პირველი ტაიმი: 6:5:0...მეორე ტაიმი: 11:0:0
"არის ასრულდა ესოდენ ნანატრი ოცნება"–ასეთი ფრაზები მესმოდა ტრიბუნებზე შეკრებილი "რეალის" ფანებისგან. ამას ეძახით ფეხბურთს? ამას ეძახით თამაშს? ამას ეძახით ტექნიკას? ამას ეძახით კლასს? ამას ეძახით შესანიშნავ თამაშს? ამას ეძახით ნამდვილ "ელ კლასიკოს"? თქვენ თუ ლამაზი ფეხბურთის ცქერა გნებავთ, "ბარსელონას" უცქირეთ, ხოლო თუ ანტი ფეხბურთის–მოურინიოს.
ნახეთ როგორ თამაშობდა "რეალი" პირველ ტაიმში? 6:5:0. ახლა არ მითხრათ არ ხარ მართალიო. ერთადერთი რონალდუ რჩებოდა წინ, ისიც ათასში ერთხელ. როგორც იქნა გაძლეს "თეთრებმა" და გოლი არ გაუშვეს. მეორე ტაიმში მოურინიომ ტაქტიკა შეცვალა: 11:0:0. მოედანზე ადებაიორი შემოიყვანა, როგორც "გამოკვეთილ ფორვარდად". მიხვდით ალბათ ამას ბრჭყალებში რატომ ვამბობ. ემანუელი გამოკვეთილ ფორვარდს კი არა, გამოკვეთილ მცველს უფრო ჰგავდა. ინიესტა ბრწყინვალე იყო. ასევე ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა მესიმაც. ძალიან მომეწონა ლეოს გარღვევა, კარგი პასი და პედროს გოლი, თუმცა სამწუხაროდ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
რაც შეეხება პორტუგალიელ "სპეციალისტს", მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ როგორ "უყვარს" ფეხბურთი და როგორ "ლამაზ" თამაშს ათამაშებს გუნდს.
მოვდიოდი სტადიონიდან და ვხედავდი მადრიდელების ბედნიერ სახეებს. მათ ხომ ნანატრი გამარჯვება მოიპოვეს "ბლაუგრანასთან". მაგრამ რევანში? ნუთუ ყველამ დაივიწყა 2:6 და 5:0? ჩვენ კი ამ წაგების რევანშს ნამდვილად ავიღებთ. გაბრაზებულ გულზე, ჩვენს ლომ კაპიტანთან ერთად, ზუსტად 1 კვირაში "თეთრებს" ჩავაკითხავთ და კუდით ქვას ვასროლინებთ. შემდეგ კი მათთვისვე უკეთესი იქნება "კამპ–ნოუს" და საერთოდ კატალონიის ტერიტორიას არ მოუახლოვდნენ!
სახლის გზაზე ზედმეტად აღფრთოვანებული "რეალის" გულშემატკივარი შემხვდა. პატარა კამათი მოგვივიდა და გადავწყვითე მოგიყვეთ. მადრიდელს მ ასოთი ავღნიშნავ, ხოლო ჩემს თავს, როგორც კატალონიელს, კ ასოთი.
მ: ჰაჰაჰა, როგორ ხასიათზე ხარ, გაჩვენეთ თუ არა კლასი?! აი ეს იყო ნამდვილი ფეხბურთი!
კ: ამას როგორ ამბობ. შენ თუ დღევანდელ თამაშს ეძახი "ნამდვილ ფეხბურთს", კარგად ყოფილა შენი საქმე.
მ: რა იყო, არ გინდა აღიარო "ბარსას" უსუსურობა?
კ: მე მაქვს საღიერებელი ეს თუ შენ? დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ როგორ ეშინია თქვენს "ტაქტიკოს" მოურინიოს გვარდიოლასი და საერთოდ, "ბლაუგრანასი".
მ: დღეს გამოჩნდა, თუ რაოდენ ძლიერია ჩვენი ტაქტიკოსი ჟოზე, თქვენს ძალით მწვრთნელ გვარდიოლაზე.
კ: უბრალოდ სასაცილოა. პეპია ხომ ძალით მწვრთნელი? თუ 10 მცველით თამაშს ეძახით ტაქტიკას? მოიცა, მოიცა, ეხლა არ მითხრა ეს სწორედ ბრწყინვალე ტაქტიკის ნაწილი იყოვო და თუ დაცვაში ვიდექით აბა გოლი როგორღა გაგიტანეთო. ამის საპასუხოდ ერთ ძალიან კარგ მაგალითს მოიგყვან სულ უახლოესი წარსულიდან. ხომ გახსოვს "ხიხონთან" თამაში? აი ის, 0:1 რომ წააგეთ "ბერნაბეუზე". როგორია, როცა მოწინააღმდეგე მთელი გუნდით თავს იცავს? შენი "რეალი" მომენტს მომენტზე ქმნიდა, მაგრამ მაინც წააგო. ნეტავ როგორ?
ამ დროს მადრიდელმა ხმა ვეღარ ამოიღო...დიდი ხნის ფიქრის შემდეგ თქვა:
მ: რა დროს "ხიხონია"? დღეს მოგიგეთ და აღიარეთ.
კ: მე ჩემი სათქმელი გითხარი და ახლა ჯანდაბამდეც გზა გქონია...ხო, და კიდევ: ოთხშაბათს შევხვდებით! იქ ნახავ "ბარსელონას" ნამდვილ ძალას და ჟოზეს აცრემლებულ თვალებს!
ამ დროს დასარტყმელად წამოიწია, თუმცა ერთი კარგი აქეთ ვუთავაზე და დავუყოლე:
"მოგესალმები ჯოჯოხეთში!"
თარიღი: დღეს, 05:56 | ავტორი: THIERRYHENRY14 | კომენტარი: 61
აგერაა მაგ სტატიის სრული ვერსია
MADRIDISTA.GE - გაიგე მადრიდის "რეალზე" ყველაზე მეტი...