Daneliaვინაა ეგ?

მანჩესტერ სიტის” არგენტინელი შემტევი, კარლოს ტევესი, ბევრისთვის მოულოდნელად, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ეს ფაქტი მოულოდნელი იმიტომაა, რომ “ალბისელესტეს” მთავარმა მწვრთნელმა, სერხიო ბატისტამ ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ 27 წლის შემტევის ადგილს იგი გუნდში ვერ ხედავდა.
როგორც ჩანს, ბატისტა ტევესს თავის გამოჩენის შანსს აძლევს, რადგან “სიტის” თავდამსხმელი, ნაკრების გაფართოებულ შემადგელობაში მოხვდა. კოპა ამერიკამდე, არგენტინელები სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ (პირველ ივნისს ნიგერიასთან, ხუთ ივნისს – პოლონეთთან, ოც ივნისს – ალბანეთთან). ამ მატჩებისთვის, ბატისტამ 26 ფეხბურთელს უხმო, ხოლო მათგან 22 საუკეთესოს, იგი კოპა ამერიკის განაცხადში შეიყვანს.
არგენტინის ეროვნული ნაკრების სრული განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: რომერო (“ალკმაარი”, ჰოლანდია); კარისო (“რივერ პლეიტი”), ანდუხარი (“კატანია”, იტალია);
მცველები: გ. მილიტო (“ბარსელონა”, ესპანეთი), გარაი (“რეალი”, ესპანეთი), ბურდისო (“რომა”, იტალია), ძანეტი (“ინტერი”, იტალია), პარეხა, როხო (ორივე “სპარტაკი”, რუსეთი), საბალეტა (“სიტი”, ინგლისი), მონსონი (“ბოკა ხუნიორსი”);
ნახევარმცველები: მასკერანო (“ბარსელონა”, ესპანეთი), ბილია (“ანდერლეხტი”, ბელგია), ბანეგა (“ვალენსია”, ესპანეთი), კამბიასო (“ინტერი”, იტალია), პასტორე (“პალერმო”, იტალია), ვალერი (“ლანუსი”), გაგო (“რეალი”, ესპანეთი), ენცო პერესი (“ესტუდიანტესი”);
თავდამსხმელები: მესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), დი მარია, იგუაინი (ორივე “რეალი”, ესპანეთი), აგუერო (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ლავესი (“ნაპოლი”, იტალია), ტევესი (“სიტი”, ინგლისი), დ. მილიტო (“ინტერი”, იტალია).
დღეს რომელზეა ჩვენი დროით?