მოკლეთ გალიანი მიდის ბრაზილიაში და თუ მაგან ეს ბატი არ წამოიყოლა უნდა ჩაქოლო რა
სოკრატისმა სულ გამოამზეურა ყველაფერი, ამდენი ყველას ერთად არ ექნება ნათქვამი მილანის შიდა სამზარეულოზე
ძალიან მოხარული ვარ, რომ მივიღე ასეთი გამოცდილება, მე ვთამაშობდი "მილანში", ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია."
"არანაირი კონფლიქტი არ მაქვს გალიანისთან, უბრალოდ არ მომეწონა "ჯენოამ" ჩემი თანხმობის გარეშე რომ გამყიდა ."
"მე არ დავბრუნდები გენუაში, ალბათ ვითამაშებ სხვა გუნდში, მაგრამ ეს არ იქნება "როსონერი".
"ნაწყენი ვარ თუ არა ალეგრიზე? არა, ის მაძლევდა მე შანსს, მაგრამ ასეთ გუნდებში შეცდომებს არ გპატიობენ. არ ღირს ყველაფერში ჩემი დადანაშაულება, მივხვდი, რომ არ შეიძლება ყველა მეკარეზე დაყრდნობა, როდესაც შეცდომას უშვებ. ყველა ფეხბურთელი ცდება და არც მე ვარ გამონაკლისი, მაგრამ მეკარემ უნდა დაგაზღვიოს, ჩემი პარტნიორი არ მეხმარებოდა არც "ჯენოაში" და არც ახლა, დამნაშავეები კი გამოდიოდნენ მცველები, კერძოდ კი მე."
"ყველა შემთხვევაში, მე მოხარული ვარ, რომ ჩავატარე მშვენიერი სეზონი "მილანში" და რაც მთავარია ჩვენ მოვიგეთ სკუდეტო."
"ტასოტი მე უნიჭოდ მთვლიდა, მაგრამ ასე არ ვთვლი, მე არ ვთამაშობდი აბატეზე ცუდად, მაგრამ მისთვის ძირითადში გზა გახსნილი იყო. თასის თამაშზე მან ურჩია ალეგრის რომ დაეყენებინა პრიმავერას მოთამაშე, მაგრამ ალეგრი მე მენდო და მათამაშა, რისთვისაც მადლობელი ვარ, არ ვარ დამნაშავე გოლების გაშვებაში."
"თუ ვისაუბრებთ მარჯვენა ფრთაზე, ჩემგან განსხვავებით ოდოს და ბონერას აქვთ დიდი გამოცდილება, მაგრამ სეზონის დაწყებისას ისინი იდგნენ ჩემს უკან, ხოლო შემდეგ მე მოვხვდი მათ უკან, ამ დროს კი ძირითადში საერთოდ აბატე თამაშობდა, ვერ ვხვდები რაშია საქმე? ვთამაშობ ქვეყნის ნაკრებში, ხოლო ჩემი კონკურენტები კი საერთოდ არ მოიაზრებიან ნაკრების კანდიდატებად."
"ნესტა - ტიაგო სილვა? რა თქმა უნდა, ისინი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან და აქ სადავო არაფერია. სეზონის დაწყებამდე მწვრთნელმა გვითხრა, რომ სწორედ ისინი იქნებოდნენ ძირითადის ფეხბურთელები, ხოლო მათი პირველი შემცვლელი იქნებოდა ბონერა, რის შემდეგაც ვიქნებოდი მე, მაგრამ როგორც კი მოგვეძალა ტრავმები, ძირითადში დააყენეს იეპესი, ის კი შეკრების დროს ბოლო იყო, მას მხოლოდ ონიევუ ჩამორჩებოდა. არ ვდავობ, რომ ის გამოცდილი ფეხბურთელია, მაგრამ მოდით სიმართლეს შევხედოთ, უნდა მეთამაშა მე და არა მოთამაშეს, რომლის საუკეთესო წლებიც წარსულში დარჩა."
