ყველაზე მაგარი რამ რაც შეიძლება მოხდეს, ლეონარდო გადავიდეს იმ ორიალის თუ ბრანკას ადგილას (რომელი წავიდა და რომელი დარჩა არ მახსოვს). მოვიდეს პორტოს მწვრთნელი ბოასი უმაგრესი მწვრთნელია ნახეთ პორტო რა დღეშია. ზედა ეშელონებში მოვრჩით საქმეებს, გადავედით ფეხბურთელებში.
უნდა წავიდნენ: კასტელაცი, ორლანდონი, კორდობა, კივუ, მაიკონი (ოღონდ რეალში), ხარჯა, მილიტო, სუაზო და პანდევი (რო ცოტა ფული ავიღოთ) ამათში ჯამში ერთ 20-25 მილიონს ჩავიჯიბავთ, ჩემი აზრით ალბათ კამბიასოს გაშვებაც შეიძლება რადგან კაცი უკვე ბერდება, თან მოტასთან წყვილში დიდად კარგად ვერ თამაშობს, ჩემი აზრით ჯობს 2 წლით უმცროსი მოტა დავიტოვოთ, რომელიც იტალიის ნაკრებში თამაშობს, ან კიდევ ორივე დავიტოვოთ და ერთი მეორის ზამენა იქნებიან.
უნდა დარჩნენ სტანკოვიჩი, მარიგა და ნაგატომო (აუცილებლად) და არ მინდა სადმე წავიდეს კოუტინიო, ჯობია ზამთარში ბევრი აჭამონ და ფიზიკურად განავითარონ ვიდრე სადგაც ჯურგმულში გაუშვან იქ ისე ვერ მიხედავენ როგორც ჩვენთან
არენდიდან უნდა დავიბრუნოთ:
სანტონი, კაცი რომელმაც მანჩესტერის! რონალდოს ფეხი არ გაანძრევინა, მართალია ბოლოს ცოტა უკლო, მაგრამ შეუძლია და შანსი უნდა მიეცეს, მარჯვნივ უნდა დადგეს ეგ ხავიერ ძანეტისთან ერთად, რომ უფრო იმედიანად იყოს და იცოდეს რომ მის შეცდომას გოლი არ მოყვება საკუთარ კარში.
ვივიანო, თორე ამ უკონკურენტობაში ჩამოეძინა ჟულიოს, + იტალიელია და დიდი მომავალი აქვს, თან ჩვენი გაზრდილია.
ბელეჩი ესეც მეკარეა, III მეკარისთვის იდეალური ვარიანტია.
კრჰინი თუ გახსოვთ ამ სლავს რამხელა ნდობა გამოუცხადა მოურინიომ, მომავლის გეგმებში დიდი როლი ეკავა, წელს ბოლონიაში თამაშობს პრაქტიკისთვის დავიბრუნოთ კარგი გამოცდილება მიიღო მემგონი უკვე (ან შეიძლება მიყიდეს კიდეც არაა გამორიცხული

),
ობიორა,
რინკონი ესეც კამბიასოს სტილის მოთამაშეა, და აუცილებელზე აუცილებლად
მატია დიესტრო პაცინის იდეალურზე იდეაალური ბექი იქნება, ნამუშევარი აქვს მოურინიოსთან, მოურინიო ამას განიხილავდა როგორც იბრაგიმოვიჩის შემცვლელს, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და.......

