ლივერპულისთვის სეზონი ოფიციალურად დასრულდა. რაც ამ სეზონიდან მოვიდა ეს არის მომავალი სეზონის იმედი ( უკვე მეც კი მეცინება მაგაზე
)
ყველაფერი კარგი,ყველაფერი გასაგებია,მაგრამ ამის დედა #####ან ტოტენჰემთან საკუთარ სტადიონზე 2-0 როგორ უნდა წააგო? კარგით რა,კარგით რა. ბოლო თამაში იყო ამ სეზონში საკუთარ მოედანზე და ასე ღლე ხასიათზე გაუშვეს სახლში ქომაგები.
ნამდვილი წითელი ძალა არა ნოტინგემ ფორესტი მოდის. მორჩა,დაბერდა ჯერარდი,ვეღარ ათრევს გუნდს მარტო და დაგვეტყო კიდეც. PL-ში მეხუთე ადგილი სანატრელი გაგვიხდა,ჩემპიონთა ლიგა რა არის ბუნდოვნად მახსოვს. არ არის ეს სუარესი მარადონა,რომ მარტომ გაათრიოს გუნდი და მარტომ მოიგოს თამაშები. სასტავში რომ ლუკასი,და სპირინგი გეყოლება იქ უნდა მორჩეს PL-ს ფავორიტობაზე ლარაპაკი. კარაგერი-დაბერდა. შკრტელი და მცველი ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ცა და დედამიწა. აგერს შუშის ფეხები აქვს. ჯონსონი-მცველი აქ რაღაც შეცდომაა. ლუკაშს ერთი ღმერთი თუ უშველის.მაქსის ათასში ერთხელ უვარდება. რაც შეეხება ქერალს აქ უფრო რთულადაა საქმე. როგროც ჩანს ჰენრიმ ქართული კარგად იცის და თავდამსხმელი ორად გაყო და მიიღო რომ თავდამსხმელი არის ის ვინც თავით უტევს მოწინააღმდეგეს ( სხვათაშორი ისტორია მეორდებაო ამბობენ და ასეთი ამბავი ჩვენს სათაყვანებელ მთავრობასაც მოუვიდა თავის დროზე, ოღონდ იქ აეროპორტი იყო საქმეში გარეული ლამის სევანის ტბა რომ დააყენეს შიგნით).
რაღა დარჩა? რაულა,სუარესი და ბებერი მგლები. მაგრამ ეს კალათბურთი არ არის 3 კაცმა რომ მოიგოს თამაში.
ჩემი ღრმა რწმენით,PL-ს დადების შანსი შემდეგ სეზონში გვექნება 3 შემთხვევაში: ან ისეთი მეკარე უნდა ვიყიდოთ რომ დიმა ობოლაძის მიერ დადგენილ ფეხბურთის კანონში ( თანამდეროვე ფეხბურთში თუ გოლი ვერ გაიტენე ისე თამაშს ვერ მოიგებ) ცვლილება შეიტანონ, ან ერთი 7-8 იგროკი უნდა ვიყიდოთ და აქედან 3-4 მაინც უნდა იყოს 15 ლიმონზე ძვირი ანარადა ვინმემ უნდა დადოს ფანტასტიური სეზონი. სხვა შემთხვევაში ყველაზე კარგ ვარიანტში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლებთ.
ასეთ ღლე განწყობაზე კაი ხანია უკვე არ ვყოფილვარ ბლიად. უბრალოდ ტეხავს ტოტენჰემთან ასე უშანსოდ წაგება სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ
"There will come a day when Iran will stand by us,when all the Arabs will be conspiring against Us" Hafez Al-Assad All men die,only few will be remembered-Col.S Hassan