"წასვლა? მე გამცვალეს ფეხბურთელებზეც, რომლებიც საერთო მფლობელობაში ჰყავდა ამ ორ გუნდს, ეს არ არის ლამაზი. ჩემმა აგენტმა ნიკოლას კრისტიდისმა მითხრა, რომ ყველა ფეხბურთელის წასვლა შესაძლებელი იყო, "მილანს" სჭირდებოდა მხოლოდ ბოატენგი, პალოსკი და ბერეტა, ასევე მათ უნდოდათ კრიშიტოს ხელში ჩაგდება, მაგრამ ალეგრიმ თქვა, რომ ყველა ფეხბურთელი უნდა დაეტოვებინათ, რადგანაც ისინი გამოადგებოდნენ "მილანს". ტაივოს მოსვლის შემდეგ კი კრიშიტოს ადგილი აღარ იყო. სხვა დანარჩენი კი კლუბში დააბრუნეს, ისინი აღარ იყვნენ "მილანის" მოთამაშეები და არც მადლობელნი დარჩნენ მათი დაბრუნებით."
"არა, ეს არ არის წყენა, ეს რეალური ცხოვრებაა და საქმე იმაში არ არის, რომ მე "მილანი" უნდა დავტოვო, არამედ იმაშია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხელს გიშლიან თავიანთი პირადი აზრის გამო და ვერც მივხვდარვარ რაშია საქმე."
"დიახ, "როსონერი" მართლაც ერთი დიდი ოჯახია, მაგრამ თუ შენ არ შეგიყვარეს თავიდანვე, შენ იქნები მარტო. არ ვუარყოფ, რომ სენატორებთან ყველაფერი კარგად მქონდა, ამბროზინიმ ერთხელ ისიც კი მირჩია, რომ მომეთხოვა არენდით გაშვება, მან მითხრა, თუ სეზონის ბოლომდე დარჩები, შენ ჩვენთან ერთად აღარ იქნებიო, მაგრამ მე დავრჩი, კაპიტანი კი მართალი იყო."
"მწვრთნელზე არავინ არ ახდენს გავლენას, ეს ნამდვილად ასეა, პირადად მისი ინიციატივა იყო რონალდინიოს კლუბიდან გაშვება, მას ძალზე დიდი ავტორიტეტი აქვს, თვით პრეზიდენტმაც კი სთხოვა, რომ ის დაეტოვებინა, მაგრამ ალეგრიმ თქვა, თუ ჩვენ გვინდა, რომ მოვიგოთ "სკუდეტო", მან გუნდი უნდა დატოვოსო. სკამზე დასაჯდომად კი არ არის ასეთი დიადი ფეხბურთელის ადგილი და ის გაუშვეს იანვარში. რონი მართლაც ბრწინვალე ფეხბურთელია, მაგრამ ის ჩვენ გვექაჩებოდა ქვემოთ. ამის მიუხედავად, ალეგრი მაინც უსმენს ტასოტის, რომელმაც მე სკამზე დამსვა."
"გაუჩო ცუდი იყო? არა, ის ბრწყინვალეა, უბრალოდ ვერ ერგებოდა ტაქტიკურ სქემას, ვიცი, რომ ალეგრი მასთან სამართლიანი იყო, მან უთხრა რონის, რომ მისი გამოყენება შეეძლო მხოლოდ სეზონის მეორე ნახევარში, ხოლო ასეთმა ფეხბურთელმა ბევრი უნდა ითამაშოს და რონიმაც გადაწყვიტა წასვლა."
"რა დამამახსოვრდა? ყველა თამაში, რომელიც მე ვითამაშე, როგორც არ უნდა იყოს ეს "მილანია" და ეს დრო მთელი ცხოვრების მანძილზე მემახსოვრება."
