http://worldsport.ge/Read.aspx?news=19662&lang=1კოლუმბიის ქალაქ კარტახენაში, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალიური ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა. ჩემპიონატი 29 ივლისიდან ოც ივლისამდე კოლუმბიაში გაიმართება.
ფინალური ეტაპის სისტემა არ შეცვლილა - 24 გუნდი ექვს ჯგუფად გადანაწილდა, საიდანაც პირველ-მეორეადგილოსნებს 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც დაემატება და ბრძოლა მერვედფინალიდან გაგრძელდება.
A ჯგუფი (ქალაქები - ბოგოტა/კალი): კოლუმბია, საფრანგეთი, მალი, სამხრეთ კორეა.
B ჯგუფი (ბოგოტა/კალი): პორტუგალია, ურუგვაი, კამერუნი, ახალი ზელანდია.
C ჯგუფი (პერეირა/მანისალესი): ესპანეთი, ავსტრალია, ეკვადორი, კოსტა-რიკა.
D ჯგუფი (პერეირა/არმენია): ხორვატია, ნიგერია, საუდის არაბეთი, გვატემალა.
E ჯგუფი (კარტახენა/ბარანკილია): ბრაზილია, ეგვიპტე, ავსტრია, პანამა.
F ჯგუფი (კარტახენა/მედელინი): არგენტინა, მექსიკა, ინგლისი, ჩრდილოეთ კორეა.
აღსანიშნავია, რომ ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა განა. არადა, განელები მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონები არიან - 2009 წელს მოიგეს.
20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი 1977 წლიდან ტარდება და საბჭოთა კავშირის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. 1985 წელს ჩემპიონატი ყოფილ საბჭოეთში გაიმართა და ერთ-ერთი ჯგუფის შეხვედრებს თბილისმა უმასპინძლა. მაშინ სწორედ "თბილისის ჯგუფის" გუნდები გავიდნენ ფინალში - ბრაზილიამ ესპანეთს დამატებით დროში 1:0 სძლია.
განვლილი 17 ჩემპიონატიდან, ყველაზე ხშირად არგენტინა იმარჯვებდა - 6-გზის ტრიუმფატორები არიან და მათ შორის, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები გამხდარან დიეგო მარადონა (1979 წელს) და ლეო მესი (2005 წელს).
ჩემპიონების სია:
6 - არგენტინა (1979, 1995, 1997, 2001, 2005, 2007).
4 - ბრაზილია (1983, 1985, 1993, 2003).
2 - პორტუგალია (1989, 1991).
1 - საბჭოთა კავშირი (1977).
1 - გფრ (1981).
1 - იუგოსლავია (1987).
1 - ესპანეთი (1999).
1 - განა (2009).
ცნობისთვის, 2013 წელს ჩემპიონატი თურქეთში გაიმართება.
ილია ნანობაშვილი