JayWillეს კარგია რა თქმა უნდა მაგრამ არაფერი რევოლუციური ამაში არ არის.
კი ბარსას სტილი ახალ დონეზე ავიდა მაგრამ მაშინაც იყო აშკარად. სპარტაკავსი პასს ეძახდნენ რუსები

მილანის ტაქტიკური სქემა ოდნავ დავანარტკებული 4-2-4-ია, უბრალოდ 60-იანებში რუი კოშტას/კაკს თავდასმელს დაუძახებდნენ, ჩვენ დროში ნახევარმცველები ქვიათ
შედარებაზე თუ მიდგა საქმე 90--იანი წლები უფრო პროგრესული იყო მაგ მხრივ
4 ერთ ხაზზე პრინციპი დამკვიდრდა
ერთის მხრივ ვან გალის სრულიად ინოვაციური 3-5-2
აქეთ ფერგისონმა დაამკვიდრა მეკარის (შმეიხელი) ფაქტიურად ლიბეროდ თამაში
ლატერალების შეტევებში ჩართვა ამ დოზით პირველად ისევ 90-იანებში გამოჩნდა, ისევე როგორც ფაქტიურად გადაშენდა 5 მცველით თამაშის პრინციპი და ლიბეროს ამოძირკვა მოხდა
მოკლედ ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი პროცესები ხდებოდა
ბრაზილამ მოიგო მსოფლიო ისე რომ სამი საყდენით თამაშობდა
საფრანგეთს საერთოდ არ ყავდა ნორმალური თავდასხმელი და არც ეტყობოდა
ნუ ტაქტიკური პროგრესი რა თქმა უნდა არის, ეგ ისეთი რამეა რეგრესი ძნელად წარმოსადგენია.
არის ეს ცოდნა, გროვდება და ემატება რაღაცეები
მაგრამ ისეთი იდეების ამოფრქვევა როგორც 90-იანებში იყო არ არის
აი ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს ალბათ აქვს ზღვარი, თუ გონებრივს რას გაიგებ

ფაქტია რომ პასი რომელიც ბაჯოს თავის ბუდისტურ თავში მოსდოდიდა და მერე აკეთებდა დღეს აღარ კეთდება
ან თუ კეთდება არ გადის
ეფენბერგი არ ხვდებოდა ბუნდეს ნაკრებში

ბასლერი და ეფენბერგი არ ყავდათ და მაინც მოიგეს ევრო 96
მარტო მოგებაზე ხო არ არის საქმე ბრდღვნიდნენ ყველაფერს
არადა რო კითხო იგივე დონისაა ბუნდეს ნაკრები ეხლა როგორიც მაშინ იყო

მე რაციონალური ხალხი მგონია გერმანიის ფანები და რა ვიცი, რა ვიცი