როარენაზე მანჩესტერელ "ეშმაკებს" კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი ტურნირის მოგებისათვის , ინგლისის ჩემპიონატში ისინი ერთპიროვნული ლიდერები არიან რაც ჩემპიონატის მიწურულს პირველ და მეორე ადგილს შორის 6 ქულიან უპირატესობაში აისახება.
ეს ტიტული პრემიერლიგაში რეკორდული - 19-ე იქნება რაც ერთით მეტია ვიდრე იუნაიტედის უმთავრეს კონკურენტს შიდა ტიტულების მხრივ- ლივერპულს აქვს აქტივში.
ახალი ტიტულების მოპოვებით მანჩესტერული კლუბი არამარტო ინგლისურ კლუბებს , არამედ ევროპულ კონკურენტებსაც ედავება მოგებული ტიტულების მიხედვით .
ფერგიუსონი აღიარებს რომ სადღაც შურს ისეთი კლუბების როგორიც არიან "აიაქსი" , "მილანი" და მადრიდის "რეალი" თავისი რეკორდული გამარჯვებების მაჩვენებლით ევროპის მთავარ ტურნირებზე .
ამ მომენტში სასიხარულოა პირველ რიგში ის , რომ გერმანიაში ბევრი საჭირო ფეხბურთელი გაფრინდა გუნდთან ერთად და ყველა მათგანი საბრძოლოდ მზად არის.
" დიდი გამოცდილებაა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაში.ჩვენ აქ იმიტომ ვართ რომ აქ არის ჩვენი ადგილი და ვიცი რომ ბევრი დიდი კლუბი გვიყურებს ჩვენ და შურით ივსებიან."- განაცხადა სერ ალექსმა.
"ჩვენ გვსურს გავუტოლდეთ ევროპული ტურნირებში ისეთ გუნდს როგორიც მადრიდის "რეალია"-"
რიო ფერდინანდი და უეინ რუნი ამ შეხვედრის მთავარ პერსონაჟებად მოიაზრებიან , აღსანიშნავია ის რომ ამ ფეხბურთელებისათვის ბოლო ვიზიტი "ვენტსპილს არენაზე" 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ მარცხით დასრულდა(ინგლისი-პორტუგალია 0:0;pen 1:3).
" რიომ თავისი უდიდესი გამოცდილებით ძალიან ბევრი გააკეთა ჩელსისთან ნათამაშებ შეხვედრაში და გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა. ისეთ მომენტებში როგორშიც ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით ხშირად გამოცდილება მთავარ როლს თამაშობს . რიო კარგ ფორმაში იმყოფება და ეს ჩვენ უფრო გვაძლიერებს ." - ამბობს ფერგიუსონი.
" უეინ რუნი ბოლო ორი თვის განმავლობაში შესანიშნავ ფორმაშია , სხვა საქმეა ის რომ ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ფეხბურთელებმა -რიომ, პარკმა, ვალენსიამ და ანდერსონმა მეტი კრეატივი შემოიტანეს გუნდის თამაშში , რადგან უფრო დასვენებულები იყვნენ."
"ხანდახან ისეც ხდება რომ გადამწყვეტი თამაშების წინ ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და გიჩნდება ერთგვარი თავის ტკივილი , თუ ვინ დააყენო შემადგენლობაში , მაგრამ მთავარია რომ იცი - ეს ყველა ის ხალხია ვინც შენ გჭირდება"
"მანჩესტერს არ სჩვევია უკან დახევა ! ეს ის გუნდია რომელიც ბოლომდე იბრძვის გამარჯვებისთვის ! ეს დიდებული თვისებაა და ეს ყველამ კარგად დაინახეთ ევერტონთან ნათამაშებ შეხვედრაში ! "
წყარო Manutd.Com
ფერგიმ რა მტყვნელი ინტერვიუ გააძრო, ეს თუ რეალს გაუტოლდება 3 თითს მოვიჭრი მარცხენა ხელზე
ჯერ აიაქსი დგას რიგში, ეგეთ მკვდარ გუნდს რათ უნდა 4 თასი ვერ ვხვდები