მე რას მისწორებ შენ გელის 12 გამოცდა
* * *
როდესაც "მილანი" სან-სიროზე სკუდეტოს ზეიმობდა, რობინიომ მცირე ინტერვიუ მისცა "Mediaset Premium"-ს მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ:
"მე ბედნიერი ვარ მილანში, როგორც ჩანს, მე ვიპოვე ჩემი გუნდი, სადაც შემიძლია გუნდისთვის სარგებლის მოტანა და თან თამაშით სიამოვნების მიღება.
ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით სათამაშოდ, საჭიროა ცოტა დავალაგოთ თამაში, ჩვენც ამას ვცდილობთ, წინ ზაფხული გველის, შემდეგ ჩვენ ვეცდებით მოვიგოთ ყველა ტურნირი, დავიწყებთ იტალიის სუპერთასით, მაგრამ მთავარი მიზანი იტალიაში ჩემპიონობის დაცვა და ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება".

this is robson de souza

ტალიის ჩემპიონობის აღნიშვნის დროს ჟურნალისტებმა ინტერვიუ ჩამოართვეს "როსონერის" მთავარ მწვრთნელს მასიმილიანო ალეგრის, რომელიც ემოციებს ვერ მალავდა:
"ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება''. ეს ზღაპარს ჰგავს, ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა ასეთი გრძნობა, - განაცხადა ''როსონერის'' თავკაცმა "კალიარისთან" მოგებული მატჩისა და იტალიის ჩემპიონობის აღნიშვნის შემდეგ, - ''მე აღფრთოვანებული ვარ, დაუვიწყარი ემოციებით ვარ აღსავსე.''
''ძალიან მინდოდა, "სან სიროზე" ბიჭებს ჩემპიონატი ისე დაესრულებინათ, როგორც იტალიის ჩემპიონებს შეეფერებათ და გაეხარებინათ ჩემპიონატი. ვფიქრობ, ეს ამოცანა 100 პროცენტით შევასრულეთ.
''კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი კლუბის პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის იმისთვის, რომ მან ისეთი ფეხბურთელები მაჩუქა, რომლებმაც ჩვენ მოგვაპოვებინეს იტალიის ჩემპიონობა''. - დაასრულა ალეგრიმ.
"მილანის" ჰოლანიელ ნახევარმცველს კლარენს ზეედორფს "როსონერის" შვედი ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის დარჩენა სურს, რომელიც ახლა "ბარსელონადან" იჯარით თამაშობს "შავ-წითლებში":
"ზლატანი უნიკალური ფეხბურთელია, მე ასეთი ფეხბურთელი მთელი კარიერის მანძილზე არ მინახავს. შვედი ფიზიკურად საოცრად ძლიერია და ჩემი აზრით, ის ერთადერთია მის პოზიციაზე, ვისაც შეუძლია ძალიან დიდი სარგებლის მოტანა "მილანისთვის". ხუმრობა არაა, მაგრამ ყველა გუნდი, სადაც იბრა გადავიდა, თავის ქვეყანაში ჩემპიონი გახდა, ეს ძალიან სასაცილო დამთხვევაა. "მილანი" იყო, არის და იქნება ამბიციური კლუბი, იბრაჰიმოვიჩი კი ის ფეხბურთელია, რომელსაც ყოველთვის სურს მოგება. ისინი იდეალურად შეეფერებიან ერთმანეთს".
გუშინდელი მატჩის შემდეგ Milan Channel - ი "მილანელებს" გაესაურბა, ერთ-ერთი რესპოდენტი კი როდნი სტრასერი იყო:
"მე ბედნიერი და კმაყოფილი ვარ იმით, რაც გუნდმა გააკეთა. ჩვენ ჩემპიონები ვართ, ჩვენ საუკეთესო გუნდი ვართ.
დღეს მე პრიმავერას შემადგენლობაში ვითამაშე "ინტერის" წინააღმდეგ, გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც მოვიგეთ. ამის შემდეგ მე გამოვიძახე ტაქსი და "მილანის" ავტობუსისკენ წავედი. არ შემეძლო გამომეტოვებინა ის, რაც საღამოს ქალაქის ქუჩებში მოხდებოდა."
შემდეგ ინტერვიუ მარკ ვან ბომელს ჩამოართვეს:
"მე კარიერაში მერვედ გავხდი ჩემპიონი, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებული იყო. ეს აუდიტორია შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის.
მე ბედნიერი ვარ "მილანში" თამაშით და მინდა მადლობა გადავუხადო ადრიანო გალიანის, რადგან მან მომიყვანა აქ და ჩემი ცხოვრება შეცვალა.
ფეხბურთი საოცარი თამაშია, კვირას მე "ბაიერნის" შემადგენლობაში ვთამაშობდი, სამი დღის შემდეგ კი "მილანის" შემადგენლობაში დებიუტი მქონდა იტალიის თასზე. არც ერთი წამით არ მინანია, რომ "ბაიერნი" დავტოვე და "მილანში", ამ დიდებულ კლუბში მოვედი."
