რატოა ამაზე თავში ხელის ტაკება არ მესმის 

გარდა იმისა რომ ერთ ენაზე ლაპარაკობენ ბრაზილია, პორტუგალია, ანგოლა და მოზამბიკი არის ერთი კულტურული სივრცე, რომელიც დარჩა პორტუგალიის იმპერიის დანგრევის შედეგად.
მაგალითად ანგოლელი სეზარია ევორა უფრო მაგრათ მღერის სამბას ვიდრე ნებისმერი ბრაზილელი მომღერალი.
მოზამბიკელი ეუსებიო თამაშობდა პორტუგალიაში და იქ ჩავიდა ბრაზილელი მწვრთნელების რეკომენდაციის შედეგად.
პორტუგალიაში უამრავი ბრაზილელი ემიგრანტია რომელსაც ადგილობრივებისგან ძნელად გაარჩევ.
+ პორტუგალიური ფეხბურთის განვითარებაში ბრაზილიამ შეასრულა უდიდესი როლი.
ბელა გუტმანი და ოტო გლორია სწორედ ბრაზილიიდან ჩევიდნენ ლუზიტანიაში და დანერგეს იქაური საფეხბურთი იდეები რომელიც ცოტა ხანში ჯერ ბენფიკის მერე კი პორტუგალიის ნაკრების წარმატებულ თამაშსი აისახა.
თვითონ პორტუგალელები უწოდებენ თავს ევროპელ ბრაზილელებს და ეს მე ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი არაერთ ინტერვიუში.
აღარაფერს ვამბობ კლუბების მჭიდრო კავშირებზე და თანამშრომლობაზე.
ის რაც საყოველთაოდ ცნობილია აქ რატო ხდება საკამათო არ მესმის 
