კარგი იყო. გახარებული ვარ ძალიან. როცა იქ ნერვიულობთ აქ საწერად როგორ იცლით მიკვირს

ვუყურე თასის აწევას, ძაან ლამაზი სანახაობა იყო.
ორი თასი მოგვცეს, ერთი კოპა და მეორე იტალიის გაერთიანების 150 წლისთავისთვის მიძღვნილი თასი. თასი. კოპა ძანეტიმ აწია და მეორე თასი მატერაციმ.
მოკლედ კარგ ნოტაზე დავასრულეთ სეზონი.
ბოლო 10 წუთში შევქმენით იმდენი მომენტი – მთელ თამაშს ეყოფოდა.
სნეიდერმა ორი საგოლე პასი გააკეთა, ეტომაც ძაან მაგრები შეაგდო.
ნეტა ის ორი პატარა ხურჯინით ხტომიალი რა რიტუალი აქვთ მაგას და მატერაცის. მსოფლიოზეც გააკეთეს.
მარა მაინც ძაან სანერვიულო იყო. 1-1 რო გაეხადათ კაცმა არ იცის რა მოხდებოდა.
შემეცოდა პალერმო. კაი გუნდია, ის მეორე თასი მაინც მიეცათ მაგათთვის.
ინტერი მაგათი მადლობელი უნდა იყოს – ჩვენ ვერასდროს გვიგებს და ჩვენ მეტოქეებს სისხლს უშრობს.
ეგ სტადიონიც იღბლიანია ჩვენთვის.
კივუ და რანოკია რო არ იყვნენ ვინ მომიშლიდა ნერვებს, კიდეკაი ხარჯა არ იყო
რანოკიას მე პირადად საბოლოოდ გადავუსვი წითელი ხაზი. არაფერი დიდი მცველი არ დადგება მაგისგან, ფოყლაპიაა სუფთა, ვისაც არ ეზარება ყველა ბავშვივით ატყუებს და აპამპულავებს.
მოკლედ გილოცავთ.
Pazza Inter !!!