არაფერ შუაშია ეგ ფაქტორი. როცა თამაშობ გიმართლებს და გაგაქვს კიდეც და როცა გუნდი ჩამოშლილია და წვალობს, რათქმაუნდა ასე ხდება როგორც დღეს იყო.
ნუთუ ვერ ხედავთ, რომ გუნდი ვერ უტევს ელემენტარულად, კომბინაციას ვერ ათამაშებენ. ინდივიდუალურად თუ წაიფაფხურებენ და მაგით იქმნება მომენტი.
კიევოსთან გაგვიმართლა, თორე იმათაც არანაკლები მომენტები ქონდათ, პროსტა ვერ გაიტანეს.
რთული თემაა. ლეონარდომ ჯერ მოსვლისას რა ქნა ასეთი, რომ აგვათამაშა და იმდენჯერ გაგვახარა და ახლა რა ქნა ასეთი, რომ დავიქეცით და გუნდის მეტი ყველაფერი ვართ.
100% -ით მარტო მაგისი ბრალი არ უნდა იყოს ეგ ამბავი,
ამ წაგებით კიდევ ერთი ნაბიჯით მოშორდა ინტერს ლეო (ალბათ) და ახალი ხალხის (ვარსკვლავების) მოყვანაზე უნდა დაფიქრდეს მორატი. ანდაც ფერგიუსონივით და ვენგერივით ამომავალი ვარსკვლავები იპოვნოს.
ფეხბურთელების ნახევარი არმინდასავით თამაშობს. მარტო განცხადებებს აკეთებენ ომახიანს.
სხვას თავი დავანებოთ და ასეთი ინერტული ძანეტი, რასაც დერბის მერე ვხედავთ მე არ მინახავს.
ეტოოც თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით დარბის, მგონია, რომ წასვლა უნდა.
სნეიდერიც ვერაა დუხზე.
მაიკონი ჩუკენობას მიჰყვა, უნდა გაეშვათ როცა მიყავდა იმ რეალს, ახლა ვიღას უნდა.
ლუსიოს გარდა ჟილკა არ ეტყობა კაცისშვილს.
კივუ ციგნის გაგდებული უნდა მოშორდეს, ხარჯა თავისით წავა, ნაგატომოც უკან დაბრუნდება. ნელნელა სტანოკამ სათადარიგოზე უნდა გადაიწიოს და როგორც გიგზი და სქოულზი არიან, საჭიროებისამებრ დაეხმაროს გუნდს. აღარ შეუძლია ადამიანს 90 წუთი სირბილი.
სანაცვლოდ კი ვარსკვლავები უნდა იყიდონ, თუ წარმატებაზეა საუბარი, ისიც კარგად შეგვრჩა რაც მოვიგეთ სუპერზვეზდების გარეშე.
ცუდად დაწყებული სეზონი შუაში ამოვქაჩეთ და საბოლოოდ ისევ ჩავიქეცით. მილანი წელს კაი გუნდია, მაგრამ გული მწყდება, შეიძლებოდა სულ ადვილად გადასწრება. ჩვენ ხელში იყო ყველაფერი და ვერ გავაკეთეთ. მაშინ დავიშალეთ და გავნადგურდით, როცა გადამწყვეტი გვქონდა სათამაშო.
ახლა ბარსა რეალს ვუყურებ და იმაზე ვფიქრობდი, სულ ამათ რატო ყავთ ყველა სუპერვარსკვლავი, ამათზე ნაკლები ფულიაქ ინტერს ან მილანს?
ახლებსაც ესენი პოულობენ, პარადოქსია - რეალმა დიმარია იპოვა და ინტერმა კოუტინიო.
zaza1908