ვულოცავ მადრიდის 'რეალის' ყველა გულშემატკივარს ამ გამარჯვებას!

უფრო მნიშვნელოვანი მაინც ჩემპიონთა ლიგაა, მაგრამ სამეფო თასის ფინალში პრინციპული მეტოქის დამარცხება ყოველთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
მოურინიო კიდევ ალბათ ტაქტიკის გენიოსია, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ანტი-ფეხბურთი ითამაშა, ჩაკეტა თამაში, იტალიური "კატენაჩო" ათამაშა 'რეალს' და ა.შ. ფაქტი სახეზეა 'ბარსელონა' დამარცხდა და 'რეალია' გამარჯვებული. ისე, "კატენაჩო" ფეხბურთის მიმდევარი "სვარკა" ფეხბურთის მოთამაშე იტალია 4-გზის მსოფლიოს ჩემპიონია და მე მგონი ფეხბურთში და საერთოდ სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვება უმთავრესია.
ახლა, რაც შეეხება თამაშს, I ტაიმი - 'რეალმა' აჯობა, II ტაიმი - 'ბარსელონამ', დამატებითი დრო - 'რეალმა' და გოლიც გაიტანა.
საბოლოო ჯამში 'ბარსელონა' მეტს ფლობდა ბურთს, მაგრამ 'რეალს' მეტი საგოლე მომენტი ჰქონდა. ანხელ დი მარიამ მაინც მოახერხა ბოლო წუთებში წითელის აკიდება და 10 კაცით დაამთავრებინა 'რეალს' თამაში.
სხვა რა? 'რეალმა' ალბათ დამსახურებულად მოიგო, რადგან მეორეს მხრივ არც 'ბარსელონა' ჯობდა რაიმეთი.
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)