არა უბრალოდ ბაიერნში თამაში ყველა გერმანელის ოცნებაა
აი დორტმუნდია, არაფრით არ ჩამოუვარდებოდა შარშან ბაიერნს, აჯობა კიდევაც და პოკალის ფინალში ბურთი დაახია, მაგრამ ბაიერნი მაინც სხვა საფეხურზე დგას რაა, 10 თავით ზემოთ, და იდგება ყოველთვის, სულ რომ დორტმუნდმა 5 წელი გადააბას და მოიგოს ბუნდესლიგა.
ეგ იგივეა, ხეტაფეში რომ თამაშობდე და რეალს შენი ყიდვა მოუნდეს, ხომ სიამოვნებით დათანხმდები? დორტმუნდი მეორე გუნდია დღეს გერმანიაში, მაგრამ მასსა და ბაიერნს შორის მაინც ისეთი სხვაობაა, როგორც რეალსა და ხეტაფეს შორის

(ავტორიტეტს და გუნდის სტატუსს ვგულისხმობ, ეხლა არ დამიწყოთ დორტმუნდი ხეტაფეს ბურთს გადაახევს და ა.შ. ეგ ვიცი ისედაც უთქვენოდ)
ამიტომ გიოტცე კიარა, კლოპსაც რომ შესთავაზონ ბაიერნის მწვრთნელობა, და საერთოდ დორტმუნდის პრეზიდენტი რომ ბავარიაში დაპატიჟონ, სიამოვნებით წავა
მერე უკვირთ ბუნდესლიგა რატომ არ მოგწონთო,, ერთ წესიერ ფეხბურთელს არ აჩერებენ, ოდნავ ვინმე კარგად გაიქნევს ფეხს და მეორე დღეს ბაიერნშია, ოლიჩი, კლოზე, გომესი, შესაბამისად დაერხათ ჰამბურგს, ვერდერს და შტუტგარტს

ნუ დორტმუნდი მაინც დონეა, სადაც უშაჰინოდ გაძლეს, იქაც უგიოტცობასაც აიტანენ