
ხოსე მარია გაი დე ლებანა - ეკონომიკის დოქტორი, ფინანსური ეკონომიკის და ბარსელონას უნივერსიტეტის ტიტულოვანი პროფესორი. მან გამოსცა წიგნი ”ესპანური ფეხბურთი ტურბულენტური კრიზისის ზონაში” სადაც ის აკეთებს ანალიზს და გვანახებს საშინელ მონაცემებს ესპანურ ფეხბურთზე.
ყველაფერი ამისგან თმები ყალყზე დაგიდგებათამით მე 2006 წლიდან ვარ დაკავებული და ყოველ წელს ჩვენ სულ უფრო ცუდ მდგომარეობაში ვარდებით. ლა ლიგის შემდეგ სეზონში ნახევარზე მეტ გუნდს გაკოტრება ემუქრება. მათ შეაჩერეს გადახდა რადგან ხარჯავდნენ იმაზე მეტს ვიდრე იღებდნენ, გამოკვლევებმა აჩვენა რომ მათ სრული კრახი განიცადეს. მათი ვალები იზრდება, თუ მათ მართებთ 100 მილიონი ისინი იხდიან 30-ს და დანარჩენი ვალი რჩება ჰაერში. ჩვენ ვართ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები, გვყავს სასწაულმოქმედი ”ბარსა”, შესანიშნავი ”რეალი”... მაგრამ ლა ლიგა დაშლილია. ფეხბურთი იმყოფება იმავე მდგომარეობაში როგორშიც მთელი ესპანეთი... სრულიად უიმედო...
ეს ძალიან საინტერესოაჩვენ ვყიდულობდით ოქროს ფასად. ვყიდულობდით იმიტომ რომ იყო კრედიტი, დაფინანსება. ჩვენ ვიღებდით ვალებს იმიტომ რომ თავად ფინანსური სისტემა, ბანკები იოლად გვაძლევდნენ კრედიტს რომელიც ჩვენ გვინდოდა. შეიქმნა დიდი ბუშტი რომელიც გასკდა და ხალხმა ვერ შეძლო კრედიტის დაბრუნება. ბანკებმა ვერ მიიღეს წინასწარ შეთანხმებული თანხა და დახურეს ფინანსური ხაზი. კლუბებსაც იმედი ჰქონდათ რომ ისინი კვლავ გაყიდდნენ ფეხბურთელებს, შეაფასებდნენ მიწებს რომელიც მათ საკუთრებაშია... ესპანური ფეხბურთი და მთელი ესპანეთიც იკვებებოდა ამით სანამ ამ ფინანსურმა გამოგონებამ სრული ფიასკო არ განიცადა. და რადგანაც ეს ფეხბურთს ეხება მას არავინ არ აკონტროლებდა. არც ლა ლიგა, არც ფედერაცია, არც უმაღლესი სპორტის საბჭო. საუბარი არ არის ანგარიშების წარმოდგენაზე, უბრალოდ ანალიზიც კი არავის გაუკეთებია, არავინ არ აქცევდა ამას ყურადღებას. ეხლა ამბობენ რომ თუ კლუბი ვერ იხდის ის სეგუნდა ბ-ში გადაბარგდება. ასეთი წამალი ავადმყოფობაზე უარესია.
თქვენ რას გააკეთებდით?მკაცრი კონტროლი, ვალების გამოსყიდვის გეგმა. ამ კანონში იქნება ლა ლიგას 10 გუნდი. აზრი რაშია, თუ ისინი გადავლენ სეგუნდაში მათ ადგილს დაიკავებს სხვა 10 გუნდი რომელიც იმავე ან უფრო უარეს მდგომარეობაში იქნება. ფეხბურთს უნდა ჰქონდეს დაცვა, აი ესაა ჩვენი მიზანი.
