მესიმ გაიტანა სამი გოლი
ორი ვარიანტია
1. თუ სუსტი გუნდია ამას ყველა გააკეთებდა ძმაო
2. თუ ძლიერია: მაშინ ეს გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია. ან კრიზისი აქვს. ან მწვრთნელი ყავს დებილი და არ იცის როგორ ეთამაშოს მესის.
თუ გოლი ვერ გააქვს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.
სულ რომ 5 საგოლე პასი გააკეთოს მაინც იტყვიან რომ როცა მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელი ხარ მაინც უნდა შეაგდო გოლი სულ რომ სტოპერად თამაშობდე.
ეხლა რო გამოვა კაცი და დაწერს რომ მესი ნაკრებში ვერ თამაშობს (ამ კოპაზე) ან არ უყურებს კოპას ან დილით ძალიან ეძინება ხოლმე.
ეს არ დააციტიროთ

ერთი წინადადება და კონტექსტის გარეშე აზრი არ აქვს. თუ დაციტირება გინდათ მთლიანდ პოსტი

კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მესი იმის მესამედაც არ არის რაც ბარსაში.
მაგრამ ტევესი არის იმის მეხუთედი რაც სიტიში.
ან იგუანი, ან ლავესი, ან დი მარია.
ძანეტიზე აღარაფერს ვამბობ და კამბიასოზე.
ვერ იყო ეს ნაკრები გუშინდელ დღემდე კარგათ აწყობილი.
გუშინ ცოტა გამოსწორდა ვითარება და მესიმაც დადო 6 საგოლე პასი. 2 გარდასახეს გოლად 4 ვერა.
კიდევ უფრო გამოსწორდება და გუნდი უფრო ორგანიზებულ ფეხბურთს ითამაშებს მათთვის სწორი ტაქტიკით.
მაშინ საგოლე პასებთან ერთად გოლებიც წამოვა.
მარადონას რომ უყურებთ და 86 წლის ფორმაციის ნაკრებს მაშინ ყველა აკეთებდა თავის საქმეს 5-იანზე. ეს ერთი და მოერეც პირველ 2 თამაშში არც მარადონას ჩაუდენია სასწაულები.
კოპას პირველი ორი თამაში გინდა არ გინდა არგენტინისთვის ამხანაგურივით იყო.
იცოდნენ რომ სულ რომ 11 კაცს ფეხი მოეჭრა კოსტა-რიკას მაინც მოუგებდნენ და გავიდოდნენ.
ამიტომ მესის არ ეველებოდა იქ თავის გაგიჟება. ლავესს და ბანეგას კი მაგრამ არა მესის.
ეხლა უკვე გადამწყვეტი ეტაპია.
აი ვნახოთ ეხლა რას იზავს და თუ ვერ მოიგებს კოპას მერე ვიძახოთ რომ ნაკრებში ვერაფერს აკეთებს.
არ გაგვახსენდება რომ არც პელეს და მარადონას აქვს მოგებული კოპა, მაგრამ მაინც.
ესე წინასწარ ტურნირის დამთავრებემდე ვიღაცას დიაგნოზი დაუსვა არ მესმის.
ზიდანი მაინც გაიხსენეთ.
მეორე თამაშში საუდის არაბეთთან მოედნიდან გააგდეს საერთოდ მაგრამ ვინ გახსენდება როცა 98 წლის მუნდიალზე ჩამოვარდება ლაპარაკი ყველამ კარგად ვიცით.