ჩორი დომინგესმა მანჩესტერში შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ ვალენსიას ძირითადში ვერ ჩაჯდა ვერანაირად და არ უნდა გავყიდოთ?
ფერნანდეში ფიზიკურად ძლიერია და ამით მთავრდება მისი დადებითი მხარე, აზროვნების სისხარტით ძალიან ჩამორჩება ბანეგას, ტინოს, თოფალს, ალბელდასაც კი.
დაცვაში მისი პოტენციალი ნულის ტოლია.
გვინდა ასეთი ნახევარმცველი? ვფიქრობ რომ არა!
ფეხბურთელის კლასი და სტილი უნდა ესადაგებოდეს მწვრთნელის ჩანაფიქრს და გუნდის ძირითად სათამაშო ტაქტიკას, სხვანაირად გუნდი როგორც ერთი ორგანიზმი ვერ ითამაშებს.
შეიძლება 11 ზევარსკვლავი ჰყავდეს გუნდში ვინმე "გენიოსა" მწვრთნელს და ვერაფერ წარმატებას ვერ მიაღწიოს, ხოლო არავარსკვლავი ფეხბურთელების ურთიერთშეთამაშებით შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერაც კი გახვიდე.
* * *
This post has been edited by nikollo on 15 Jun 2011, 00:59