შემდეგი იყო გუნდის კაპიტანი მასიმო ამბროზინი:
"მე მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს, სამედიცინო პერსონალს, კლუბის პრეზიდენტს და რა თქმა უნდა ფანებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან.
მე არასდროს ვმალავდი, რომ "მილანში" დარჩენა მინდა, მაგრამ მეც და ჩემს მეგობრებსაც გვესმის, რომ დრო წინ მიდის, ჩვენ ახალგაზრდები აღარ ვართ და ხელმძღვანელებმა უნდა გადაწყვიტონ, დაგვტოვებენ თუ არა კლუბში. არ დავმალავთ, ძალიან გვინდა აქ დარჩენა, რადგან დიდი ხანია "მილანში" ვართ და თუ ხელმძღვანელები ახალ კონტრაქტს შემოგვთავაზებენ დავრჩებით, აქ საქმე ფულში არაა, საქმე კლუბის სიყვარულშია. თუ ასე არ მოხდა, ჩვენ გავიგებთ და ამას შევეგუებით."Milan Channel-ს შემდეგი კლარენს ზეედორფი გაესაუბრა:
"ჩვენ უბრალოდ შესანიშნავად დავასრულეთ სეზონი "სან სიროზე", ვაჩვენეთ ძალიან კარგი თამაში და გავიტანეთ ოთხი გოლი. ჩვენ გავახარეთ ჩვენი გულშემატკივრები, რომლებიც "პეაცა დუომოზე" იყვნენ შეკრებილები და ოვაციებით გვამხნევებდნენ. მოედანი გადაჭედილი იყო, ისევე როგორც "სან სირო".
მე ემოციების შეკავება მიჭირს, უკვე ცხრა წელია "მილანში" ვთამაშობ, ამ უდიდეს კლუბში."
კიდევ ერთი რესპოდენტი ჯანლუკა ძამბროტა იყო:
"ჩვენ შესანიშნავი სეზონი ჩავატარეთ, თითქმის მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ. დღეს "სან სიროზე" შეკრებილ საზოგადოებას უდიდესი სიამოვნება მივანიჭეთ. ჩვენ გვითამაშია დიდ სტადიონებზე, მაგრამ დღევანდელმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ეს დიდებული შოუ იყო."
შემდეგი იყო ალეშანდრე პატო:
"მე ბედნიერი ვარ, მე იტალიის ჩემპიონი გავხდი, ეს უბრალოდ შეუდარებელი გრძნობაა. ბედნიერი ვარ, რომ "მილანს" სკუდეტოს დაბრუნებაში დავეხმარე. ეს დიდებული გუნდია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. კიდევ ბევრი ტიტულის მოგებას ვაპირებ "მილანთან" ერთად."
ჟურნალისტები მარიო იეპესსაც გაესაუბრნენ:
"მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთ კლუბში ვთამაშობ. ბედნიერი ვარ ჩემპიონატის მოგებით. "მილანს" ყველა ტიტულის მოგება შეუძლია და შემდეგ სეზონში ჩვენ სერია ა-ს, იტალიის თასის და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლებთ.
ბოატენგი? ის სულელია, მაგრამ ძალიან მაღალი კლასის."
კიდევ ერთი, ვისაც Milan Channel-ი გაესაუბრა, იყო ფილიპო ინძაგი:
"მინდა ჩემი კარიერა "მილანში" დავასრულო, მაგრამ მანამდე მინდა ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის - კლუბს, მწვრთნელს, თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს, მადლობა ყველას.
მე ისევ ფეხბურთელად ვგრძნობ თავს.
იმედი მაქვს, შემდეგ სეზონსაც აქ ჩავატარებ. ვფიქრობ, ძალიან კარგი შანსი მაქვს, რომ "სან სიროზე" დავრჩე. ეს არ ეხება ფულს, "მილანმა" მე ძალიან ბევრი მომცა. თუ ხელმძრვანელების სურვილიც იქნება, შემდეგ სეზონშიც სიამოვნებით მოვიგებ შავ-წითელ მაისურს."და ბოლოს, გთავაზობთ "მილანის" მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის ინტერვიუს:
"ეს დიდებული საღამოა, აქ ფანტასტიკური ატმოსფეროა. ეს ჩემთვის პირველი ასეთი საღამოა, ძალიან ემოციური. არ დაგიმალავთ, ძალიან შემიყვარდა ეს ქალაქი.
დღეს მოგება რთული იყო, ეს სეზონის ბოლო მატჩი იყო, რომელიც საკუთარ სტადიონზე გავმართეთ. ჩვენ ვთამაშობდით გულშემატკივრებისთვის და პრეზიდენტისთვის, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ მთელი სეზონის განმავლობაში. ბიჭებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ ეს არ იყო ადვილი, რადგან ორი დღეს გვქონდა დასასვენებლად."
This post has been edited by jgarksona on 15 May 2011, 15:10