გერმანული “გლადბახის” შემტევმა ნახევარმცველმა ხუან არანგომ ერთბობ ხმამაღალი განცხადება გააკეთა – ვენესუელელს მიაჩნია, რომ საჯარიმო დარტყმებს მადრიდის “რეალის” ვარსკვლავზე – კრიშტიანუ რონალდუზე უკეთ ვასრულებ.
“ჯარიმებს რონალდუზე უკეთ ვარტყამ. გასულ სეზონში, მან სტანდარტებიდან ორჯერ გაიტანა, მე – სამჯერ. ვეცდები, ამ სეზონში, კიდევ უფრო მეტი გავიტანო. ეს ჩემი მზიანია. ვარჯიშის შემდეგ დარჩენა და სტანდარტებზე ვარჯიში არ მჭირდება. ამისთვის რამდენიმე წუთიც საკმარისია, რადგან ვიცი, როგორ უნდა შესრულდეს საჯარიმო დარტყმა”, - განუცხადა სამხრეთამერიკელმა Bild-ს.
შეგახსენებთ, რომ “ჰოფენჰაიმთან” გერმანიის ბუნდესლიგის საწყისი ტურის მატჩში, “გლადბახს” გამარჯვებაში სწორედ არანგოს მიერ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დაეხმარა.
ჩვენი ნაგლი ხუანი
in love with incredible...
Смейся, и весь мир будет смеяться вместе с тобой. Заплачь — и ты заплачешь в одиночестве.