ვინც მოგვილოცეთ რეალის ფანებს - გულწრფელი მადლობა.
პირადად მეც არაერთხელ მომილოცავს არაერთი თქვენგანისთვის.
ხოდა ახლა რის დასაწერად შემოვედი. წინა გვერდები გადავიკითხე და ჯერ სიცილი ამიტყდა, მერე ტირილში გადამეზარდა.
ალბათ ჩვენ სხვა თამაშს გვაყურებინებენ და თქვენ (ყველა არა) სხვას უყურებთ ხოლმე.
იქ პოსტები გაიჩითა ამათი სიმულიანტი დედებიცო. რა მაინტერესებს ადებარიორმა რომ ყვითელი მიიღო მასკერანოსთან შეჯახებისას, მანდ არაფერი იყო სიმულაცია თუ არა სიმულაციის მაგვარი? : D
ან პუიოლმა რაც გააკეთა წინა თამაშში არ იყო ეგ სიმულაცია? : D ახლა ვერავინ დამაჯერებს მე იმას, რომ თითქოს პუიოლი გუშინ წინა კლასიკოში მიღებული ტრავმის გამო არ იყო, აბსურდია.
და ერთი კიდევ, როდის აქეთია სამეფო თასი უბრალო ტურნირი გახდა, რომლის მოგებაც არაფერს წარმოადგენს?

ის მეგა-წარმატებული სეზონი, რომ გქონდათ და კოპაც მოიგეთ, რას ამბობდით ხუთი ტურნირი მოვიგეთ თუ ექვსიო? : D
არ შეიძლება ასე, თქვენ თუ იგებთ იასნად მაგარია და რამე და თუ რეალმა მოიგო, ვის რაში უნდოდაო? : D
და დაიმახსოვრეთ კიდევ, მიზანი ამართლებს საშუალებას

ჩემი რჩევაა: მიბაძეთ babaiaro-ს და sparrow-ს და ნუ ჩაიციკლებით მესიზე

ჰო და კიდევ, ერთ-ერთმა აქაურმა, თან საკმაოდ პატივცემულმა, იუზერმა თქვა: "ფეხბურთში ყველაზე ლამაზი ტაბლოა."