მდა, ძაან მეწყინა პირლოს წასვლა, მიუხედავად იმისა რომ ბოლო პერიოდში აშკარა დაღმასვლა ქონდა და ეს დაღმასვლა ალბათ გაგრძელდება, მაინც არ მამეტება, ისევე როგორც ვერ გავიმეტებდი ვერც ზეეს, ვერც ინძაგის, ვერც ნესტას. ამბროზინის გავიმეტებდი

მაგრამ ნუ, ადრე თუ გვიან სავარაუდოდ მოხდებოდა რა, პირლოს კიდევ უნდა აქტიურად თამაში, ამათ უფრო ცოცხალი ნახევარდაცვა უნდათ, უბრალოდ ეს წასვლა აუცილებლად უნდა ნიშნავდეს ვინმე ახალგაზრდა სერიოზული ფეხბურთელის მოყვანას. ფაბრე თუ მოიყვანეს გამიხარდება, მიუხედავად იმისა რომ ესპანელია და რომ ესპანელებს ძირითადად არ უმართლებთ სერიაში, მჯერა რო ფაბრეს გამოუვა, სხვანაირი ფეხბურთელია ეგ. პასტორე პირლოს შემცვლელად არ უნდა მოისაზრებოდეს, ეგ უფრო შემტევია, კაკას სტილია მეტ-ნაკლებად. განსოზე საუბარი დასრულებული რომ იყოს არ მგონია მაინც, მაგრამ მე ის მადარდებს, ამდენი უცხოელი რა არი ინტერი ვხდებით?

სანამ დროა პოლი მოგვიყვანონ რა, სამპა გადავარდა, ფული ენდომებათ ეხლა, პოლი კიდე მომავლის ტიპია, მაგაზე ფული არ უნდა მოვჟმოტოთ, მით უმეტეს მაქსიმუმ 10 მილიონი გადაგვახდევინონ.
ეხლა ისეთი პერიოდია გუნდისთვის, რაღაც გარდამავალი, ახლები უნდა მოვიდნენ და ძველების დახმარებით ჰარმონიულად უნდა შეერიონ გუნდს და ჩამოყალიბდნენ მილანელებად. მთავარია არ იჟმოტონ რა. კვადვო ასამოას დედაც ვატირე კიდე, არ გვინდა. როგორი მაგარიც არ უნდა იყოს რა არი რა გავივსეთ შავებით. საფრანგეთის ნარები მაგიტო მეზიზღებოდა ყოველთვის და ეს რა ხდება ჩვენთან. არადა არ ვიცი როგორი ტიპია, მარა კაი ხანია უდინეზეშია მგონი და აქამდე არავინ დაინტერესებულა მაგითი...
ნუ მოკლედ იტალიელები გვინდა რა... ყოველ შემთხვევაში პირადად მე მაინც.
რაც შეეხება ულტრა დაცვით სტილს - არა მგონია რო ალეგრი ამისი პროტაგონისტი იყოს, მით უმეტეს რესურსი გააჩნია შემტევი ფეხბურთის სათამაშოდ. ამასთან ერთად, ამ სეზონშიც ბევრჯერ დაგვანახა, რომ მთავარია შედეგი ამ კაცისთვის და საჭიროების შემთხვევაში მცველის მაგივრად თავდამსხმელი შემოყავს მოედანზე - თვისება, რომელიც ანჩის არასოდეს გამოუვლენია და ხანდახან ძალიან ნერვებს მიშლიდა ხოლმე (რამე ისე არ გამიგოთ, ანჩი ყველაზე მაგარია ჩემთვის). მე უბრალოდ მგონია, რომ ეს კაცი ისეთ გუნდს ქმნის რომელსაც პრესინგის თამაში შეეძლება თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში - ეს კაია. გვქონდა ამათი ახალგაზრდობის პერიოდში ეგეთი მომენტები. ამბროზინი და გატუზო როცა იყვნენ ჯანზე მაშინ რა.
თავდასხმაში - იბრა დასატოვებელია, კასანოსი მე მაინც მჯერა და ვთვლი, რომ ალეგრიმ წელს ძალიან ცოტა შანსი მისცა მაგ კაცს. თავიდან რა მაგრად დაიწყო გახსოვთ? ეგ რომ არა ძალიან ბევრი თამაში ჩვენთვის არასასურველი შედეგით დასრულდებოდა, უბრალოდ მერე პატო ჩადგა მწყობრში და სხვა რესურსები როცა გამოჩნდა ისევ სკამზე დასვა კასანო. დარწმუნებული ვარ მე მაგ კაცში, და მიუხედავად ფიორენტინას ინტერესისა, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დაიტოვებენ ამ კაცს. თავდასსხმაში მთავარია პატო შევინარჩუნოთ და მინიმუმ ბარბარას დახმარებით