"ინტერში" თამაში? არასდროს არ შეიძლება წინასწარ რამის თქმა, მაგრამ რატომაც არა? ვიცი ამ ორი გუნდის ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულების შესახებ, მაგრამ მზად უნდა იყო გულშემატკივრების მხრიდან ყველანაირ ემოციაზე. ვიცი რა მიიღო ლეონარდომ, ვიცი რას გრძნობენ იბრაჰიმოვიჩი, ზეედორფი და პირლო, ეს ცხოვრებაა, მაგრამ იანკულოვსკისთან საუბრისას მან თქვა, რომ "მილანში" თამაშის შემდეგ, მისთვის არ არსებობს გუნდი "ინტერი", ზეედორფიც და პირლოც მაშინვე დაეთანხმნენ მას და თქვეს, რომ არ არსებობს უკან მიმავალი გზა, თუმცა იანკულოვსკის ჰქონდა შესანიშნავი შემოთავაზებები და მან უარი თქვა."
"იბრაჰიმოვიჩი? მან შემძინა დიდი თავდაჯერებულობა, ის ბუნებით ლიდერი და გამარჯვებულია, სენატორებმა მაშინვე მიიღეს ის, როგორც ჩვენიანი, უნდა გაგაჩნდეს ძალზედ დიდი სულისკვეთება, რომ მაშინვე ასე მიგიღონ ამ ადამიანებმა, ისინი თავისებური ადამიანები არიან გუნდში, მათთვის შეიძლება ის, რაც სხვისთვის აკრძალულია, მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ისინი ყოველთვის თავიანთ სიმაღლეზე დგანან, ასევე მათ უკან დგას მთელი "პრიმავერა", ძალიან რთული სიტუაცია იქნება თუ მათ ვინმე შეეხებათ. იბრამ, კასანომ და ბომელმა მაშინვე მოიპოვეს ავტორიტეტი ამ ადამიანებთან იმიტომ, რომ ისინი ძლიერი პიროვნებები არიან, ანტონინი და აბატეც თავს სენატორებათ თვლიან, მაგრამ მათ ჯერ არაფერი გაუკეთებიათ გუნდისთვის.''
"პალოსკი მოვიდა გუნდში, როგორც მარადონა და ის ყველამ გულში ჩაიკრა, ინძაგიმ თქვა, რომ ის მისი ფავორიტია და რას ნიშნავს ეს ყველაფერი? იმას, რომ "მილანში" ყველაფერს სენატორები წყვეტენ. აქ ასევე ხვდებიან ყველას, ვინც "მილანში" თამაშობს და ამ გუნდის წევრია, მაგრამ არა ახალ ფეხბურთელებს. ის ახალგაზრდა ფეხბურთელებიც კი, რომლებიც კლუბს დატოვებენ, იღებენ უფრო მეტ ყურადღებას, ვიდრე მე მივიღე, როდესაც აქ გადმოვედი."
"იბრაჰიმოვიჩი და სტრასერი? არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, უბრალოდ ის ვიდეო გაავრცელეს იბრას პროვოცირებისთვის, მაგ მომენტამდე სტრასერი იბრას დასცინოდა, იბრა გუნდში ყველაზე მეტად სწორედ სტრასერთან და კასანოსთან ურთიერთობს, ასაკის მიუხედავად, მათ ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებთ."
