80% ფინალშია მანჩო და მგონი ყველას ესმის.
მიუხედავად ამისა შალკე მე პირადად მაგრად მომეწონა.
არც მეგონა რომ ასეთი მობილური გუნდი არსებობდა ბავარიის იქით.
საკმაოდ ხისტი და დალაგებული.
ტყუილად ბურთს არ იგერიებდნენ თუ მათ საჯარიმოსთან ახლოს არ იყო და
რაც მთავარია ეტყობოდათ დაწერილი სქემა.
საბედნიეროდ ჩვენმა დაცვამ ადვილად მოახდინა ამ სქემის გაშიფრვა მაგრამ
რაც არ უნდა იყოს ბეწვზე ვიდექით. ერთი არასწორი მოგერიება მაღალ ბურთზე,
ერთი მზაკვრული ასხლეტა და ნაღდად გაიტანდა შალკე.
ონტრშეტევებზეც საკმაოდ ორგანიზებულად და რაც მთავრია მართლა საშიშად და სწრაფად გადმოდიოდნენ,
თითქოს პორტუგალიური გუნდიაო რა. ყველას რო სილვა ან მენდეში ქვია და ყველა რო ერთნაირი გეჩვენება.
ყველა დაუღალავი და ყველა სწრაფი

თუმცა ფეხბურთელების კლასით ვაჯობეთ და კარგია.
რუნის ან გიგზის კალიბრის ფეხბურთელი რო ყოლოდა შალკეს შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო საქმე.
რაულზე არ ვიძახი. რაულამდე ბურთი უნდა მისულიყო.
ერთი სიტყვით კიდევ კარგი რომ დღეს პლანეტებმა არ იტყნაურეს და არ გაეჭედათ თორე მე როგორც
მანჩესტერის ლიგაზე სერიოზულ პესიმისტს უკვე ნაღდად მეგონა რო რამე ღლე გოლს გაიტანდა შალკე მაინც.
კიდევ კარგი რომ არ დავიღალეთ და ბოლომდე გავუძელით ასეთ საკმაოდ მოულოდნელ და სწრაფ ტემპს.

რაც შეეხება პერსპექტივებს.
1) ძაან ტეხავს ფინალში გახვიდე და მეორეჯერაც წააგო ბარსასთან. აი ძაან.
2) რეალის მიჭიმვის პრინციპიც არსებობს, რონალდუ + მაურინიო.
3) თუ მოვიგეთ რაც ისედაც კარგია

დამატებით დატვირთვას აუცილებლად მოვუძებნით

ეხლა რა ხდება...
მირჩევნია ბარსასთან თამაში რადგან.... დარწმუნებული ვარ რომ მანჩო როგორც ერთერთი გრანდი უბრალოდ
თავს არ მისცემს იმის უფლებას რომ ბარსა როგორც მოწინააღმდეგე ბოლომდე არ გაშიფროს და ყველა ვარიანტი
არ დაუთვალოს. სამწვრთნელო შტაბი ამას უბრალოდ აღარ დაუშვებს.
ასერომ მირჩევნია ისევ ასე თუ ისე ნაცნობ გუნდს შევხვდეთ რომ ანტისქემა უფრო საიმედო იყოს.
წაგების ვარიანტში კიდე პროსტა უბრალოდ გაირკვევა რო ნუ ამ და ასეთს ბარსას ვერ უგებს ლიგის ფინალისტიც
კი და მორჩა რა. უკვე ძაან ლეგენდა გუნდი გახდება.
თან 2ჯერ იგივენაირი ფინალების მომგებებისაც არ მჯერავს მაგრამ ფაქტია რომ ფინალი მაინც ფინალია და მარსელსაც
რომ ვხვდებოდეთ იქ მარსელიც კი რეალივით ითამაშებდა.
რეალი... რეალი არის საშიში. ძალიან ძლიერი კონტრატაკა გუნდია და ეხლანდელ ბარსას ფეხბურთელებს
უკვე ზოგიერთი რეალის ახალგზარდები ჯობიან კიდეც.
დი მარია, რონალდუ, იგუანი, ძლიერები არიან და მართლა.
ადებაიორიც ყავს თან რომელიც სხვათასორის მანჩოს სისხლს უშრობდა ინგლისში.
თან... რეალს საკმაოდ კარგი მაჩვენებლები აქ ლიგაზე დაცვაში. თითქმის იგივე რაც ჩვენ.
მაგრამ შეტევაში რეალი მართლა გვჯობია. რაღაც პონტში შეილება დაჟე ბარსასაც ჯობია უკვე და მე მჯერავს რო ჯობია.
აი როგორც გუნდი... ოოო ეს სხვა საკითხია.
ამ 3 გუნდიდან ბარსა უფრო აწყობილი და საიმედო მექანიზმია...
გუნდი კი.. აი მანჩესტერი უფრო კარგი გუნდია ვიდრე რეალი.
გუნდი მაინც უფრო ისეთი რამეა რა. ემოციური სიტყვაა. ცოცხალი.
ადამიანების ჯგუფს ქვია ხო? აი მანჩესტერში, როგორც კარგ გუნდში, კარგი პროფესიონალები არიან
მაგრამ მექანიზმი მაინც არ არის გამოკვეთილი როგორც ცივსისხლიანი და უკვე ბევრჯერ გამობრდძმედილი
რაღაც სქემა და ქატიკა და ა.შ.
აი კარგი გუნდობის ეტაპი ბარსამ გაიარა და ეხლა უკვე მექანიზმივით გუნდია. სეეერიოზული, ძვირადღირებული,
მომგებიანი მექანიზმი.
აი რეალი კი, რეალი კი, ჯერ კარგი გუნდიც ვერ არის რა...
რეალი უფრო ფეხბურთელების ინდივიდუალური მაღალი კლასის ხარჯზე მომუშავე მოვლენაა
რომელსაც დავალებებს აძლევს მწვრთვნელი.
მათი სისუსტე, ჩემი აზრით იმაშია რომ აი ეს მაღალი კლასის ფებხურთელები რადგან ადამიანები არიან,
შეიძლება ცუდ ფეხზე გაიღვიძონ, შეიძლება უბრალოდ რაღაც ცუდი დღე ქონდეთ და მათი შეცვლა ან
თავიდან მოტივირება იქნება ძნელი.
მარგამ თუ ეს მაღალი კლასის ფეხბურთელები, თან ახალგაზრდები, ენერგიით და სტამინით სავსე ტიპები
ერთბაშად კარგ ფეხზეც გაიღვიძებენ, სწორ დავალებებსაც მიიღებენ და როგორც გუნდი საშუალოდაც მაინც
კარგად ითამაშებენ არამგონია მართი მოგება ადვილი იყოს კი არა შეიძლება ნებისმიერი გუნდი დააჩოქონ.
რეალს არ ვიცნობთ, რეალი უცნობია, ყვეალფრის მკისრებელი და ამიტომ საშიში.
აი რა იქნება კი უკვე ხუი ივო ზნაიტ

ვნახოთ...