიყავი მზად მესდია ბურთისთვის ეზოში წვიმასა და თოვლში. ამისთვის მე არ მჭირდებოდა ფორმა ან გუნდი მთავარი იყო მქონოდა ბურთი. მე მომწონდა რომარიო მაგრამ არასოდეს მყავდა კუმირი.. მე უბრალოდ მიყვარდა ფეხბურთის თამაში"
"მე გავიარე ძნელი გზა რომ მიმეღწია იმისთვის რასაც მივაღწიე. მე არასოდეს ვსწავლობდი კლენფორტენში ან სხვა რომელიმე საფეხბურთო აკადემიაში, სადაც შენ გაძლევენ ყველაფერს რაც გჭირდება: ბუცებს .. ფორმის კომპლექტს. მე გავიზარდე ლეზ იულის რაიონში. რომელსაც ცუდი სახელი ჰქონდა (გადატანითი მნიშვნელობით.. L_M) თუმცა არც თუ ცუდი რაიონი იყო. როგორც უკვე ავღნიშნე არავითარი კავშირი მქონია განგსტერულ ორგანიზაციებთან. მე ვამაყობ იმ ადგილით სადაც მე გავიზარდე და ჩვენი მშობლები ყოველთვის გვაძლევდნენ ჩვენ იმას რას საზრდოებისთვის გვჭირდებოდა.
"მას შემდეგ რაც მე გადავწყვიტე გავმხდარიყავი ფეხბურთელი ბევრმა ადამიანმა მითხრა რომ ჭკუიდან შევიშალე. მახსოვს სკოლაში დასაწერი გვქონდა თემა.. ვინ მინდა გამოვიდე მე? მე დავწერე ფეხბურთელი.. მასწავლებელი მომიახლოვდა და მითხრა: ფეხბურთი პროფესია არაა და ფეხბურთელობაზე მეოცნებე 300 ბავშვიდან მხოლოდ 1 ისრულებს ოცნებას.. მან მკითხა: გგონია რომ ის ერთი გახდები? მე ვუპასუხე: კი მგონია.. კლასელებმა დამცინეს მაგრამ მე მათ ყურადღებას არ ვაქცევდი.."
მიუხედავად იმისა რომ პატრისი უკვე სწავლობდა პარის სენ ჟერმენის საფეხბურთო აკადემიაში მას სერიოზული ყურადღება 17 წლის ასაკში მიაქციეს.
"მე ვიყავი თავდამსხმელი და გამოვდიოდი ჩემი სპორტული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე. მე მომიახლოვდა ერთი იტალიერლი და შემომთავაზა ტურინში სინჯებზე წასვლა. მისი გუნდი იმ დროისთვის სერია-ბ-ში ასპარეზობდა. მე მივეცი მას ჩემი ტელეფონი და სამი დღის მერე დარეკა რათა დალაპარაკებოდა ჩემ მშობლებს.. დედაჩემმა მითხრა: დაივიწყე ის.. ჩვენ არც კი ვიცით ვინაა და რას წარმოადგენს.." თუმცა მე მხარში ჩემი ძმა ამომიდგა და თქვა: "მისმინეთ, პატრისი მაინც არაფერს აკეთებს და რატომ არ აძლევ წასვლის უფლებას?"
