ძალიან მიხარია რომ ნელ-ნელა კოლუმბიის ქამბექი ხდება მსოფლიო ფეხბურთში.
მე როცა ფეხბურთის ყურება დავიწყე უმაგრესი გუნდი იყო და ძალიან მაგრათაც ყომარობდნენ.
მაგათი ჯგუფში ჩარჩენა მე მგონი ყველაზე ალოგიკური რამე იყო რაც კი მომხდარა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.
არაფრით არ იყო 66 წლის ბრაზილიის ჩარჩენაზე და 2002 წელს არგენინის ჩარჩენაზე ნაკლები მოულოდნელობა.
თაობათა ცვლას დიდი დრო დაჭირდა მაგრამ მაინც მე მგონი ახერხებენ მაღალ დონეზე გასვლას ისევ.
არგენტინის ნაკრები ცალკე თემაა, მაგრამ კოლუმბიის ძალიან გამართული და მაღალი ხარისხის თამაში არ უნდა დაგვავიწყდეს.
კი 2 100% მომენტი გამაზეს, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი კეთდებოდა ხუთიანზე.
ჯერ-ჯერობით ყველა გუნდზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.
და მომატებაც რო შეუძლიათ ფაქტია.
არ ვიცი რატო მაჩნია ხალხს რომ ეს კოპა ამერიკა ცუდად მიმდინარეობს.
რადგან ბრაზილია არგენტინა გოლების წვიმას ვერ აწყობს ?
რო მოეწყოთ მერე დაწერდნენ ნახეთ რამდენი გოლი გადის ეზოს დონეაო 

სამაგიეროდ რამდენიმე ნაკრები კერძოდ
ბოლივია
კოსტა-რიკა
კოლუმბია
ვენესუელა
პერუ
და ეკვადორი
იმაზე მაღალი ხარისხის ფეხბურთს გვთავაზობენ ვიდრე მე ველოდი
ურუგვაის
პარაგვაის
არგენტინას
ბრაზილიას 
და ჩილეს რომ მომატება შეუძლიათ ფაქტია.
მოკლედ მე მაგრათ მისწორდება ამ ტურნირის ყურება და თქვენი არ ვიცი 
