ეს რა შუაშია

მესი ცენტრშია უკვე ორი წელია, ნანი კი ფლანგის ფეხბურთელი ე.წ. ვინგერი როგორც დი მარია, ამიტომ მათი შედარება შეიძლება.
არც ჩვენ ვამტკიცებთ ყველაფერში სჯობს ნანითქო, ბაზარი არაა ართმევაში ძალიან სუსტია ნანი, მაგრამ დი მარია არანაკლებ სუსტი იყო ამ საქმეში ( მსოფლიო გავიხსენოთ) და მაურინიოსთან ურთიერთობის შემდეგ ძალიან შეიცვალა, ისევე როგორც მარსელო, ასე რომ ფიზიკურად შედარებით უფრო ძლიერ ნანის არ გაუჭირდება მაურინიოს მითითებების შესრულება.
თან არ დაგავიწყდეთ ინგლისურ ჯორცხენულ ფეხბურთშია ნანი გამოწრთობილი, ფაქტიურად არ იღლება აი დი მარია კი ბოლო წუთებზე ძლივს სუნთქავს და ორი-სამი მატჩის შემდეგ ერთი-ორ მატჩს აგდებს დაღლილობისგან!
აი რაც შეეხება კოლექტიურ თამაშს გეხვეწები მითხარი რატომ არ არის ნანი კოლექტიური მოთამაშე?

წელს იცი რა პასები აქვს გაკეთებული?

რუნის, ბერბატოვის, ჩიჩარიტოს უამრავი ულამაზესი გოლი ნანის ულამაზესი გადაცემებით კეთდებოდა. აჰა ბერონამ დაწერა 18 ასისტი ჰქონია და დი მარიას რამდენი აქვს?
და კიდევ ერთი რატომ უწუნებ დისციპლინას რამე იცი ისეთი რაც სხვებმა არ ვიცით?
ვარჯიშებზე აგვიანებს? ჩხუბისთავია? სტადიონზე როცა საჭირო არ არის ყვითლებს ან წითლებს ღებულობს? თუ საიდან ეს დასკვნა რომ ნანი უდისციპლინოა?
იმ საქმისთვის რაც მაურინიოს სჭირდება ნანი უფრო გამოსადეგი იქნება ვიდრე ცალფეხა ფიზიკურად სუსტი დი მარია და ახლა რადგან ასე ვწერ დი მარიაზე ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს ფეხბურთელი მე არ მევასება!
ერთი პოსტი მაინც ამომიგდეთ გარდა დრევანდელისა სადაც მე დი მარიაზე ცუდი დამეწეროს!
უბრალოდ ფაქტია ნანი უფრო გაუგებს მაურინიოს ვიდრე დი მარია.