"ასე ავღმოჩნდი მე იტალიაში და გავატარე 10 დღე, შემდეგ კი იქ დარჩენა და ახალგაზრუდ გუნდში თამაში შემომთავაზეს, უცებ სიცილიური გუნდის "მარსალა"-ს სკაუტი მომიახლოვდა და პროფესიონალური კონტრაქტი შემომთავაზა.. მან მითხრა რომ საკუთარი სახლი მექნებოდა. მე დავთანხმდი. მე არასოდეს დამავიწყდება როგორ მივედი მათ სავარჯიშო ბაზაზე, როგორ ჩავიცვი ბუცები და სავარჯიშო ფორმა, ჩავიხედე სარკეში.. მე ბედნიერებისგან მეშვიდე ცაზე ვიყავი"
"მას შემდეგ ეს ჩემი ყველაზე კაშკაშა მომენტია საფეხბურთო კარიერაში. არც ჩემპიონთა ლიგის მოგება, არც პრემიერლიგის მოგება, აი ზუსტად ის დღე, როდესაც მე 17 წლის ბიჭმა გავაფორმე პირველი პროფესიონალური კონტრაქტი. მე გავაკეთე ეს ! მე დავამტკიცე რომ ვისაც არ სჯეროდა ჩემი ცდებოდნენ. "მარსალა" იყო მშვენიერი გუნდი , ძალიან გავდა დიდ ოჯახს. იმ დროისთვის მე ვიყავი ერთადერთი შავკანიანი ფეხბურთელი მათ გუნდში და ხალხი ხშირად მთხოვდა მათთან ერთად სურათის გადაღებას, იმიტომ რომ არასოდეს ენახათ შავი ბიჭი. ხშირად ხდებოდა რომ მე უბრალოდ ვსეირნობდი ქუჩაში და სრულიად უცნობი ადამიანები მპატიჟებდნენ სახლში სადილზე.
"მარსალა"დან პატრისი გადავიდა "მონცა"-ში ხოლო იქიდან "ნიცა"ში სადაც პირველად ითამაშა ფლანგური მცველის პოზიციაზე.
"ეს იყო ჩემი პირველი მატჩი ნიცაში და მე გავედი მარცხენა ფლანგზე. რადგან იქ მოთამაშე ბიჭმა ტრამვა მიიღო..” ჰყვება ევრა.. "ჩვენმა მწვრთნელმა სანდრო სალვიონიმ მთხოვა მეთამასა ფლანგზე. ხოლო შემდეგი მატჩის წინ "სტრასბურგი"-ს წინააღმდეგ მითხრა რომ კიდევ ფლანგზე მომიწევდა თამაში. მე ვუთხარი რომ არ ვაპირებდი იქ თამაშს რადგან მე თავდამსხმელი ვიყავი, მაგრამ მან თქვა:"ან ითამაშებ მანდ, ან წახვალ გუნდიდან" ასე რომ მე მომიწია დავთანხმებულიყავი."
იმ წელს ნიცა გადავიდა უმაღლეს ლიგაში ხოლო ევრა დასახელებულ იქნა მეორე დივიზიონის წლის საუკეთესო ფლანგურ მცველად.
"ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონატი,შემდეგ კი გადავედი მონაკოში დიდიე დეშამთან." აგრძელებს პატრისი.. "მე ისევ მინდოდა მეთამაშა მარცხენა შემტევად მაგრამ დიდიემ მითხრა: "არა ყმაწვილო შენ მშვენიერი მარცხენა მცველი ხარ." წლის ბოლოს კი დამასახელეს საუკეთესო ფლანგურ მცველად უკვე ამ დივიზიონშიც. შემდეგ 2004ში ჩვენ მივაღწიეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, იმავე წელს მივიღე პირველი მიწვევა საფრანგეთის ნაკრებიდან."
პატრისის თამაშმა მონაკოში მიიქცია მონაკოს პრინცის მისი უდიდებულესობის ალბერტ მეორის ყურადღება. მაშინდელი მეფის რენის შვილის..გუნდში არავის შეეძლო წარმოედგინა რომ ევრა ეკონტაქტებოდა მონარქის შვილს.
"არავის სჯეროდა რომ იგი პირადად მწერა მესიჯს ტელეფონზე" ჰყვება პატრისი "მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე და მატჩამდე მან მე მომწერე სმს. ის წერდა რომ იმედოვნებს გამარჯვებას. რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ტიტული მამამისის გამო. სამწუხაროდ ჩვენ მაშინ დავმარცხდით . თუმცა როდესაც მე 2008 წელს მოვიგე ეს ტიტული, გამარჯვება სწორედ მათ მივუძღვენი.."
ევრა აცხადებს რომ არ ივიწყებს თავის ფესვებს და შინაგანად ისევ რჩება ქუჩის მოჩხუბრად და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ისე დაინთოს როგორც ასანთის ღერი.
