ჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი დარონ გიბსონი იძულებული გახდა გაეუქმებინა საკუთარი პროფილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“, შექმნიდან დაახლოებით 2 საათში.ამ ყველაფრის მიზეზი კი გახდა ფანების მხრიდან წამოსული არნახული კრიტიკა გიბსონის მიმართ.
დარონმა მიბაძა თანაგუნდელ უეინ რუნის,რომელმაც ამავე ქსელში დარეგისტრირებიდან ორიოდ დღეში 200 ათასზე მეტი „Follower” გაიჩნა.გიბოს პროფილის პოპულარიზაციას კი ამ ქსელში მჭიდროს დამკვიდრებული და გამოცდილი მომხმარებელი რიო ფერდინანდი ეწეოდა.
თუმცა გიბსონის იმედები არ გამართლდა და ყველაფერი აბსოლიტურად სხვაგვარად მოხდა.ფანებმა გიბსონს კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხეს მის მიერ უკანასკნელი ჩატარებული მატჩის გამო, „ევერტონის“ წინააღმდეგ.სწორედ ამ ყველაფრის გამო დარონმა პროფილი შექმნიდან ორ საათში გააუქმა.გთავაზობთ რამოდენიმე ფანის გამოთქმულ აზრს გიბსონის მისამართით:
„@dgibbo28, შენი თამაში იყო ერთ–ერთი უარესი რაც კი ოდესმე „იუნაიტედის“ ფეხბურთელს უთამაშია.ბურთის ასე გეშინია?“
„@dgibbo28, ჩემს მეგობარს მოეჩვენა რომ მოედანზე 33 წლის ნახევარმცველი იყო.მოძრაობ როგორც პირლო!!!“
„@dgibbo28, საუკეთესო კომპლიმენტი რაც შემიძლია გითხრა, შენ კერიკს ჯობიხარ“
„@dgibbo28, გუნდი კარგად ინარჩუნებს ბურთს იქამდე სანამ შენ, შენი დარტყმით მას ბოლო ტრიბუნაზე არ გადააგდებ!!“
აქვე უნდა დავამატოთ,რომ „მანჩესტერ იუნატედის“ ფანებმა შექმნეს გვერდი „ტვიტერზე“ მისამართით #getbackgibbo,სადაც ისინი დარონს „ტვიტერზე“ დაბრუნებას სთხოვენ.ამ პოპულარული ინტერნეტ–სერვისით რუნისა და ფერდინანდის მსგავსად სარგებლობენ ნანი, მაიკლ ოუენი, ვალენსია, ევანსი და ანდერს ლინდეგაარდი.
წყარო: მანუნიტედ.გე
"არიგინალი' წყარო: www.Manutd8.Com
საწყალი რა დაჯმა მოეწყობოდა,