თქვენ გამოდიხართ ტელეტრანსლიაციების ახალი გადანაწილების იდეით.კარგია რომ ”ბარსა” და ”რეალი” ყველაზე მეტ შემოსავალს იღებს მაგრამ ეხლანდელი გადანაწილება არასამართლიანია. შეუძლებელია რომ ”რეალმა” 2009-2010 წლებში მიიღო 136 მილიონი და ”ხეტაფემ” რომელიც 6 კილომეტრშია ”ბერნაბეუდან” 6 მილიონი. ან ”ბარსამ” მიიღოს 158... კიდევ უფრო კარგი მაგალითიც არსებობს: ფეხბურთელში ჩადებული ფული. ეს ”რეალს” კიდევ უფრო მარალი აქვს, 523 მილიონი, ”ტენერიფეს” კი სულ რაღაც 2 მილიონი. ეს განუკითხაობაა რომელიც ჩვენ თანდათან გვიკარგავს ინტერესს. მე ”ესპანიოლის” გულშემატკივარი ვარ მაგრამ ხუმრობითაც კი არ შემიძლია გავიფიქრო რომ ისინი ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. საშინელება კი ისაა რომ ”ვალენისიაზე” და ”სევილიაზეც” იგივეს თქმა შემიძლია. ”ტენერიფეს” სიტუაცია კი უბრალოდ ამაზრზენია.
რატომ?ისინი გაკოტრების ძრვარზე იყვნენ მაგრამ შეადგინეს გეგმა და დახარჯეს იმდენი რამდენის საშუალებაც ჰქონდათ, შედეგად მიიღეს 8 მილიონი შემოსავალი. მართალია ისინი გავარდნენ ლა ლიგიდან მაგრამ შეინარჩუნეს ეკონომიკა.
დავასახელოთ სახელი: ”რეალი”მას ძალიან ბევრი მართებს. ყველაზე მეტი ესპანეთში და ევროპაში მხოლოდ ”იუნაიტედზე” ნაკლები, 660 მილიონი ევრო ან 110 000 მილიონი პესეტი. მას სასწრაფოდ ჭირდება ჩემპიონთა ლიგის მოგება. თუ ისინი ამას ვერ მოახერებენ შეიძლება მათ პრობლემები შეექმნათ. ეხლა ბავშვებს მესის მაისური აცვიათ...
”ბარსა”გამარჯვებებისგან გამოწვეული ეიფორია ცუდი მრჩეველია ეკონომიკაში. როდესაც შენ ეჩვევი გამარჯვებას, მას თან მოყვება ზეიმის გაგრძელებაც. არის გუნდები რომლებსაც ”რეალზე” და ”ბარსაზე” ნაკლები მართებთ, ზოგიერთმა უკვე მოახდინა რეაგირება. ”ვალენსიამ” მოახერხა ზედაპირზე დარჩენა, გამოვიდნენ ქაოსური სიტუაციიდან. ლორენტემ და მისმა გუნდმა მოახერხეს წონასწორობის შენარჩუნება. ”სევილია” - ეს სხვა კარგი გუნდის მოდელია. ”ვილიარეალს” ტავის პრობლემები ჰქონდა და ის მათ წყვეტს შესაძლებლობების გაფართოებით. ”ოსასუნამ” იცის როგორ უნდა იცხოვრო გარემოებებიდან გამომდინარე რომელსაც ეს ცხოვრება გვიწესებს.
და ფეხბურთელი? მე მეშინია რომ ბევრი ვერ ხვდება აქ მიმდინარე პროცესებს.მათ არ იციან თუ რა გარემოში არიან. თუ ეს არ დარეგულირდება ისინი ვერ მიირებენ ხელფასს. და რას გააკეთებენ ისინი? კლუბები? ახალგაზრდებს ათამაშებენ? ფეხბურთელს უნდა ესმოდეს იმ კლუბის მდგომარეობა რომელშიც ის გადადის. არ შემპირდედ ხელფასს 1 მილიონს იმიტომ რომ თქვენ ვერ გადამიხდით მე მას... ასე უფრო ჭკვიანური იქნებოდა. მაგალითად ”ბარსას” პერსონალს ლა ლიგაში ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს. 235 მილიონი ევრო 39200 მილიონი პესეტი. ”ბარსელონას” ჰქონდა სიხარულის და ეიფორიის პერიოდი, ასევე იყო გასავალშიც, რომელიც უნდა შემცირდეს. სწორედ ამიტომ დასჭირდათ მათ მიემართათ პროფკავშირისათვის რატა გამოეყოთ კრედითი მათთვის იმისათვის რომ ხელფასები დაერიგებინათ ფეხბურთელებისათვის. ეხლა სიტუაცია უფრო კარგია. ორივე გრანდი ძალიან ძლიერია და გამომიმუშავებენ ძალიან ბევრს. 400 მილიონს თითოეული...