"ჩემში ისევ ღვიძავს ცეცხლს, და ხანდახან მე მას ვერ ვაკონტროლებ. გაიხსენეთ თუნდაც ჩემი საქციელი ჩელსის მოედნის მომსახურე პერსონალთან. თუმცა მე ვთვლი რომ იმ დღეს მე მაინც გავაკონტროლე ჩემი ემოციები. იქმნება შტაბეჭდილება რომ როდესაც მე ჩელსის წინააღმდეგ ვთამაშობ რაღაცა აუცილებლად მოხდება მაგრამ ეს მხოლოდ დამთხვევაა. მე მსიამოვნებს მათ წინააღმდეგ თამაში, მსიამოვნებს მათი დამარცხება. რადგანაც ბოლო წლებში ისინი გახდნენ ჩვენი მთავარი კონკურენტები ტროფეისთვის ბრძოლაში. მიუხედავად ამისა მე შემიძლია ვთქვა რომ პატივს ვცემ ჩელსის."
"მე მახსოვს ერიკ კანტონას სიტყვები, იგი ამბობდა რომ განდახან არ შეუძლია გააკონტროლოს თავისი შინაგანი ემოციები, თუმცა მის გარეშე იგი ვერ ითამაშებდა ისე როგორც თამაშობდა. მეც ესეთ მდგომარეობაში ვარ, მე არ შემიძლია ემოციების გარეშე თამაში, მე მჭირდება რომ ჩემ შიგნით გიზგიზებდეს ცეცხლი. ეს არ ნიშნავს იმას რომ მე ცუდი ბიჭი ვარ. როდესაც მე მივდივარ საბრძოლველად, ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ რომ მოვიგო ბურთი. მე არასოდეს არ მიფიქრია ვინმესთვის ტკივილის მიყენება. ზუსტად ამიტომ ვიყავი ძალიან ნაწყენი როდესაც წინა სეზონის ბოლოს ფაბრეგასი ძალით ცდილობდა ჩაერტყა ჩემთვის , ალბათ ზუსტად ამიტომ ვთქვი ცხელ გულზე რომ მოვუგეთ არსენალს როგორც პატარა ბავშვებს. მაშინ მე ვიყავი ძალიან ნაწყენი. თუ შენ გინდა ვინმესთან გაარკვიო ურთიერტობა ეს არ ხდება მაყურებლის და მსაჯის წინაშე მოედანზე.. ესეთი რამეები ერთი-ერთზე წყდება.."
ევრასთვის ეს პატივისცემის საკითხია. ის ამბობს რომ ყოველთვის სცემს პატივს ეშლი კოულს, კიდევ ერთ საოცარ მარცხენა მცველს, მაშინაც კი თუ წლის შედეგებიდან გამომდინარე მას კიდევ დაასახელებენ საუკეთესო ფლანგურ მცველად.
მაგრამ ყველაზე მეტად ევრა პატივს სცემს თავის კლუბს, გუნდის მწვრთნელს, გუნდის ფეხბურთელებს , გუნდის ისტორიასა და აწმყოს. პატრისი ყვება რომ ოთხი წლის განმავლობაში არ ყოფილა ისეთი ამაყი როგორიც მაშინ როდესაც ფერგიუსონმა მას თხოვა გაეკეთებინა კაპიტნის სამკლაური.
"მე მომეწონა არა მარტო კაპიტნობის განცდა არამედ ისიც თუ როგორი გახარებულები იყვნენ ბიჭები და ამაყობდნენ ჩემით. იმ მომენტიდან რაც მე აქ მოვედი მე არ მტოვებდა განცდა რომ იუნაიტედი ჩემი ბედია. მხოლოდ მაშინ როცა მე გავხდი ამ გუნდის ფეხბურთელი მე გავიგე რომ ვიპოვე ჩემი თავი. თითქოს ჩემმა შინაგანმა გრძნობებმა მიიღეს ის ერთადერთი რაც აკლდათ. აქ მე ვგრძნობ სრულ ურთიერთგაგებას ყველასთან და არ მჭირდება მსახიობობა.. აქ შემიძლია ვიყო ის რაც ვარ.."
ეს იყო პატრის ევრას ინტერვიუ.. ეხლა კი თქვენ მოგიწევთ ლოდინი .. ბოლოს და ბოლოს როდის გამოვა მისი წიგნი..
ევრა