წელს ჯენოაში თამაშობს ბრწყინვალედ. და არ დამავიწყდეს უმთავრესი
მუნტარი, ამას კომენტარი არ ჭირდება
უკვე გადმოსულებზე:
კასტალიოსი, კარგი ბიჭია მაგრამ მთავარია არნაუტოვიჩი არ დაემართოს,
კრანსდლმიულერი ერთი წელი ალბათ კიდევ იქნება პრიმავერაში ჯერ პატარააა, დიდი მომავალი აქვს.
მომსვლელები: ხოოოო ეს უკვე დიდი თემააა, თუ ბოასი თუ ბოაში როგორცაა მოვიდა მაშინ ერთ-ორ იგროკს უნდა ველოდოთ პორტოდან დაცვაში წამოიყვანს ერთს ან
როლანდო, ან
ფუცილე, ან
მაიკონი ალბათ უფრო ფუცილე მგონია, ნახევარდაცვაშიც თუ ვინმე უნდა ალბათ მოუნტინიო, კარგი ბიჭია მაგრამ ნახევარდაცვაში ბევრი ვარიანტი გვყავს და ალბათ ზედმეტი იქნება თუმცა თუ მოვა მე სიხარულით შევხვდები რადგან თითქმის უნივერსალია. პორტოს 2 მოთამაშე რომელიც მომწონს ნამეტნავად არიან
ჯეიმს როდრიგესი,
ფალკაო, ფალკაო რომ საოცრებებს აკეთებს თავადაც ხომ ხედავთ. და ის როდრიგესი 19 წლისააა და სანჩესისავითაა მემგონი რომ ეგ მომავალი კრიშტიანუ რონალდოა თავში ავარდნების გარეშე. განვაგრძოთ, იმედია თავი არ მოგაწყინეთ, თუ ფალკაო და ჯეიმსი მოვიდნენ მაშინ შეტევის ხაზის დაკომპლექტებას ორი კაცი დააკლდება ესენი არიან
განსო,
სანჩესი, მორატი რომ ვიყო ამ ორ ფეხბურთელში ჯამში 50 ლიმონს გადავიხდიდი, შეტევა დასრულდა ჩამოვიწიოთ ოდნავ უკან,
ჰამშიკი, ფეხბურთელი რომელმაც მომხიბლა, ნაპოლიში ასრულებს მთლიანად შავ სამუშაოს, ერთი ეგეთი გვინდა, და სნეიდერი ცოტა განთავისუფლდება, თან ჰამშიკი უკან ისეთივე პროდუქტიული იქნება როგორც წინ და თუ ვესლი გადაიღლება მარტივად შეცვლის მას მარეკი (ჰამშიკი). წავედით დაცვაში, რადგან აქ ყველაზე დიდი რემონტია ჩასატარებელი, რანოკია კარგია, მაგრამ როგორც III მცველი ეგრე იყოს ჯობია და ლუსიო-სამუელის შემცვლელი იყოს ეს ერთი წელი, კიდევ ერთი კარგი მცველი კარგი იქნებოდა, რადგან მხოლოდ ლუსიო სამუელი რანოკია და მატერაცი არაა საკმარისი, ჩვენი ჯილა მატრიცა, როგორც მოურინიომ აღნიშნა გუნდში მუხტის და კარგი ხასიათის შემომტანია, ეგ გუნდიდან წასული არ მანახოთ!!!! და კიდევ ერთი
ფილიპ ჯოუნსი, ბლექბერნში თამაშობს, 19 წლისაა, სამუელი, პეპე, ლუსიო რო გააერთიანო ეს ბიჭი მიიღება, უდიდესი მომავალი აქვს. კიდევ მატიას
ზანკა იორგენსენი, თამაშობს 20 წლისაა და დაცვის ლიდერია რასაც ქვია

და კიდევ ერთი იტალიელი მარცხენა ფლანგზე რადგან კივუ გავუშვი ესაა დომენიკო კრიშიტო თან როგორც ვიცი მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს,
ხო და არ დაგვავიწყდეს რა, დიდი სიამოვნებით, ნეიმარი ვიყიდოთ და არენდა ეტოოს შეცვლის კანფეტივით.
ესე ვიზამდი მე პირადად, + თითები დამატყდა. და საბოლოოდ მინდა რომ ზაფხულის ბოლოს გაზეთს რომ გადავშლი ტრანსფერებზე რომ არის ხოლმე გვერდი, სერია A ს ტრანსფერებში ინტერი ასეთი ვიხილო
მოსვლა: კასტალიოსი, სანტონი, ვივიანო, ბელეჩი, კრინი, ობიორა, რინკონი, მუნტარი, დიესტრო (ყველა არენდიდან დაბრუნდა), ფუცილე, ფალკაო, როდრიგესი (ორივე პორტო, 15 მლნ.), განსო, ნეიმარი (ორივე სანტოსი 40 მლნ.), სანჩესი (უდინეზე,25მლნ), ჰამშიკი (ნაპოლი, 25 მლნ), კრიშიტო (ჯენოა, 3 მლნ), ჯოუნსი (ბლექბერნი, 1.5 მლნ) ზანკა (კოპენჰაგენი, 2.5 მლნ), ნაგატომო (1,5 მლნ)
წავიდნენ: კასტელაცი, ორლანდონი, კორდობა, კივუ(3.5მლნ), მაიკონი (რეალი, 7მლნ), ხარჯა(არენდა დაუმთავრდა), მილიტო(რეალი, 7მლნ), სუაზო (ეს კიდე ცოცხალ იყო?) პანდევი (ბაიერნი 15მლნ) {როგორც ვიცი ამდენს იხდის ბაიერნი}
არენდა (IN): N/A
არენდა (ოუთ): ნეიმარი (სადმე მაგალითად პორტო და ალბათ 2 წლით)
ანუ ასეთ შემთხვევაში გუნდი როგორი იქნება სხვა დროს დავწერ ეხლა თითები ამტკივდა, შემიფასეთ და დამიფასეთ შრომა და ერთი ორი კომენტარი გაუკეთეთ ჩემს პოსტს კიარადა სტატიას
This post has been edited by MAGIC man on 1 May 2011, 16:31