დიდი მოხერხება...რისკი იმიაშია რომ მალე ყველა გუნდი 600 000-იან კანონში მოხვდება, იმიტომ რომ ეს გარდაუვალია. მე ყოველთვის მომყავს რივალდოს მაგალითი. მას გასპარმა გაუფორმა კონტრაქტი წელიწადში 12 მილიონ ევროდ, შემდეგ ოერეს ფარგალი იძულებული იყო ჩაფრენილიყო ბრაზილიაში და შეეთავაზებინა მისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსი, რადგან კლუბი ვერ უხდიდა მას ვალს. ასევე შეუძლებელია რომ საშუალო ესპანური კლუბი უხდიდეს 6 მილიონს ფეხბურთელს და იძულებული იყოს კონტრაქტის დამთავრების შემდეგაც კი უხადოს მას ფული...
ასეთ სიტუაციაში ვალების გამოსყიდვის გეგმა 100 000 უნდა გაითვალოს...ამ გართობისათვის გადავიხდით ჩვენ, ისინი ვინც გადასახადებს ვიხდით. შეუძლებელია რომ ყოველ 12-15 წელიწადში ჩვენ გამოვისყიდოთ ფეხბურთის ვალები და ვიმუშავებდეთ გარანტირებულ გეგმას. ამას ჰქვია გავაერთიანოთ კლუბები და მოვთხოვოთ მათ დადონ მაგიდაზე თავიანთი სატელევიზიო კონტრაქტები და აირჩიონ ევროპული მოდელი, რომელიც უფრო მისაღები ჩანს. თქვენ იცოდით რომ ფრანგული ტელევიზიები უფრო მეტს იხდიან ვიდრე ჩვენი? მე ფეხბურთის მოყვარული ვარ და კვირის ბოლოს სიამოვნებით ვუყურებ პრემიერ ლიგას, ბუნდესლიგას, კალჩოს... იქ არ არის ”რეალი” და ”ბარსა”... მე ვაცნობიერებ რომ ისინი უკეთესად ყიდიან ტელენტრანსლიაციის უფლებას. პრემიერ-ლიგა გამოიმუშავებს ორჯერ მეტს ვიდრე ლა ლიგა, მიუხედავად იმისა რომ ისინი არ არიან ევროპის ჩემპიონები და მსოფლიო ჩემპიონატზეც პლეი ოფის პირველივე რაუნდში გამოვარდნენ... მაგრამ ისინი უკეთესად ყიდიან თავის ჩემპიონატს, ხალხს მოსწონს ესპანური ფეხბურთი მაგრამ ჩვენ არ ვიცით მისი გაყიდვა.
რაც მეტია გაყიდვა მით მეტია ფულიც. მაგრამ ვალები მაინც გაიზრდება!ახალი კონტრაქტებით ჩვენ გავუკეთებთ კლუბებს რეფინანსირებას. თქვენ რა პრობლემები გაქვთ? მდომარეობა, სოციალური დაზღვევა, ფეხბურთელები? შესანიშნავია: აი ეს არის შესაძლებლობა რათა სასწრაფოდ მოხდეს ვალების ლიკვიდაცია. შეუსაბამეთ თქვენი ანგარიშები რეალობას რომელშიც თქვენ ცხოვრობთ. და ყოველ კვარტალში ჩვენ შევამოწმებთ მას. თუ ის ვერ ასრულებს მოთოვნებს ჩვენ მოვხსნით მისგან ქულებს. მაგალითად: ვალი იქნება ლიკვიდირებული გარკვეული წლების შემდეგ, და ეს კლუბს საერთოდ არ შეეხება. ასეთ სქემაზე უნდა გადავიდეთ სასწრაფოდ თორემ მე ვხედავ რომ ჩვენს ფეხბურთს დიდ ხანს ესეთ სიტუაციაში არსებობა არ შეუძლია.
მიმაგრებული სურათი