"ზლატანი იტალიაში არ უყვართ. ის პირადად არასდროს ლაპარაკობს ცუდს "ინტერზე" და "იუვეზე", ეს არ ზის მის ხასიათში. მან უბრალოდ თქვა, რომ ის "ნერიაძურიში" უყვარდათ გულშემატკივრებს, შემდეგ კი შეიზიზღეს, მას უნდოდა გუნდიდან წასვლა და გულწრფელი იყო პრეზიდენტთან. "იუვეშიც" იგივე იყო, ის ჯერ უყვარდათ, შემდეგ კი შეიზიზღეს, მაგრამ ის წავიდა არა იმიტომ, რომ უნდოდა, არამედ სკანდალმა ქნა ყველაფერი. "მილანში" მან საკუთარი თავი იპოვა, მას უნდა ეთამაშა აქ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც "იუვე" ჩემპიონატიდან გავარდა, მაგრამ ქულების ჩამოკლებამ და ჩემპიონთა ლიგის საგზურის ჩამორთმევამ მისი გადაწყვეტილება შეცვალა." ( ჩემპიონატის დაწყების წინ გადაწყდა, რომ "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებდა, ხოლო მანამდე გუნდში "იუვენტუსიდან" უნდა გადმოსულიყვნენ: ძამბროტა, კანავარო და იბრაჰიმოვიჩი, მაგრამ გადაიფიქრეს, რადგანაც გუნდი არ იღებდა მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაზე, საბოლოოდ კი "მილანი" დაუშვეს ლიგაზე და სწორედ ეს გუნდი გახდა ლიგის ტრიუმფატორი და ამით დაუმტკიცეს მთელ მსოფლიოს, რომ ისინი არ იყვნენ "კალჩოპოლოს" მონაწილეები, რაშიც ისინი დაადანაშაულეს - ავტ.)
"დამრჩა თუ არა რაიმე ნეგატივი "როსონერიდან"? რა თქმა უნდა, არა, როგორ შეიძლება რაიმე ცუდი მოგონება დაგრჩეს ამ გუნდში, ჩვენ მოვიგეთ სკუდეტო და ბოლომდე ვიბრძოდით იტალიის თასისთვისაც, მაგრამ რაღაც არ გვეყო, თუმცა, მე ვერ ვხედავ აზრს რაიმეს დამალვაში, როგორც გატუზო მასწავლიდა, ყველაფერი პირდაპირ უნდა თქვა, აი, მეც ვლაპარაკობ, არ მინდოდა ვინმეს წყენინება, უბრალოდ მინდოდა იმის თქმა, რაც გულში მაქვს, მე პროფესიონალი ვარ და ვთვლი, რომ იმ ფეხბურთელებზე უკეთესი ვარ, ვინც ჩემ გვერდით თამაშობენ."
"მილანში" დაბრუნება? საინტერესო კითხვაა. შეიძლება, ოღონდ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც აქ არ იქნებიან ვალერიო ფიორი და მაურო ტასოტი და კიდევ რამოდენიმე პიროვნება, მაგრამ მათ არცთუ ისე დიდი დრო დარჩენიათ სპორტში."
"ტასოტი კლუბში 80-იანი წლებიდანაა? არაფერია სამუდამო, მაგრამ თუ ის ყოველთვის მეორეა, ამაზე ღირს დაფიქრება."
"არის თუ არა შანსი, რომ დავბრუნდე? რა თქმა უნდა, გალიანიმ თქვა რომ "როსონერის" არ ჰყავს ყოფილი ფეხბურთელები და ყველა ვისაც კი უთამაშია "მილანის" მაისურით, ყოველთვის არის იმის შანსი, რომ უკან დაბრუნდნენ, მაგალითად, ოდო, აბატე, ანტონინი, ასევე სხვა ფეხბურთელებიც."
"ამით ვემშვიდობები გუნდს? დიახ, მე ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა, მაგრამ არ ვთქვი ის, რისი თქმაც საჭირო არ იყო."
"უცნაური სიტყვები ვთქვი ტასოტის მისამართით? მე უბრალოდ არ მინდა ამაზე მეტი საუბარი, პრობლემა არ უნდა ეძებო ჩემში, არამედ უნდა ეძებო საკუთარ თავში."
"მომავალი "ჯენოაში"? არა, ეს უკვე აღარაა ჩემი დონის გუნდი, მე იტალიის ჩემპიონი ვარ, ალბათ სხვა ქვეყანაში ვითამ
This post has been edited by kaki96_ on 8 Jun 2011, 20:30