რამოდენიმე უკრაინული გამოცემის ცნობით ''მილანმა'' ლიეჟის ''სტანდარტის'' და ბელგიის ეროვნული ნაკრების მოთამაშე, 22 წლის აკსელ ვიტსელი შეიძინა. ბელგიელი მოთამაშის ტრანსფერის სანაცვლოდ ''როსონერის'' ხელმძვანელებს 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. ასევე იტალიური წყაროთა ინფორმაციით ახალგაზრდა ტალანტი თავის აგენტთან ერთად მილანში გაფრინდა, რათა კლუბის ხელმძვანელებთან ერთად კონტრაქტის დეტალებზე ისაუბროს. სამწუხაროდ ამ წუთისთვის კონტრაქტის ვადის თაობაზე ინფორმაცია არ არის. ახლა კი ''მილანის'' მეტოქეებს აქსელის უნდა ეშინოდეთ, რადგან ბელგიის ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში მან საკმაოდ აგრესიულად ითამაშა:
აქვე გთავაზობთ მცირე ინფოს ამ მოთამაშის შესახებ:
სრული სახელი: აქსელ ტომას ვიტსელი
დაბადების თარიღი: 1989 წლის 12 იანვარი
დაბადების ადგილი: ლიეჟი, ბელგია
სიმაღლე: 1.83 მ
პოზიცია: ნახევარმცველი
ინფორმაცია კლუბის შესახებ:
ამჟამინდელი კლუბი: ''სტანდარტი''
ნომერი: 28
ახალგაზრდული კარიერა:
2004-2006: ''სტანდარტი''
პროფესიული კარიერა:
2006- ''სტანდარტი'' (122 მატჩი, 28 გოლი)
ეროვნული ნაკრები:
ბელგიის ეროვნული ნაკრები, 2008 წლიდან - დღემდე (19 მატჩი, 5 გოლი)
This post has been edited by Alix on 6 Jun 2011, 22:11