მგონი არსად არ წავა ეგ

ინძაგიც დავიტოვეთ 1 წლით და იმედია ის მაგარი ჭორია, რომ მიუხედავად კონტრაქტისა შეიძლება გაყიდონო. გვინდა ჩვენ მაგისი გამოცდილება ლიგაზე მინიმუმ. დაცვის პრობლემები, მგონი მოგვარებულია. ტაივოს სტაბილურობაა ერთი კითხვის ნიშნის ქვეშ, მარა არა მგონია მარცხნივ კიდე ვინმე დავიმატოთ. ძამბრო მინიმუმ 1 წელი კიდე იქნება, იქით ოდოსაც შეუძლია წელიწადში ერთი-ორი კაი თამაშის ჩვენება. და რაც მთავარია - სილვამ გაახანგრძლივა 2016 მდე. მაგაზე მაგარი მცველი არც ვიდიჩი არაა და არც სხვა ვინმე. ძალიან მაგარია, მსოფლიოში საუკეთესოა და რაც მთავარია დაუჯერებლად სტაბილური. ბრაზილიელი მცველი და ესეთი ტიპი პირველად ვნახე მგონი

ლუსიო რო ლუსიოა ეგეც მაგარი არასტაბილური იყო მომენტებში.
პრობლემური რჩება ნახევარდაცვა. ერთი - გვინდა პირლოს შემცვლელი (ვან ბომელის გარდა კიდე ერთი კაცი, მომავლისთვის მაინც, პოლისთან ერთად ოღონდ), ანუ განსო ან ფაბრე. მეორე, გვინდა შემტევი ტრეკვარტისტა, გამანაწილებელი, შეტევასთან უშუალო დამაკავშირებელი, ანუ კაკას სტილის მოთამაშე, აქ ან იგივე ნასრი (მგონი კაი იქნება), ან, ვთქვათ ეს ლამელა, თუმცა არ ვიცი რა შეუძლია ამ კაცს (მარა რაკი ესე მოწონთ არა მგონია ცუდი იყოს), ან კიდევ პასტორე - თუ გადმოვა მილანში იმედი მაქ მოუმატებს სტაბილურობის მხრივ მაინც, თორე მინახავს ამისი ცუდი თამაშები მეც არა ერთი თან...
ჰამშიკი, რომელზეც იყო ხმები რომ ძალიან რეალურიაო, გამიხარდებოდა - ნახევარდაცვა ყველაზ ემეტად არის გადაბერებული და სჭირდება ახალი ხალხი. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეხლანდელ სქემაში ძალიან დიდი საჭიროებაა ჰამშიკის ნაირი ხალხის.
რავიცი, ვნახოთ რა იქნება, იმედია 2009-2010 წლების სეზონივით ესე არ გაჩერდებიან. მარა მე მგონი არ იქნება ეგრე - მჯერა წარმატების. თუ სწორად ქნეს ყველაფერი შემდეგ წელს ლიგის მოგებაზე ფიქრიც შეიძლება - სხვათა შორის არ არის არარეალური ეს. მჯერა მე