"ბარსა": ადიოს და მომავალ სეზონამდე!
11:44 01-06-2011
მესი უკვე ბუენოს აირესშია, ეროვნული ნაკრების განკარგულებაშია. აი, რა თქვა "ლა პულგამ" აეროპორტში: "უბრალოდ ვერ წარმომიდგენია სხვა კლუბის მაისურით თამაში - ჩემი გუნდი მხოლოდ "ბარსაა".
გვარდიოლას გუნდმა სეზონში სულ 62 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელთაგანც 45 (ანუ 73%) მოიგო, 11 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 6 წააგო. "ბარსამ" 152 გოლი გაიტანა და 39 გაუშვა!
მწვრთნელმა სულ 32 ფეხბურთელი გამოიყენა (მათ შორის, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც 1 სექტემბრამდე გადავიდა "მილანში"). აქედან 21 პირველი გუნდის წევრია (1 იბრაჰიმოვიჩი) და 10 - ბ გუნდის. ყველა შეჯიბრებაში ყველაზე მეტი დრო მოედანზე ბრაზილიელმა დანი ალვეშმა გაატარა - 4 652 წუთი.
4 დუბლი - ამ მაჩვენებლით ვერც ერთი ევროპული კლუბი ვერ დაიკვეხნის. შეგახსენებთ, რომ პირველად კატალონიელებმა ჩემპიონთა თასი 1992 წელს "უემბლიზე" მოიპოვეს, შემდეგ პარიზში (2006 წ) იპირველეს, მერე რომში (2009) და ახლა ისევ ლონდონში. 3-3 დუბლი აქვთ "მილანს", "რეალს", "ბაიერნს" და "აიაქსს".
* ჩემპიონთა ლიგის 13 მატჩიდან "ბარსამ" 9 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ წააგო, ლონდონში "არსენალთან".
* "კამპ ნოუზე" 6 მატჩიდან ჩემპიონმა 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა (რეალთან).
* "ბარსამ" სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 30 და მხოლოდ 9 გაუშვა.
* ჩემპიონთა ლიგაში "ბარსა" ყველაზე მეტჯერ ურტყამდა კარში - საშუალოდ 7,54. მეორე ადგილზე "ბაიერნია" - 7,38.
* "ბარსელონა" თამაშში საშუალოდ 10,92-ჯერ ჯარიმდებოდა. კატალონიელებზე ნაკლებად მხოლოდ "რეინჯერსი" და "ინტერი" უხეშობდნენ.
* ხოსეპ გვარდიოლამ ლიგის გათამაშებაში სულ 26 ფეხბურთელი გამოიყენა. შედარებისთვის, ლა ლიგაში "ბარსას" 28 ფეხბურთელი დასჭირდა, "კოპაზე" - 25.
* გუნდში ლიგაში ყველაზე მეტი სერხიო ბუსკეტსმა ითამაშა - 1 129 წუთი. მან სულ რაღაც 5 წუთით აჯობა დანი ალვეშს.
* "ბარსელონას" ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტ ორთაბრძოლაში ჟერარდ პიკე შევიდა - 122 (11 თამაშში).
* ზედიზედ მესამე სეზონია, ლიგაზე "ბარსას" ბომბარდირი ლიონელ მესი ხდება. მან 12 გოლი გაიტანა. პედრომ 5, ხოლო დავიდ ვილიამ 4, გაიტანეს.
* ჩემპიონთა ლიგის მოგებით გვარდიოლას ტროფეების რიცხვმა 3 სეზონში 10 შეადგინა.
ვიქტორ ვალდესი, კარლეს პუიოლო, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და ლიონელ მესი - რა აერთიანებს ამ ხუთეულს გარდა იმისა, რომ თანაგუნდელები არიან? რა და, ხუთივე "ბარსას" აღზრდილია და შაბათის მერე ხუთივეს ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედალი სამ-სამჯერ აქვს მოპოვებული. არადა, მხოლოდ ჩავის და პუიოლს თუ უწოდებ ვეტერანს, ისიც გაჭირვებით.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი საიუბილეო, 150-ე იყო "ბარსას" ფრანგი მცველის, ერიკ აბიდალის კატალონიურ კარიერაში. აქედან 41 წლევანდელ სეზონზე მოდის, რომლის განმავლობაშიც ერიკი მძიმე სენს ებრძოდა. ეს ნამდვილი გმირობაა.
"მისტერმა" (ასე მოიხსენიებენ "ბარსას" ფეხბურთელები პეპ გვარდიოლას) სეზონში ბოლოჯერ შეჰყარა ბიჭები ბაზაზე, ოღონდ ვარჯიშის ნაცვლად, ემოციური სიტყვით მიმართა შეგირდებს, რომელიც შემდეგი სიტყვებით დაასრულა: "გახსოვდეთ, ჩვენი ისტორია ჯერ არ დასრულებულა"...
http://sportall.ambebi.ge/fexburti/uckhour...-sezonamde.html This post has been edited by USSR on 1 Jun 2011, 12:02